სამზარეულო სივრცე, თავისი ფუნქციური დატვირთვით, საჭიროებს ისეთ მასალებს, რომლებიც ერთდროულად იქნება გამძლე, პრაქტიკული და ვიზუალურად მომხიბვლელი. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებია კერამოგრანიტის ფილა განსაკუთრებულად პოპულარულია როგორც იატაკის, ასევე კედლებისა და სამუშაო ზედაპირების მოსაპირკეთებლად. ის ქმნის მონოლითურ და გამართულ ვიზუალს, გამოირჩევა გამძლეობით, მარტივი მოვლით და უნაკლო ესთეტიკით. კერამოგრანიტი მდგრადია ტენიანობის, ცხელი ტემპერატურისა თუ სხვა მექანიკური ზემოქმედების მიმართ, რაც ამ სივრცისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
მეტიც — თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლებელი გახადა ისეთი ფილების წარმოება, რომლებიც ტექსტურით, ფერითა და ვიზუალით მაქსიმალურად ემსგავსება ბუნებრივ ქვას, მარმარილოს ან სხვა ძვირფას მასალას, მაგრამ ამავდროულად გაცილებით პრაქტიკულია ყოველდღიური გამოყენებისთვის. სწორედ ამ თვალსაზრისით გამოირჩევა იტალიური ბრენდი Atlas Concorde, რომლის კერამოგრანიტის ფილები ქმნიან სამზარეულოში თანამედროვე, მომხიბვლელ და გამძლე ინტერიერს.
მაინც რა არის ის სამი ძირითადი მახასიათებელი, რაც გამოარჩევს Atlas Concorde-ის ფილებს ბაზარზე? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ კითხვას ვუპასუხებთ.
- ეკოლოგიურად სუფთა მასალა
Atlas Concorde-ი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მასალების ეკოლოგიურობას და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წარმოებას. მათი კერამოგრანიტის ფილები დამზადებულია ბუნებრივი ნედლეულისგან და არ შეიცავს მავნე მინარევებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის აბსოლუტურ უვნებლობას ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სამზარეულოს სივრცეში, სადაც ყოველდღიურად ხდება საკვების მომზადება და ოჯახური დროის გატარება, ეკოლოგიურად სუფთა მასალა დამატებით მშვიდად ყოფნის გარანტიაა. Atlas Concorde-ის პროდუქცია არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს, არ შეიცავს პლასტმასის ელემენტებს და სრულად პასუხობს თანამედროვე ეკოლოგიურ სტანდარტებს.
- გამძლეობა, რომელიც უძლებს დროს და ინტენსიურ გამოყენებას
Atlas Concorde-ის კერამოგრანიტი გამოირჩევა მაღალი ტექნიკური მახასიათებლებით, რაც სამზარეულოს სივრცეში ყოველდღიური ინტენსიური გამოყენებისას უმნიშვნელოვანესია. ფილა ადვილად უძლებს ტემპერატურის ცვლილებებს, არ იკაწრება, არ უჩნდება ლაქები ცხელი ჭურჭლისგან, ზეთისგან ან სხვა საკვები პროდუქტებისგან. მათი ზედაპირი წლების განმავლობაშიც კი ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს. გარდა ამისა, Atlas Concorde-ის ფილა არ იწოვს ტენს, არ წარმოქმნის ობს და ადვილად იწმინდება ნებისმიერი სახის საწმენდი საშუალებით, რაც ამარტივებს სამზარეულოს ყოველდღიურ მოვლას.
- მრავალმხრივი გამოყენება ერთიანი ვიზუალისთვის
Atlas Concorde-ის კერამოგრანიტის ფილების მრავალფეროვანი კოლექციები იძლევა შესაძლებლობას, სამზარეულოს ინტერიერში ერთიანი ვიზუალური ხაზი გაგრძელდეს ყველა ზედაპირზე — იატაკიდან კედლებამდე, სამუშაო ზედაპირებიდან სამზარეულოს კუნძულამდე. ერთი და იმავე ტექსტურის გამოყენებით იქმნება თანამედროვე, ჰარმონიული გარემო, რომელიც სივრცეს მეტ მთლიანობას, ვიზუალურ წესრიგსა და სისუფთავის შეგრძნებას ანიჭებს. ბრენდის კოლექციებში წარმოდგენილი ფერები და ტექსტურები იდეალურად ერწყმიან როგორც მინიმალისტურ, ისე კლასიკურ ინტერიერს და იძლევიან შესაძლებლობას, შეიქმნას გამორჩეული და დახვეწილი სივრცე.
აღსანიშნავია, რომ Atlas Concorde-ის ფილების შეძენა საქართველოში კომპანია IPS-შია შესაძლებელი.