ეს პროექტი ფლორიდაში იმ ტიპის ინტერიერს განეკუთვნება, რომელშიც სიმარტივე და სიღრმე ერთი ენით ლაპარაკობს. დიზაინის კონცეფცია აგებულია ბუნებრივ მასალებზე, თბილ ნეიტრალურ ტონებსა და რბილ ტექსტურებზე, რომლებიც ქმნის შინაგან ჰარმონიას და სივრცეს მყუდროებასა და ელეგანტურობას ანიჭებს.

ღია გეგმარება, მსუბუქი ფერები და ბუნებრივი შუქის სწორად განაწილებული ნაკადები ერთიანდება ისეთი ატმოსფეროს შესაქმნელად, სადაც სივრცე არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ სიამოვნების მომგვრელია. თეთრის, ქვიშისფერისა და ხის ტონების კომბინაცია ინტერიერს აცლის ზედმეტ დეკორატიულობას და უფრო ღრმა, შინაგან სიმშვიდეზე ფოკუსირდება.
კედლების, იატაკისა და ავეჯის ზედაპირებზე ჭარბად არის გამოყენებული ნატურალური მასალები — ქვა, ხე, ქსოვილები — ყველა ელემენტი აქ დანიშნულებით არის შერჩეული და ფუნქციურობასთან ერთად ემოციურ განცდასაც იწვევს. სივრცეში არ არის ვიზუალური ხმაური, არც გამაღიზიანებელი კონტრასტი — აქ ყველაფერი შეუმჩნევლად ლამაზია.
ეს სახლი ცხადად აჩვენებს, როგორ შეიძლება დიზაინი იყოს ერთდროულად თანამედროვე, დახვეწილი და თბილი— ისეთი, სადაც ბუნებრივი გარემო და ადამიანის ყოველდღიური საჭიროებები თანაბრად დაფასებულია.
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილია, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხევს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2 -ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საიტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა “გაბედეს” წარმდგენია m2




























