მშობლისთვის შვილზე ზრუნვა ყველაფერზე მაღლა დგას — მათთვის ვირჩევთ საუკეთესოს, ვფიქრობთ მომავალზე და ვცდილობთ, შევუქმნათ მშვიდი, განვითარებაზე ორიენტირებული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო. სიმეტრია პარკი სწორედ ასეთი პროექტია, სადაც ბავშვის ეკოლოგიურ და სოციალურად ჯანსაღ უბანში აღზრდა რეალური შესაძლებლობაა და არა მხოლოდ იდეა.
ერთ აბზაცში, ეს არის დაცული უბანი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მთაწმინდის რაიონში, რომელსაც გააჩნია ტრანსპორტისგან იზოლირებული, ღია და დახურული საბავშვო ზონები ნებისმიერი ამინდისათვის. უბანი საქმიან მშობლებზეა გათვლილი და გამორჩეულია სატრანსპორტო მოქნილობით. რაც მთავარია, უბანი ახლოსაა, როგორც საგანმანათლებლო, ასევე რეკრეაციულ სივრცეებთან. კარგი სამეზობლოთი და სწორად დაგეგმარებული საცხოვრებლით, რომელიც ბავშვის როგორც ფიზიკურ, ასევე სოციალურად ჯანსაღ აღზრდას უწყობს ხელს – „სიმეტრია პარკი“ წარმოგვიდგება იდეალურ საცხოვრებელ უბნად თქვენი პატარების ჰარმონიული ზრდისა და ცხოვრებისათვის.
თუ უფრო დეტალურად დაინტერესდით, წარმოგიდგენთ ათ მიზეზს, რაც იდეალურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის სიმეტრია პარკში თქვენი პატარების აღსაზრდელად:
1. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მთაწმინდის რაიონში — თბილისში ხარისხიანი ჰაერი იშვიათია და სიტუაცია დღითი დღე უარესდება. სიმეტრია პარკი ამ კუთხით გამონაკლისია და მიუხედავად იმისა, რომ უბანში თავისუფლების მოედნიდან 8 წუთში მოხვდებით, სრულიად განსხვავებული ჰაერი და გარემო დაგხვდებათ. ეკოლოგიურად სუფთა გარემოს აძლიერებს კოჯრის ტყიდან მომავალი ჰაერის მასები და სიმეტრია პარკის პროექტის ფარგლებში შექმნილი 7000 მ2 მწვანე სივრცე. ცენტრალური პარკი, იაპონური ბაღი, ინდივიდუალური სახლებისა თუ ქუჩების გამწვანება ანტიალერგიული, სპეციალურად შერჩეული მცენარეებით — ქმნის ადგილს, სადაც ბავშვი ბუნებასთან ჰარმონიაში გაიზრდება.
2. სწორად დაგეგმარებული საცხოვრებელი სივრცეები – გამჭოლი, ორ და მეტ საძინებლიანი ბინები, რომლებიც ბუნებრივად კარგად ნიავდება; ტერასები და დაბალი განაშენიანება – რომელიც მზის სხივებისა და ენერგიის ბინაში შეღწევადობას ემსახურება; ხარისხიანი, პრემიუმ საშენი მასალები – უზრუნველყოფს, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი და ეკოლოგიური გარემო შეიქმნას თქვენს საცხოვრებელში.
3. საგანმანათლებლო დაწესებულებების სიახლოვე — პროექტის სტრატეგიული მდებარეობა უზრუნველყოფს იმას, რომ პროექტიდან მარტივად და დროის მცირე მონაკვეთში მოხვდებით როგორც კერძო, ასევე საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებთან. მაგალითად, პროექტიდან 15 წუთში მოხვდებით პირველი გიმნაზიაში, 10 წუთში ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში, 10 წუთი დაგჭირდებათ მეექვსე საავტორო ან ტიციან ტაბიძის სახელობის სკოლამდე ასათიანის ქუჩაზე. ოთხი წუთის გზაა 28-ე საჯარო სკოლამდე. რაც შეეხება ქალაქგარეთ მყოფ კერძო სკოლებს, რომლებიც კიკეთში ან წყნეთში მდებარეობს, აქ „სიმეტრია პარკიდან“ ბევრად უფრო მარტივად, საცობების გარეშე და მინიმუმ იგივე დროში (30 წთ) მოხვდებით, ვიდრე ქალაქის ნებისმიერი სხვა ცენტრალური უბნიდან.
4. საბავშვო სივრცეები, რომელიც ნებისმიერ ამინდზეა გათვლილი – უბანში შექმნილია სპეციალურად ბავშვებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, როგორც სუფთა ჰაერზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში, დახურულ სივრცეში გართობის, სოციალიზაციისა და განვითარებისათვის.
5. სატრანსპორტო მოქნილობა — ხუთი სხვადასხვა მარშრუტის ავტობუსის გაჩერება უბნის შესასვლელთან მაქსიმალურ კომფორტს ქმნის უბნის იმ მაცხოვრებლების, სტუმრებისა თუ დამხმარე პერსონალისათვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას ანიჭებს უპირატესობას.
6. დაცული უბანი — უსაფრთხოება პირველ რიგში. დაცული ტერიტორია 24/7 ვიდეოკონტროლით, დაცვითა და შლაგბაუმით, მინიმუმამდე დაყვანილი სატრანსპორტო ნაკადებით.
7. ტრანსპორტისგან იზოლირებული საბავშვო ზონები — საბავშვო ზონები სრულად იზოლირებულია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისგან, რაც სიმშვიდისა და დაცულობის გარანტია.
8. საქმიანი მშობლებისათვის გათვალისწინებული სივრცეები — პროექტში სპეციალურადაა შექმნილი საერთო სამუშაო სივრცეები და ბავშვთა გასართობი დახურული სივრცეები, რაც საშუალებას გაძლევთ, მშვიდად აკეთოთ თქვენი სამსახურის საქმე და გქონდეთ საქმიანი შეხვედრა მყუდრო გარემოში, სანამ თქვენს გვერდით სივრცეში, ბავშვი თანატოლებთან ერთად ერთობა სპეციალურად მოწყობილ და დაცულ გარემოში. სიმეტრიული სარგებელი მთელი ოჯახისათვის.
9. რეკრეაციულ სივრცეებთან სიახლოვე – ხარისხიანი უქმეებისათვის: ბავშვებთან ერთად გატარებული ე.წ. „ხარისხიანი დრო“, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა თანამედროვე, საქმიანი მშობლისათვის. პროექტის უნიკალური მდებარეობა და რეკრეაციულ სივრცეებთან სიახლოვე ( ბოტანიკური ბაღი, მთაწმინდის პარკი, ბულბულების ჭალა) საშუალებას გაძლევთ, დაგეგმოთ მარტივი საფეხმავლო გასეირნებები თქვენს პატარებთან ერთად, სადაც ათვლის წერტილი თქვენი კარის ზღურბლი იქნება.
10. კარგი სამეზობლო და სოციალური განვითარების სივრცე ბავშვებისათვის – ნაკლები მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და მეტი რეალური კომუნიკაცია, მეტი სოციალურობა. პროექტში ყველაფერია, რომ ბავშვმა სოციალურად აქტიურად გაატაროს დრო თანატოლებთან, ითამაშოს და გაერთოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
ყოველივე ზემოთქმული იძლევა საფუძვლიან პირობას, რომ „სიმეტრია პარკი“ ერთ-ერთ გამორჩეულ საცხოვრებელ ადგილად წარმოგვიდგეს განსაკუთრებით იმ ოჯახებისათვის, ვისაც ქალაქის ცენტრთან ახლოს და თანაც ეკოლოგიურად გამორჩეულად სუფთა გარემოში სურთ ცხოვრება და პატარების გაზრდა.
დაბალი განაშენიანების პროექტი ორ მრავალბინიან შენობას და 30 საცხოვრებელ სახლს აერთიანებს. პროექტის ნახევარზე მეტს უკვე ჰყავს თავისი მობინადრე, ასე რომ არ გადადოთ, აირჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი გზა – დაათვალიერეთ პროექტი www.simetriapark.ge-ზე, გაეცანით მიმდინარე პროგრესს www.FB.com/simetriapark-ზე და იქვე მოგვწერეთ, ან დარეკეთ ნებისმიერი მობილურიდან *3000 და დაგეგმეთ ადგილზე ვიზიტი თქვენი მომავალი საცხოვრებლის შესარჩევად.
[R]