ღონისძიება „სახლი და ბიზნესი“ 12 დეკემბერს სასტუმრო “ტელეგრაფში” გაიმართება. დღეს კი ცნობილი გახდა გამომსვლელთა სია, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. წელს პროგრამა განსაკუთრებით მრავალფეროვანია და ორგანიზატორების დაპირების თანახმად, ახალ მიმართულებას – უძრავი ქონების თემასაც მოიცავს.
ფორუმის მონაწილეთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
ლუკა ჩაგანავა (NS Studio), ფიქრია ჭეიშვილი (IPS), ნინო ჩხარტიშვილი (არქიტექტორი), ბექა ფხაკაძე (STIPFOLD), მარიამ ჩიკვილაძე (Home by Dressup.ge), ლევან ლაბარტყავა (უძრავი ქონების ექსპერტი), ირინა კვახაძე (TBC კაპიტალი) და დავით ბარაბაძე (უძრავი ქონებისა და საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი).
ამას გარდა, წლევანდელ ღონისძიებას საერთაშორისო მასშტაბს სძენს საგანგებოდ მოწვეული უცხოელი გამომსვლელი – არქიტექტორი ნიკოლა გიშარი, რომელიც წარმოადგენს ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ სტუდიას მსოფლიოს არქიტექტურულ სამყაროში – Kengo Kuma & Associates.
რაც შეეხება ღონისძიების ფორმატს, ის უცვლელია. გამომსვლელების წინაშე წარსდგებიან ინდივიდუალური გამომსვლელები საინტერესო და შთამაგონებელი პრეზენტაციებით. ამას გარდა, ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელ დისკუსია, რომლის თემაა უძრავი ქონების ქართული ბაზარი და მისი მიმოხილვა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფორუმის პირველ და მეორე ნაწილებს შორის გამოცხადდება 30 წუთიანი შესვენება, რომელიც დამსწრე საზოგადოებას აძლევს საშუალებას, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები და შექმნან თანამშრომლობის ახალი მოდელები ინდუსტრიაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.
ბილეთების კორპორატიულად შეძენის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ homeis.ge-ს კომერციულ სამსახურს და ინვოისის მისაღებად გადაგზავნონ საჭირო ინფორმაცია (შპს-ს რეკვიზიტები და ბილეთების სასურველი რაოდენობა) შემდეგ მისამართზე: sales@marketer.ge
ღონისძიების პარტნიორები:
TON design, m2, Home by Dressup, TBC Capital, Mosaics, Silk Development, Buildy, საოფისე ტექნოლოგიები (Office Technologies), Signall, არქი, Render Group, Lutecia, Atelier Rebul, IPS • აიპიეს, Atlas Concorde, Aura Concept • აურა კონცეპტი.





