in

8 კომპანია საქართველოდან, რომლებიც თქვენი ბაღის მოვლაზე იზრუნებს

ექსტერიერი საცხოვრებლის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომელიც პირველ შთაბეჭდილებას უქმნის სტუმარს. ამავე დროს, გარე სივრცე ადამიანების ზოგად კეთილდღეობაზეც დიდ გავლენას ახდენს. მოვლილი ეზო საოცარ მომხიბვლელობას სძენს სახლს და მის ხასიათს განსაზღვრავს.

ბაღსა და ლანდშაფტზე ზრუნვას განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება, ამიტომ აუცილებელია, პროფესიონალს მიმართოთ, რომელიც თქვენი ეზოს იერსახეზე – მცენარეების, ხეებისა და ყვავილების ჯანმრთელობაზე საგულდაგულოდ იზრუნებს და მომხიბვლელობას შესძენს საცხოვრებელს.

დღევანდელ სტატიაში იმ კომპანიებს გაგაცნობთ, რომლებიც ბაღის მოვლის მომსახურებას გთავაზობთ.

1. BLD_ ლანდშაფტის დიზაინი

კომპანია „BLD_ ლანდშაფტის დიზაინი“ ლანდშაფტის დიზაინის სრულ მომსახურებას გთავაზობთ, რომელიც ეზოს/ბაღის, აივნის, ტერასის გამწვანების დაგეგმარებასა და ინტერიერისა და ექსტერიერის მცენარეების მოვლას გულისხმობს. იმისათვის, რომ თქვენი გარემო მუდმივად ცოცხალი, მრავალფეროვანი, მიმზიდველი იყოს და ისეთი სივრცე შექმნათ, რომელიც დასვენებას უფრო სასიამოვნოს გახდის, გირჩევთ, პროფესიონალს მიმართოთ.

2. Green Side Service    

ეზოს კეთილმოწყობას დიდი როლი ეკისრება, რადგან გარემო ჩვენს განწყობასა და ხასიათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. „Green Side Service“-ი ეზოსა და ბაღის მოვლის მომსახურებას გთავაზობთ. კომპანია თქვენ ნაცვლად იზრუნებს ხე-მცენარეების კეთილდღეობაზე, მათ შეწამვლაზე, გაზონისა და ბილიკების მოწესრიგებაზე.

3. Landscape Concept 

 

თუ გსურთ, ექსტერიერის მოვლა პროფესიონალ ლანდშაფტის დიზაინერს მიანდოთ, გირჩევთ „Landscape Concept“-ის მომსახურებით ისარგებლოთ კომპანია კომერციული და საცხოვრებელი სივრცეების ლანდშაფტის დიზაინს გთავაზობთ და მცენარეების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე იზრუნებს.

4. მებაღე

მებაღე“ გთავაზობთ ერთჯერადი კონსულტაციის, მცენარეთა დიაგნოსტიკის, გამწვანების, დასუფთავების, გასხვლის, შეწამვლის, მრავალჯერადი მოვლის მომსახურებას ოფისსა თუ კერძო ობიექტებში. ამავდროულად, კომპანია თქვენი აივნების/ტერასებისა და ინტერიერის მცენარეებზეც იზრუნებს და ჰარმონიული გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

5. ბაღის დიზაინი

ადამიანთათვის ბუნებასთან სიახლოვე და მასთან კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს ზოგად კეთილდღეობაზე, ფიზიკურ თუ ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ამიტომაც ისინი, ვისაც ეზო აქვთ, მასზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. თუ გსურთ, თქვენი ბაღი სანდო კომპანიას მიანდოთ, გირჩევთ, კომპანია „ბაღის დიზაინს“ მიმართოთ.

6. ბაღის მომსახურება

ბაღის მომსახურება“ სრულფასოვან მომსახურებას გაგიწევთ, რომელშიც შედის: ეზოს მოწყობა, მცენარეების დარგვა, დასუფთავება და მათი მოვლა. კომპანია შესაბამის კონსულტაციასაც გაგიწევთ, რომელიც დაგეხმარებათ, კონკრეტული ნიადაგის გათვალისწინებით, სწორად შეარჩიოთ მცენარე, რათა შემდგომი პრობლემები თავიდან აირიდოთ.

7. My Green Garden 

My Green Garden“ თქვენს ბაღისა და ეზოს მოვლის სრულ მომსახურებას გთავაზობთ. კომპანია სრულად უზრუნველყოფს თქვენი ექსტერიერის სილამაზეს, დაგეხმარებათ ეზოს დასუფთავებაში, მცენარეებისა და გაზონის ფორმირებაში, გასხვლაში, დეკორატიული თუ ადგილობრივი მცენარეების გაშენებასა და მათთვის შესაბამისი პირობების შექმნაში.

8. Green Art Georgia  

Green Art Georgia“ საოცნებო ბაღის შექმნაში დაგეხმარებათ. კომპანიის მომსახურებაში შედის: ექსტერიერის პროექტის შექმნა, თითოეული ეტაპის სწორად წარმართვა და განხორციელება, წყლის სისტემების მოწესრიგება, ბალახის დათესვა, სასურველი მცენარეების დარგვა, მათზე ზრუნვა და ბაღის მეთვალყურეობა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რემონტის შეცდომები – მელი ბაღდავაძის გამოცდილება

რივერ პარკ რეზორტი: მდგრადი ცხოვრების მომავალი