in

Trio Lifestyle — ტრიოს ცხოვრების სტილი

Trio Group 2016 წლიდან ქმნის საცხოვრებელ სივრცეებს, სადაც ერთიანდება ხარისხი, ინოვაცია და ჰარმონია. კომპანიის ფილოსოფია მარტივია – შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ქალაქის დინამიკა, ბუნების სიმშვიდე და მაღალი სტანდარტის კომფორტი სრულ ბალანსშია.

Trio Lifestyle ნიშნავს ცხოვრებას, სადაც თითოეული დეტალი ადამიანზეა მორგებული – დაწყებული არქიტექტურული ხედვიდან, დასრულებული იმ სერვისებით, რომლებიც ქმნიან სიმშვიდეს, სტაბილურობას და სრულყოფილ ურბანულ კომფორტს.

და მაინც, რა გულისხმობს ტრიოს ცხოვრების სტილი? რას გვთავაზობს ტრიო ჯგუფი და რატომ არის ჩვენ მიერ შემოთავაზებული საცხოვრებელი სივრცეები ასეთი მიმზიდველი?

ჰარმონია ურბანულ და ბუნებრივ სივრცეს შორის

Trio-ს ყველა პროექტი – იქნება ეს ლისი ტრიო, ტრიო დიღომი თუ ტრიო infinity — მოიაზრებს მაცხოვრებლების ყველა საჭიროებას ერთი სივრცის ფარგლებში. ჩვენ მიერ შექმნილი რეკრეაციული ზონები, გამწვანებული ეზოები და ველობილიკები ქმნის გარემოს, სადაც შეიძლება დატკბე სუფთა ჰაერითა და ბუნების სიახლოვით, ქალაქის დატვირთული რიტმისგან შორს.

აღსანიშნავია, რომ სამივე პროექტის არქიტექტურა ეფუძნება თანამედროვე დიზაინსა და ფუნქციურობას – ხარისხიანი სამშენებლო მასალებითა და ენერგოეფექტური გადაწყვეტებით, რაც ქმნის სტაბილურ, ეკომეგობრულ, სანდო და მიმზიდველ საცხოვრებელ გარემოს.

სერვისები, რომლებიც ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის

ტრიო ჯგუფის გუნდის მთავარი ღირებულება ადამიანზე ზრუნვაა – სწორედ ამიტომ, ჩვენი სერვისების თითოეული დეტალი მაცხოვრებლების კომფორტზეა მორგებული.

მობინადრეებს ვთავაზობთ ისეთი მაღალი დონის მომსახურებას, როგორიცაა:

  • საცურაო აუზი, რომელიც იდეალურია როგორც დილის სპორტული ვარჯიშისთვის, ისე ზაფხულის მშვიდი დასვენებისთვის;
  • სამი სახის სპა ცენტრი – ზღვის, მარილისა და ფინური სპა ცენტრები, სადაც შესაძლებელია სრულად განტვირთვა და ენერგიის აღდგენა;
  • ფიტნეს დარბაზი და სპორტული კორტები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების სტილს თქვენთვის ყოველდღიურ აქტივობად აქცევს;
  • ბავშვთა სათამაშო და რეკრეაციული ზონები, შექმნილი უსაფრთხო და მხიარული გარემოსთვის;
  • თანამედროვე სამუშაო სივრცეები, რომლებიც აერთიანებს კომფორტსა და პროდუქტიულობას – მათთვის, ვინც სახლიდან მუშაობს და ეფექტურ გარემოს ეძებს.

ასევე, აღსანიშნავია Trio-ს კონსიერჟის სერვისი და მაღალი სტანდარტების დაცვის სისტემა, რომელიც 24/7 რეჟიმში იზრუნებს მაცხოვრებლების საჭიროებებზე, ხოლო ვოლეტპარკინგი, ავტოსამრეცხაო და ტექნიკური მომსახურება მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივსა და სასიამოვნოს გახდის.

ბალანსი კომფორტსა და ჰარმონიას შორის

Trio Lifestyle-ის კონცეფცია სცილდება ტრადიციული საცხოვრებელი სივრცის იდეას — ეს არის ქალაქის შიგნით შექმნილი მიკროკოსმოსი, სადაც ბუნება, კომფორტი და ინოვაცია ჰარმონიულად თანაარსებობს.

თამამად ვიტყვით, რომ აქ ცხოვრება ნიშნავს სუფთა ჰაერს, მშვიდ დილებს, ფუნქციურად დაგეგმილ გარემოსა და დროის დაზოგვის ფუფუნებას – სადაც ყველაფერი, რაც გჭირდება, სულ რამდენიმე ნაბიჯშია.

ტრიოს ცხოვრების სტილი, აერთიანებს ხარისხს, ესთეტიკას და პასუხისმგებლობას.
სივრცე, სადაც ბუნება, ინოვაცია და კომფორტი ერთიანდება და ქმნის ახალ, მაღალი დონის საცხოვრებელი სტანდარტს საქართველოში.

[R]

სტილი, რომელიც არ ჰგავს სხვას – 4 საინტერესო პროექტი თბილისიდან

“სახლი & ბიზნესი”: 12 დეკემბრის ღონისძიების გამომსვლელთა სია ცნობილია!