ყოველწლიურად, 16 მაისს მსოფლიო აღნიშნავს სინათლის საერთაშორისო დღეს — იუნესკოს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას სინათლის მეცნიერებისა და მისი გამოყენების მნიშვნელობის შესახებ. ეს დღე ხაზს უსვამს სინათლის როლს მეცნიერებაში, არქიტექტურაში, კულტურაში, განათლებაში და ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ დღის აღნიშვნა სიმბოლურად უკავშირდება 1960 წელს ფიზიკოსისა და ინჟინრის, თეოდორ მაიმანის მიერ განხორციელებულ პირველ წარმატებულ ლაზერულ ოპერაციას — ტექნოლოგიური წინსვლის ეპოქის დასაწყისს.
“იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი კომპანიის, AT Architect_ის და ჩემი როგორც განათების დიზაინერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საქართველოში განათების დიზაინის პოპულარიზაცია, მისი მნიშვნელობის წარმოჩინება, ამ დღის აღნიშვნით გვინდა საქართველო გავხადოთ სინათლის საერთაშორისო დღის ნაწილი და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ რომ, სინათლე არ არის მხოლოდ ბუნებრივი ან ხელოვნური ფენომენი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვხედავდეთ. სინათლე ცვლის ემოციებს, აზროვნებას, სივრცეს და თავად ცხოვრებას,” – ანა თავართქილაძე
სინათლე — როგორც სიცოცხლის წყარო
სინათლე დედამიწაზე სიცოცხლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ფოტოსინთეზის გარეშე მცენარეები ვერ გამოიმუშავებდნენ ჟანგბადს, რის გარეშეც სიცოცხლე ადამიანებისთვის წარმოუდგენელია.
სინათლის როლი ტექნოლოგიებსა და მედიცინაში
თანამედროვე ტექნოლოგიების უდიდესი ნაწილი სინათლეზეა დაფუძნებული. ის გამოიყენება:
- კომუნიკაციებში – ინტერნეტი, ტელეკომუნიკაციები, მონაცემთა გადაცემა.
- სამეცნიერო ინსტრუმენტებში – ლაზერები, ოპტიკური ბოჭკოები,ვიზუალიზაცია.
- მცირე და დიდი მასშტაბის განათებაში – სახლებში, ოფისებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში.
ჯანდაცვის სფეროში სინათლე უზრუნველყოფს როგორც დიაგნოსტირებას (რენტგენი, მრტ, მიკროსკოპია), ისევე მკურნალობას (ლაზერული ქირურგია, ფოტოდინამიკური თერაპია, სინათლის თერაპია).
სინათლე კულტურაში — შთაგონება და სიმბოლო
დღესასწაულები, როგორებიცაა დივალი (ინდური სინათლის ფესტივალი), ჰანუკა (ებრაული სინათლის დღესასწაული) და მთვარის ახალი წელი, ყველას აერთიანებს სინათლის გამარჯვება სიბნელეზე.
სინათლე როგორც არქიტექტურული კომპონენტი
თანამედროვე არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში სინათლე აღარ განიხილება მხოლოდ ტექნიკურ საჭიროებად — ის სრულფასოვანი დიზაინერული ინსტრუმენტია. განათების დიზაინი განსაზღვრავს სივრცის ატმოსფეროს, აქცენტებს, ფუნქციურ ზონირებას და ხშირად ქმნის იმ განწყობას, რომელიც ადამიანს გონებრივად და ემოციურად აკავშირებს გარემოსთან.
განათებას აქვს ბიოლოგიური და ფიზიკური ზემოქმედება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე. ბიოლოგიური კუთხით, კარგ განათების დიზაინს შეუძლია ხელი შეუწყობს თქვენი საერთო განწყობის გაუმჯობესებას და ღამით უკეთ ძილს. ფსიქოლოგიის მხრივ კი კარგ განათებას შეუძლია დეპრესიის შემცირება და კოგნიტიური მოქმედების გაზრდა.
ადამიანები ინფორმაციის 85 პროცენტს მხედველობის საშუალებით იღებენ. შესაბამისად, სათანადო განათებას, თვალისმომჭრელ ელვარებას და ჩრდილებს, შეუძლია შეამციროს თვალის დაღლილობა და თავის ტკივილი.
“AT Architect_ის და ჩემი, როგორც განათების დიზაინერის მიდგომა სინათლისადმი შთაგონებულია იმ იდეით, რომ სინათლე თავად ქმნის არქიტექტურას, ინტელექტუალურად გამოყენებული განათება კი სტანდარტულ გარემოს აქცევს შთამბეჭდავ სანახაობად — იქნება ეს რესტორანი, ოფისი, სახლი თუ ღია სივრცე,” – ანა თავართქილაძე
სწორად დაგეგმილი განათების სისტემა მხოლოდ ესთეტიკისთვის არ არის — ის ენერგოეფექტურობას, ეკონომიასა და ეკოლოგიურ მდგრადობასაც ემსახურება.
გლობალურად, ელექტროენერგიის 14 % გამოიყენება განათებისთვის. ლედ ტექნოლოგიები კი ამ რაოდენობის 90%-მდე შემცირების საშუალებას იძლევა, რაც გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას მნიშვნელოვნად ამცირებს.
AT Architect_ის განათების დიზაინი ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კრეატიულ ხედვას, რაც ქმნის არა მხოლოდ ლამაზ, არამედ ჭკვიან და მდგრად სივრცეს. საუკეთესო განათების შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია, განათების დიზაინერს ჰქონდეს ფიზიკის, ოპტიკის, ელექტრობის, ერგონომიკის, გარემო ფაქტორების და დიზაინის ხელოვნების ცოდნა.
სინათლის საერთაშორისო დღე გვეხმარება, გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს უხილავი ძალა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. სინათლე — ეს არის შთაგონება, კომფორტი, მიმართულება და დიზაინის ენერგია.
სწორედ ამ ძალის ხელოვნურად მართვა — განათების დიზაინი — არის ის სფერო, რომელიც გვეხმარება პროფესიონალურ დონეზე შევცვალოთ თქვენი ცხოვრების ხარისხი — პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ავტორი: ანა თავართქილაძე არქიტექტორი/განათების დიზაინერი, Women In Lighting_ის ელჩი საქართველოში