in

8 ადგილი თბილისში, სადაც აბაზანას შეიძენთ

სააბაზანო კუთხე განტვირთვისა და ჰიგიენაზე ზრუნვის ადგილია, ამიტომ ის მაქსიმალურად კომფორტული და ჩვენზე მორგებული უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ აბაზანა რთული დღის შემდეგ დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ, ის სივრცეს ბევრად უფრო ელეგანტურს გახდის. დღეს იმ ადგილებს გაგაცნობთ, სადაც აბაზანის შეძენას შეძლებთ.

1. კაფელის სახლი

კაფელის სახლში“ სააბაზანო აქსესუარებისა და ავეჯის დიდი არჩევანი დაგხვდებათ. სასურველი ნივთის, მათ შორის, აბაზანის, შეძენა აქ ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

2. მოდუსი

ხარისხიან, მიმზიდველი დიზაინის მოდელებს გთავაზობთ „მოდუსი“. აქ წარმოდგენილი პროდუქტები სააბაზანო სივრცის გაახლებაში დაგეხმარებათ.

3. გალერეა დემასი

სააბაზანოს მიმზიდველი მოდელები დაგხვდებათ „გალერეა დემასშიც“, სადაც დახვეწილი დიზაინის პროდუქტის შეძენას შეძლებთ. ელეგანტური მოდელები ინტიმური გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

4. VitrA Georgia

VitrA Georgia“ საყოველთაოდ ცნობილია სააბაზანო პროდუქციის წარმოებით. სხვა არაერთ საჭირო ნივთთან ერთად, შოურუმში სტანდარტული აბაზანის ხარისხიანი მოდელების შეძენასაც შეძლებთ.

5. იდეალი

გამორჩეული აბაზანის შექმნაში „იდეალის“ პროდუქცია დაგეხმარებათ. „იდეალის“ მოდელები თქვენს ინტერიერში ინდივიდუალურ აქცენტებს შექმნის და მას ელეგანტურობას შესძენს.

6. ნოვა

ნოვა“ ის ადგილია, სადაც სააბაზანო აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციაა წარმოდგენილი. შოურუმში სასურველ ნივთებს მარტივად შეარჩევთ და სააბაზანო ინტერიერსაც ახალ იერსახეს შესძენთ.

7. მიჰაუსი

თუ სააბაზანოს განახლებას გადაწყვეტთ, გირჩევთ, „მიჰაუსის“ შოურუმიც მოინახულოთ, სადაც სააბაზანო აქსესუარების დიდი არჩევანი გელოდებათ.

8. Bricorama  

აბაზანის მოწყობაში დაგეხმარებათ „Bricorama“-ც, სადაც თქვენი გემოვნებისა და სურვილების შესაბამის აბაზანას მარტივად შეარჩევთ და მყუდრო, კომფორტულ სივრცეს მოაწყობთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

„სიესტა“ — ქართული ავეჯის კომპანია, რომელიც ამბავს ჰყვება

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს კარადების ფასადი? -რამდენიმე ოქროს რჩევა