თანამედროვე ქალაქურ ცხოვრებაში პირადი სივრცის, სიმშვიდის და ბუნებასთან სიახლოვის დეფიციტმა საცხოვრებელი გარემოს მიმართ მოთხოვნები მნიშვნელოვნად შეცვალა. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს ალტერნატივას, სადაც კერძო სახლის პრივატულობა და თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის კომფორტი ერთიანდება. სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ, დეველოპერულმა კომპანია „ზიონმა“ კრწანისის ექსკლუზიურ პროექტში ახალი ფორმატის საცხოვრებელი, – ეზოიანი ბინები შექმნა.
ეს გამორჩეული კონცეფცია სრულად პასუხობს იმ ადამიანების საჭიროებებს, რომელთაც კერძო სახლის იდეა მოსწონთ, თუმცა ამავე დროს კარგად ესმით მრავალფუნქციური კომპლექსის უპირატესობები. ზიონის პროექტში ეზოიანი ბინა მოიაზრება, როგორც ცხოვრების გამორჩეული, სულ სხვა სტილი. პირადი ეზო იდეალურ გარემოს ქმნის დილის ყავისთვის, სიმწვანეში ვარჯიშისთვის, წიგნის კითხვისა თუ სუფთა ჰაერზე დისტანციურად მუშაობისთვის.
პროექტის ნიშურ ხასიათსა და სიმშვიდეს მისი მდებარეობაც განაპირობებს. კომპლექსი თბილისის ყველაზე დაცულ და ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში, კრწანისის დიპლომატიურ უბანში მდებარეობს, ბრიტანეთის საელჩოს მოპირდაპირედ, საფრანგეთის, ლიეტუვისა და ბულგარეთის საელჩოების მეზობლად.

‘’ზიონი კრწანისში საელჩოებთან’’ გამოირჩევა დაბალი განაშენიანებით (5-7 სართულიანი საცხოვრებლებით), ისრაელის წამყვანი კომპანიის – Capital Maintenance-ის მოვლა-პატრონობის სერვისით, ავტომობილებისგან თავისუფალი შიდა ეზოთი და ტერიტორიით კომერციული ფართების გარეშე, რაც პრივატულობის განცდას აძლიერებს და ოჯახებზე მორგებულ უსაფრთხო ეკოსისტემას ქმნის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტის ვიზუალურ და ფუნქციურ მხარეს, სადაც მაღალი სტანდარტის არქიტექტურა და მსოფლიო დონის ინტერიერის დიზაინი წამყვან როლს თამაშობს. კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია სტუდია DEPHANI-ს ეკუთვნის, ხოლო შიდა სივრცეებისა და ინტერიერის დიზაინზე ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა, Matteo Nunziati-მ იმუშავა. ეკოლოგიურ კონცეფციას კი სრულყოფილ სახეს აძლევს მასშტაბური, 5-წლიანი დენდროლოგიური პროექტი, რომელიც ტერიტორიის მწვანე საფარის განვითარებასა და უნიკალური ეკოსისტემის შექმნას ითვალისწინებს.
მშენებლობა უკვე აქტიურ ფაზაშია და დადგენილი გრაფიკისა და საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. ამჟამად ადგილზე ფასადის მოპირკეთების სამუშაოები ხორციელდება, ხოლო მშენებლობა სრულად 2027 წლის ივნისში დასრულდება.

„ზიონის“ შესახებ:
„ზიონი“ ქართულ-ებრაული დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებასა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აერთიანებს. მისი პორტფოლიო გამორჩეული პროექტებისგან შედგება: კრწანისის დიპლომატიური უბნის ექსკლუზიური კომპლექსი ZION Krtsanisi Embassies, პრესტიჟული ვილები წავკისში – Olive Gardens Tsavkisi – Villas By ZION, სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსი ქუთაისში და A-კლასის ბიზნეს ცენტრი მელიქიშვილის გამზირზე.
სულ სხვა სტანდარტის შესაქმნელად, „ზიონი“ გლობალურ ლიდერებთან თანამშრომლობს, როგორიცაა შვეიცარიული Schindler, სკანდინავიური Akukon და ისრაელის წამყვანი მენეჯმენტ-ჯგუფი Capital Maintenance. პროექტების ინტერიერის დიზაინზე კი მსოფლიოში აღიარებული იტალიელი მაესტრო, მატეო ნუნზიატი ზრუნავს.





