in

სად შევიძინო სამზარეულოს ზედაპირი? – 9 მაღაზია თბილისში

სამზარეულო, განსაკუთრებული ადგილია ფუნქციური და ვიზუალური თვალსაზრისით, ამიტომაც აუცილებელია თითოეული დეტალის სწორად შერჩევა, რადგან პრაქტიკულ გამოყენებასთან ერთად, ამ შემთხვევაში ესთეტიკური მხარეც მნიშვნელოვანია.

სამზარეულოს ზედაპირი ამ სივრცის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. შერჩეული ფერი, მასალა და სტილი უნდა მოგვწონდეს ვიზუალურად და ამასთანავე, მისი გამოყენება კომფორტული უნდა იყოს ყოველდღიურობაში. დღევანდელ სტატიაში იმ კომპანიებს გაგაცნობთ, სადაც სამზარეულოს ზედაპირების შეიძენას შეძლებთ.

1. ელთიბი

ელთიბი“ 2004 წელს დაარსდა  და ის ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. კომპანია ორიენტირებულია ევროპისა და თურქეთის მოწინავე ბრენდების პროდუქციაზე. ამასთანავე, 2012 წლიდან შექმნა საწარმო, რომელიც აღჭურვილია გერმანული და იტალიური ბრენდების მულტიფუნქციური დანადგარებით. შოურუმში წარმოდგენილია ეკოლოგიურად სუფთა მასალები, დიზაინერული პანელები, აკრილის ფილები, სამზარეულოს ზედაპირების ფართო ასორტიმენტი. მისამართი თ.ერისთავის 2

2. OLD LAMI

Old Lami– გთავაზობთ ავსტრიულ ბრენდი KAINDL-ის ეკოლოგიურად სუფთა, ნესტისა და სითბური ზემოქმედების მიმართ მდგრად ზედაპირებს, რომლებსაც კიდეები კუთხიანი აქვს. ასევე, “SKIF”-ის ბრენდის სამზარეულოს ზედაპირებისა და კედლის პანელების კომბინირებული ფერების ფართო არჩევანს. მისამართი თორნიკე ერისთავის N1.

3. ONYX

 Onyx არის ბუნებრივი და ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტიორი საქართველოში, რომელსაც 17 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს იტალიურ, ესპანურ, თურქულ, ბრაზილიურ პროდუქციას და მრავალფეროვან არჩევანს: მარმარილოს, გრანიტის, ტრავერტინის, კვარცის, დექტონის, ონიქსის მასალას. პროდუქცია გამოირჩევა ხარისხით, გამძლეა, არ იკაწრება და ინარჩუნებს ბზინვარებასა და პირველად სახეს. მისამართი: ალ. ყაზბეგის N25

4. AVANGARDI

კომპანია „ავანგარდი“ 2004 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე და ის თავდაპირველად თურქული პროდუქციის ავეჯს ყიდდა საქართველოში, 2010 წლიდან კი საწარმოს ფუნქციაც შეითავსა და ახლა აქტიურად არის დაკავებული ავეჯის ზედაპირების წარმოებითა და რეალიზებით. მაღაზიაში შეგიძლიათ შეარჩიოთ განსხვავებული ფერისა თუ მასალის, ზედაპირების სხვადასხვა ფაქტურები – პრიალა, მქრქალი გლუვი, მქრქალი რელიეფური, ხის, ბეტონის ქვისა და ქვიშის ეფექტით. პროდუქცია მარტივად იწმინდება, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღდგენა ხელახლა გახეხვითა და გაპრიალებით. მისამართი: ფეიქართა ქუჩა N66.

5. ზოდი

კომპანია „ზოდი“ ორიენტირებულია სარემონტო მასალების იმპორტზე წარმოებასა და ექსპორტზე. კომპანია ქართულ ბაზარზე 2007 წლიდან გამოჩნდა, 2019 წლიდან კი ადგილობრივი წარმოებაც დაემატა. ზოდის მრავალფეროვან ასორტიმენტში ქართული ქვების: გრანიტის, კირქვისა და ბაზალტის პროდუქციაა წარმოდგენილი. თუ მზა სამზარეულოს ზედაპირების შეძენა არ გსურთ და დამზადება გირჩევნიათ, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიას და  სასურველი ქვისგან – კვარცის, გრანიტისა და პორსელანის ფილებისგან თქვენთვის სასურველ მოდელს დაგიმზადებენ.

6. იმერი 

იმერი“ უკვე 20 წელია ქართულ ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს. მისი ძირითადი საქმიანობაა ავეჯის მასალებისა და აქსესუარების იმპორტი და წარმოება. კომფორტული და ვიზუალურად საინტერესო სამზარეულოს მოსაწყობად შეგიძლიათ „იმერის“ პროდუქცია დაათვალიეროთ და შეიძინოთ იტალიური წარმოების სამზარეულოს ზედაპირები, რომლებიც კარგად უძლებს ნესტსა და სითბოს, არ იტოვებს ნათითურებს და გააჩნია ნულოვანი ბაქტერიული შეღწევადობა. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი, ჭაშნაგირის N12.

7. კასტა ავეჯის მასალები

კასტა ავეჯის მასალები“ გახლავთ Kronospan-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. თქვენთვის სასურველი დიზაინის შესარჩევად შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს და დაათვალიეროთ პროდუქცია. სამზარეულოს ზედაპირები დაფარულია დეკორატიული HPL პლასტიკით და გაძლიერებულია გარედან სპეციალური HDF ჩანართით, რაც მათ კომფორტულ სამუშაო ზედაპირად აქცევს. პროდუქტს განთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ზოლები, მთლიანი სიგრძის გასწვრივ, რაც ქმნის ბარიერს წვეთებისთვის და იცავს წყლისგან.

8. HetLine  

კომპანია, HetLine გთავაზობთ ავეჯის აქსესუარების ფართო ასორტიმენტს. მაღაზიაში შესაძლებელია სხვადასხვა ფერისა თუ მასალის სამზარეულოს ზედაპირის შერჩევა თქვენი ინტერიერის შესაბამისად. მისამართი: თ.ერისთავის N1

9. Maxima 

Maxima კიდევ ერთი სივრცეა, სადაც სამზარეულოს ზედაპირების, განსხვავებული მასალისა და ფერების ფართო არჩევანი დაგხვდებათ. პროდუქციის დასათვალიერებლად ესტუმრეთ ვებგვერდს.

ნაცრისფერ-ცისფერი ტონების ხიბლი სასტუმრო ოთახში

სახლი სახლზე — Bloot Architecture-ის ნამუშევარი