in

6 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც საახალწლო განწყობას შეგიქმნით

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, სადღესასწაულო სამზადისი უფრო აქტიურ ფაზაში შედის, შესაბამისად, საზეიმო განწყობა მატულობს და მოლოდინიც ამ დღისადმი გაცილებით დიდია. ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გადავწყვიტეთ ის ნივთები შემოგთავაზოთ, რომლებიც ახალი წლის ღამეს კიდევ უფრო ჯადოსნურსა და ამაღელვებელს გახდის, თითოეულ თქვენგანს კი სასიამოვნო ემოციებს შეგმატებთ.

საახალწლო წინდა

საახალწლო წინდა ის აქსესუარია, რომელიც საშობაო დეკორაციას განსაკუთრებით უხდება და განწყობას კიდევ უფრო საზეიმოსა და პოზიტიურს ხდის. მოდელი, რომელიც „Mysa“-ში შეგიძლიათ შეიძინოთ, საოცარ ბრწყინვალებასა და მიმზიდველ შტრიხებს შესძენს თქვენს სივრცეს და ირგვლივ მყოფებს სადღესასწაულოდ განაწყობს. წინდას ნაძვის ხესთან ან ბუხართან  მოათავსებთ და ტკბილეულითა თუ საჩუქრებით აავსებთ.

ნაძვის ხის სათამაშო “ალუბალი”

ნაძვის ხის სათამაშოების ყოველწლიურად განახლება, ვფიქრობთ, ძალიან კარგი გზაა ახალი სიცოცხლისა და ენერგიის შემოსატანად და მომდევნო წლის უფრო ხალისიანად დასაწყებად. „The why not gallery“-ის განსხვავებული დიზაინის სათამაშო “ალუბალი” სახლს ამაღლებულ განწყობას შესძენს  და ამავდროულად, ნებისმიერ ადამიანს გაახარებს, რადგან საახალწლო საჩუქრად იდეალური ვარიანტია.

საახალწლო დეკორი “სოკო”

გარდა ნაძვის ხის მოწყობისა, მნიშვნელოვანია სახლის სხვა ნაწილებიც საზეიმოდ მოვრთოთ და სადღესასწაულო დეკორაციით სივრცეში სასიამოვნო განწყობა შევქმნათ. ძალიან საინტერესო, მიმზიდველ და საშობაო “სოკოს” დეკორს შეხვდებით “Sense Concept Store“-ის  შოურუმში. აქსესუარი ნამდვილად მომხიბვლელ შტრიხებს შეიტანს თქვენს საცხოვრებელში და ირგვლივ მყოფებს სიხარულს მოჰგვრის.

საახალწლო თეფში

სადღესასწაულო ჭურჭელი ის დეტალია, რომელიც აუცილებლად უნდა ამშვენებდეს საახალწლო სუფრას. „Coincasa“-ს დახვეწილი მოდელი ელეგანტურობასა და მიმზიდველობას შესძენს ახალი წლის საღამოს და თქვენს ვახშამს უფრო საზეიმოსა და სასიამოვნოს გახდის.

საახალწლო სუფრა

საახალწლო სუფრამ შესაძლოა უმნიშვნელოვანესი დეკორატიული ფუნქცია შეასრულოს და სახლის სადღესასწაულო მორთულობაში დიდი წვლილი შეიტანოს. ამიტომ “Mood.o”-ს  საშობაო სუფრა აუცილებლად გაგიფორმებთ ახალი წლის  საზეიმო ვახშამს და მას მეტად ბრწყინვალესა და განსაკუთრებულს გახდის.

მაგიდის საახალწლო ტექსტილი

მაგიდის სადღესასწაულო ტექსტილს “ზეზეწარში” შეიძენთ. დახვეწილი მოდელი ახალი წლის საზეიმო სუფრას უფრო მრავალფეროვანსა და ელეგანტურს გახდის. ამასთანავე, ის გამორჩეულ აქცენტებს შესძენს თქვენს სივრცეს და დეკორაციას გაამდიდრებს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა დანიშნულება აქვს აბაზანის საშრობს მისი ძირითადი ფუნქციის გარდა?

ნათელი ბინა თოიძის ქუჩაზე — სოფო ბოლქვაძის ინტერიერი