კიდევ რამდენად შეუძლია სამზარეულოს გახდეს ჭკვიანი, ფუნქციური და თან მინიმალისტური? ამ კითხვას თამამად პასუხობს იტალიური ბრენდის ABK ჯგუფის უახლესი გამოგონება COOKING Surface Prime – უხილავი ინდუქციური სამზარეულოს სისტემა, რომელიც ინტეგრირდება ბუნებრივი მასალებისგან წარმოებული ფილის ქვეშ და რადიკალურად ცვლის ტრადიციული სამზარეულოს აღქმას.
კერამიკული ფილების ეს კოლექცია წარმოადგენს ტექნოლოგიისა და დიზაინის სრულყოფილ სინთეზს. ერთი შეხედვით მინიმალისტური ზედაპირი, ყოველგვარი ჭრის, ღილაკებისა თუ ხილული ტექნიკის გარეშე აერთიანებს მრავალმხრივ შესაძლებლობებს კულინარიასა და ინტერიერის დიზაინში.
ტექნოლოგია, რომელიც გრძნობს
ABK ჯგუფის ინოვაციური გადაწყვეტები ინდუქციური ქურის მუშაობის პრინციპში, თერმული კონტროლის ზუსტ მართვაში, ენერგოეფექტურობასა და უსაფრთხოებაში ვლინდება.
- ფილის ქვეშ არსებული ინდუქციური ქურა მხოლოდ საჭიროებისას აქტიურდება, მაგნიტური ველის საშუალებით ინდუქციური სისტემა აცხელებს მხოლოდ ჭურჭელს, ფილის ზედაპირზე ტემპერატურა კი მინიმალურად იცვლება.
- მდგრადი და გლუვი ზედაპირი მზადების პროცესს უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის. პროდუქტის ჭრის და ჭყლეტვის შედეგად არ ზიანდება.
- არაფოროვანი ზედაპირის სტრუქტურა იცავს ლაქებისა და ბაქტერიების გაჩენისგან, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჰიგიენას.
- არ იტოვებს ლაქებს და მდგრადია წმენდისთვის საჭირო, ნებისმიერი ქიმიური საშუალებების მიმართ.
- ტემპერატურის კონტროლი შესაძლებელია სამართავი პულტით.
ერთიანობა და ესთეტიკა
ფუნქციურობასთან ერთად მისი უნიკალური მახასიათებელი მისი მარტივი ინტეგრაციაა ნებისმიერი დიზაინის ინტერიერში. ფილის ფერის, ტექსტურისა და დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანი შესაძლებლობას იძლევა შევქმნათ ჰარმონიული გარემო, როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ინტერიერში და არამხოლოდ. მისი გამოყენება დახურული სივრცეების პარალელურად ეზოში,ბაღსა თუ სხვა ნებისმიერ ღია სივრცეშია შესაძლებელი.
მომავლის სამზარეულო — დღეს
ABK GROUP-ის Cooking Surface Prime — ეს არ არის უბრალოდ სამზარეულოს სივრცე, არამედ ეს არის ცხოვრების სტილი, რომელიც ინოვაციას, ელეგანტურობასა და ფუნქციურობას აერთიანებს, რადიკალურად ცვლის ყოველდღიურობას მკვეთრი გადაწყვეტების გარეშე, თუმცა ქმნის კომფორტის ახალ ხარისხს სრულიად ახლებური მიდგომით.
აღსანიშნავია, რომ ABK ჯგუფის უნიკალური სამზარეულოს ზედაპირი საქართველოში ხელმისაწვდომია მოზაიკსის შოურუმში, რომელიც მდებარეობს აკაკი ბელიაშვილის 68 ნომერში. მისი შეძენის შემთხვევაში კი საჩუქრად ინდუქციური სისტემისთვის საჭირო სპეციალური ჭურჭელი გადმოგეცემათ და ისარგებლებთ ფილის 25 წლიანი გარანტიით.