30 ნოემბრის ჩათვლით მოზაიკსის მულტიბრენდულ შოურუმსა და ვებგვერდზე Black Friday-ს შეთავაზებები დაგხვდებათ. 65%-მდე ფასდაკლება სარემონტო მასალებისა და ავეჯის სრულ ასორტიმენტზე ვრცელდება. ორი ან მეტი კატეგორიის პროდუქციის ერთდროულად შეძენისას კი დამატებითი ფასდაკლებითაც ისარგებლებთ.
რემონტი ან ინტერიერის განახლება ხშირად ათეულობით გადაწყვეტილებას და არაერთ მაღაზიაში სიარულს ნიშნავს. მოზაიკსის მულტიბრენდული შოურუმი ამ პროცესს მნიშვნელოვნად გიმარტივებთ და ერთ სივრცეში გთავაზობთ წამყვანი ევროპული ბრენდების კერამიკულ ფილებს, სანიტარულ კერამიკას, პარკეტს, დეკორატიულ რადიატორებსა და საშრობებს, სანტექნიკას, ავეჯსა და სხვა ყველა საჭირო პროდუქციას, რომელიც ინტერიერისა თუ ექსტერიერის მოსაწყობად გჭირდებათ.

შოურუმში წარმოდგენილია ფერების, ფორმებისა და ტექსტურების მრავალფეროვანი არჩევანი. აქ მარტივად შეძლებთ თქვენთვის სასურველი დიზაინისა და ვიზუალის პროდუქტის პოვნას, როგორც მისაღები ოთახის, სამზარეულოს, საძინებლის, სააბაზანოს, ასევე ტერასისა და სხვა გარე სივრცის მოსაწყობად.

ფასდაკლებები მოსაპირკეთებელი მასალებიდან იწყება და იტალიური ბრენდების ავეჯით სრულდება.
მოზაიკსში დაგხვდებათ
- 65%-მდე ფასდაკლება კერამიკულ ფილებზე;
- 50%-მდე ფასდაკლება სანიტარულ კერამიკაზე;
- 30%-მდე ფასდაკლება ნატურალური მუხის პარკეტზე;
- 25%-მდე სახლისა და აბაზანის აქსესუარებზე;
- 20%-მდე ფასდაკლება დეკორატიულ რადიატორებსა და საშრობებზე და არამარტო.

წლევანდელი Black Friday-ს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. თუ ახალი ბინის, კერძო საცხოვრებელი ან კომერციულ სივრცის რემონტს გეგმავთ და ერთდროულად ორი ან მეტი კატეგორიის პროდუქცია გჭირდებათ მოზაიკსში დამატებითი ფასდაკლებებიც დაგხვდებათ, რომელიც განსაკუთრებით მომგებიანია.
Black Friday-ს შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელია 30 ნოემბრის ჩათვლით მოზაიკსის შოურუმებსა და ვებგვერდზე: www.mosaics.ge
შოურუმი წარმოდგენილია თბილისში, აკ. ბელიაშვილის 68.

[R]







