in

სად ვიყიდო საახალწლო სუფრისთვის საჭირო ყველა კომპონენტი სახლიდან გაუსვლელად?

საახალწლო სუფრა დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ახალი წლის დადგომას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, სწორედ ლამაზად გაფორმებული სუფრის ირგვლივ ველით.

მზადების პროცესი გამორჩეულად სასიამოვნოა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სუფრის თითოეულ კომპონენტზე წინასწარ გვაქვს ნაფიქრი. თუმცა, ხშირად პროდუქტების დროულად შეძენა მარტივი სულაც არ არის, ეს საკმაოდ დამღლელი და ხანგრძლივი პროცესია, რადგან ვაწყდებით რიგებს მაღაზიებში, საცობებსა და სხვა უსიამოვნო სიტუაციებს, რომლებიც კერძების და სუფრის მოსამზადებლად განკუთვნილი დროის უდიდეს ნაწილს გვაკარგვინებენ.

ამ პროცესების თავიდან ასარიდებლად ხშირად სხვადასხვა ციფრულ პლატფორმებს მივმართავთ, რომლებმაც დღესასწაულზე ჩვენზე ადრე იფიქრეს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ციფრული პლატფორმაა VELI.store, სადაც დეკორაციებთან და აქსესუარებთან ერთად, ეკოლოგიურდ სუფთა პროდუქტების შეძენაცაა შესაძლებელი, ვინაიდან VELI.store-ს ცოტა ხნის წინ SOPLIDAN.GE-ს გამორჩეული გუნდი და პროდუქცია შეუერთდა.

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ საახალწლო სუფრის რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის შესახებ, რომელთა შეძენაც VELI.store-ზე, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

თეფშების ნაკრები

ჭურჭელი სუფრაზე ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს, რადგან კერძებთან ერთად, სუფრის სილამაზესა და მრავალფეროვნებას სწორედ შესაბამისი თეფშების, ჭიქების და სხვა ჭურჭლეულობის დახვეწილი ნაკრები განსაზღვრავს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სუფრა 

სადღესასწაულო სუფრების გამორჩეული კოლექცია მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის თანამედროვე გემოვნებასა და სტილს, თქვენს სუფრას კი დამატებითი მრავალფეროვნებისა და ელეგანტურობის შტრიხებს მატებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ხელსახოცები 

ხელსახოცების ფერთა მრავალფეროვნება და დახვეწილი დიზაინი საშუალებას გაძლევთ, ზუსტად ის ხელსახოცები აირჩიოთ, რომლებიც საუკეთესოდ შეეფერება თქვენს სუფრის დიზაინსა და კერძებს. საახალწლო თემატიკის ხელსახოცები იდეალური დანამატია სუფრაზე სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

 

რანერები

რანერი ყოველდღიურ თუ სადღესასწაულო სუფრას დახვეწილ და ელეგანტურ იერს სძენს. მისი დიზაინის შერჩევა შეგიძლიათ სასურველი ფერის, ზომისა და ტექსტურის მიხედვით, რაც ამ პროდუქტს კიდევ უფრო ლამაზსა და გამორჩეულს ხდის. მისი გაფორმება შეგიძლიათ დეკორატიული სანთლების, გირჩევის, გირლიანდების ტოტების და სხვა საახალწლო აქსესუარების გამოყენებით.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

 

გირლიანდის ტოტები

გირლიანდის ტოტები დამზადებულია სილიკონის ტოტებისგან, რომლებიც მას ბუნებრივ იერს ანიჭებს. პლასტმასის ტოტი არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის, არ გამოყოფს სუნს და არ იწვის. მისი გამოყენება შეგიძლიათ სუფრაზე დამატებითი დეკორაციების სახით. საახალწლო სუფრაზე მოთავსებული ტოტები შეგიძლიათ გააფორმოთ ნაძვის ხის სათამაშოებით და სხვა ახალი წელის თემატიკის მქონე ნივთებით, რომლებიც საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებენ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

დეკორაციები

საახალწლო დეკორაციები შესანიშნავი დანამატი იქნება თქვენი სუფრისათვის. დეკორაციები სუფრას ბევრად უფრო ფერადსა და დახვეწილს გახდიან და მას ინდივიდუალიზმს მიანიჭებენ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლარნაკები, რომლებსაც ყვავილებითა და გირლიანდის ტოტებით გააფორმებთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

სასმელები

სასმელი სადღესასწაულო სუფრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება აქვს და გარდა გემოვნური თვისებებისა, მისი დახმარებით სუფრისთვის დახვეწილი დიზაინის შექმნაც შეგიძლიათ. ხშირად სასმლის ბოთლებს საახალწლო ბაფთებით, ხელსახოცებით და სხვა მსგავსი დეკორაციებით აფორმებენ, რომლებსაც სუფრაზე ფერადი განწყობა და ხასიათი შემოაქვთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

საცხობი ფორმები

საცხობი ფორმების გამოყენებით მარტივად შეძლებთ ტორტების, სადღესასწაულო ტარტებისა და სხვა ახალი წლის განუყოფელი დესერტების მომზადებასა და სერვირებას.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

აქსესუარები დესერტებისთვის

VELI.store-ზე დესერტებისთვის განკუთვნილი აქსესუარების მრავალფეროვან კოლექციას შეხვდებით, რომლებიც არის ელეგანტური და პრაქტიკული აქსესუარები, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ საკვები, ხილი, დესერტი და სხვა. იმის გარდა, რომ ისინი სუფრაზე ძალიან ლამაზად გამოიყურებიან, სიმაღლის ხარჯზე სივრცის მაქსიმალურად ათვისებასა და დაზოგვაშიც დაგეხმარებიან.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ქვაბები

მაღალი ხარისხის ქვავები დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენს კერძებს განსაკუთრებული გემო და არომატები შესძინოთ. VELI.store-ზე შეხვდებით ქვაბების დახვეწილ კოლექციას, მათი გამორჩეული დიზაინის ხარჯზე კი სასურველი კერძის განთავსება სუფრაზე პირდაპირ ქვაბითაც შეგიძლიათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

შესაბამისად, თუ წინასაახალწლო ქაოსის თავის არიდება გსურთ, გახსოვდეთ, რომ VELI.store-ზე საახალწლო სუფრისთვის საჭირო ყველა ნივთს ერთ სივრცეში შეხვდებით და სასურველ პროდუქტებს პირდაპირ სახლში მოგართმევენ. ასე რომ, ახალ წელს ველი მოგიტანთ!

მშვიდი ტონები თქვენი ინტერიერისთვის – homies.ge-ს რჩეული 7 ფერი

ხელოვნების ნიმუშებითა და ბუნებით შთაგონებული მდიდრული პენტჰაუზი ნიუ-იორკში