in

რა ვაჩუქოთ ახალ წელს? – Homeis.ge-ს რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის

ახალ წლამდე სულ რაღაც რამდენიმე დღე დარჩა და დიდია შანსი, რომ თქვენ საჩუქრები შერჩეული ჯერ კიდევ არ გქონდეთ. ეს ხომ წელიწადის ის დროა, როცა ძალიან დატვირთულები ვართ და საყიდლებისთვის ძალიან ცოტა დრო გვრჩება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, “ბოლო წამის” სასაჩუქრე იდეები შემოგთავაზოთ, რომლებიც, ჩვენი რწმენით, დაგეხმარებათ გემოვნებიანი და კარგი გადაწყვეტილება მიიღოთ საყვარელი ადამიანების გასახარებლად.

Mood.o-ს ზოლიანი სუფრა კახეთის გერბით

Mood.o  უკვე საკმაოდ ცნობილი ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ულამაზეს სუფრის დიზაინებს ქმნის. ჩვენი არჩევანი ამჯერად ამ ზოლიან სუფრაზე შეჩერდა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მისი ნარინჯისფერი ელემენტები საინტერესოდ ეხმიანება ახალი წლის თემას და საერთო სადა დიზაინი ნაკლებად პრეტენზიულ ბაზას ქმნის სუფრის სხვა აქსესუარებისთვის. აღნიშნული მაგიდის გადასაფარებლის შეძენა 240 ლარად არის შესაძლებელი.

FermLiving ბრენდის ჭიქები

ეს ულამაზესი რეტრო დიზაინის მქონე ცქრიალა ღვინის ჭიქები ნამდვილად იდეალური თემატური საჩუქარი იქნება საახალწლოდ. აღნიშნული მოდელი ხელმისაწვდომია როგორც თეთრ (გამჭვირვალე), ასევე რუხ ელფერში და მათი შეძენა Archidea-ს შოურუმშია შესაძლებელი. წყვილის ფასი 160 ლარს შეადგენს.

Fritz Hansen-ის ლარნაკი Ikebana

ეს დაწვეწილი დიზაინის მქონე საყვავილე სრულიად ახალი სიტყვაა თანამედროვე სახლის დეკორში. აღნიშნული ნივთი არამხოლოდ ესთეტიკური დატვირთვის მქონეა, არამედ ის ფუნქციურ დატვირთვასაც ასრულებს. ლარნაკის შეძენა პრემიუმ ქროქერი ჰაბის ონლაინ პლატფორმაზე 444 ლარად არის შესაძლებელი.

კირკე კერამიკას საახალწლო დეკორი – ვეფხვის ფიგურა

როგორც ცნობილია, 2022 წელი ვეფხვის წელი იქნება. ამასთან დაკავშირებით, სასურველია, ახალი წლის ღამეს ყველა ოჯახში ვეფხვის თემატიკასთან დაკავშირებული აქსესუარი ფიგურირებდეს. სწორედ ამიტომ, კერამიკის სტუდია “კირკეს” ეს ნამუშევარი იდეალური საჩუქარი იქნება თქვენი ახლობლებისთვის. აღნიშნული საახალწლო დეკორის შეძენა 40 ლარად არის შესაძლებელი.

Bitossi-ის ბრენდის სადილის თეფში Tavola Scomposta

ეს არის Bitossi-სა და Funky Table-ის კოლაბორაციით შექმნილი ულამაზესი თეფში, რომელიც სურეალისტურ სამყაროში გვამოგზაურებს, სადაც მრავალფეროვანი ყვავილებისა და ჯადოსნური ქმნილებების ერთობას ვხედავთ. აღნიშნული თეფშების შეძენა Sense Concept Store-ის შოურუმშია შესაძლებელი და ერთეულის ფასი 160 ლარს შეადგენს.

ბრენდპიტის დეკორატიული ბალიშები

ბალიშების ეს ლიმიტირებული კოლექცია იმდენად მრავალფეროვანია, რომ ის თითქმის ყველა ტიპის გემოვნებას ერგება. აქ თქვენ მარტივად შეარჩევთ სასურველ დიზაინს თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. ამ ულამაზესი დეკორატიული ბალიშების შეძენა ამ ეტაპზე ფასდაკლებით 65 ლარად არის შესაძლებელი.

Zara Home-ის სანთლები

ორიგინალური სანთლები და სასანთლეები ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და სასიამოვნო საჩუქარია ყველასთვის. ისინი არამხოლოდ ახალ წელს, არამედ წელიწადის ყველა დროს განსაკუთრებულ აურას ქმნიან სახლში.

 

 

 

ვარდისფერი ექსტერიერის მქონე სახლი ინგლისში – RX Architects-ის ნამუშევარი

2021 წელი ინტერიერის დიზაინის ჭრილში – თინათინ ძირკვაძის შეჯამება