2025 წლის 19 დეკემბერს კომპანია „ბელ მეზონმა“ თბილისში იტალიური საღებავებისა და დეკორატიული ლესვის პრემიუმ ბრენდის, Oikos-ის ოფიციალური შოურუმი გახსნა.
ეს მოვლენა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალ ბრენდთან კოლაბორაცია – ეს არის ხანგრძლივი ძიების, დაკვირვებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის შედეგი. Belle Maison ყოველთვის გამოირჩეოდა ინოვაციური მიდგომებით ყველა მიმართულებით, თუმცა იყო ერთი სეგმენტი, რომელიც ამ მთლიანი ფაზლის დასასრულებლად აკლდა – საღებავებისა და დეკორატიული ლესვის მიმართულება. ბელ მეზონის გუნდი ორი წლის განმავლობაში დაუღალავად სწავლობდა მსოფლიო ბაზარს, აანალიზებდა ტენდენციებსა და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რათა ქართველი მომხმარებლისთვის საუკეთესო შეეთავაზებინა. არჩევანი შეჩერდა Oikos-ზე – ბრენდზე, რომელიც 1984 წლიდან მოყოლებული, დეკორატიული საღებავების სამყაროში ინოვაციის, უმაღლესი ხარისხისა და ესთეტიკური დიზაინის სინონიმად იქცა.
ხედვა და სტრატეგია: რატომ Oikos?

დღეს ქართველი მომხმარებელი საოცარი სიზუსტით მიჰყვება მსოფლიო ტენდენციებს და აფასებს ექსკლუზივსა და პრემიუმ სეგმენტს. სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს Belle Maison.

Belle Maison – ის დამფუძნებელი ბატონი დავით მედულაშვილი აღნიშნავს:
„ბელ მეზონისთვის ინოვაცია მხოლოდ სიტყვა არ არის, ეს ჩვენი მუშაობის სტილია ყველა მიმართულებით. ერთადერთი, რაც ამ დრომდე გვაკლდა, საღებავების ხაზი იყო. ჩვენ ორიენტირებული ვართ პრემიუმ სეგმენტზე , შესაბამისად ჩვენი არჩევანი შეჩერდა Oikos-ზე, რომელიც მსოფლიოში მოწინავეა თავისი ხარისხით, დიზაინითა და მუდმივი განახლების სურვილით. დარწმუნებულები ვართ, რომ ოიკოსი ნომერ პირველი ბრენდი იქნება საქართველოში“.
გლობალური ფილოსოფია: ეკოლოგია და ვნება
Oikos-ის გლობალური წარმომადგენლებისთვის ბელ მეზონი აღმოჩნდა ადგილი, სადაც ბრენდის ფილოსოფიამ იდეალური გარემო იპოვა. გადაწყვეტილება ექსკლუზიური პარტნიორობის შესახებ სწორედ იმ პროფესიონალიზმმა განაპირობა, რომელიც მათ ბელ მეზონში დახვდათ. Oikos-ისთვის ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის 40-წლიანი ისტორია, რომელიც ეკოლოგიასა და პრემიუმ ხარისხს შორის კომპრომისს არ აღიარებს.
Oikos-ის გლობალური გაყიდვების დირექტორი Alessandro Menghi აღნიშნავს:
„გადაწყვეტილება, რომ Oikos ოფიციალურად შემოსულიყო Belle Maison – ში, მას შემდეგ მივიღე, რაც ბელ მეზონის სახით უაღრესად ძლიერი, ენთუზიაზმით სავსე და ბრენდის განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი აღმოვაჩინე. გულწრფელად რომ ვთქვა, აქამდე, ბაზრის მცირე ზომიდან გამომდინარე, საქართველო ჩვენთვის პრიორიტეტული არ იყო, თუმცა ადგილობრივ მენეჯმენტთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ აქ უდიდესი პოტენციალია. ეს არის ახალგაზრდა, მზარდი ბაზარი, რომელიც თანამედროვე ტენდენციებს ეძებს და სწორედ ამაში ვხედავთ მომავლის პერსპექტივას. Belle Maison-ის წარმატებულმა გამოცდილებამ სხვა იტალიურ პრემიუმ ბრენდებთან – იქნება ეს კერამიკული ფილა, პარკეტი, სანტექნიკა თუ ავეჯი – საბოლოოდ განაპირობა ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორობა.

Oikos-ი 1984 წლიდან, დაარსების დღიდანვე „მწვანე“ კომპანიაა. ჩვენთვის პრიორიტეტი გარემოზე ზრუნვაა, ამიტომ არ ვიყენებთ ქიმიკატებსა თუ ფორმალდეჰიდებს. ხშირად ბიზნესში დგება არჩევანი ესთეტიკასა და ეკოლოგიას შორის, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელია, შექმნა პრემიუმ ხარისხის პროდუქტი კომპრომისების გარეშე.

ჩვენი მთავარი ფილოსოფიაა: „ერთი პროდუქტი – ათასი გადაწყვეტილება“. თქვენ შეიძლება შეიძინოთ ერთი კონკრეტული მასალა, მაგალითად Marmorino ან Ottocento, და მისგან უამრავი განსხვავებული ვიზუალი მიიღოთ. რაც შეეხება ინოვაციებს, შარშან შევქმენით „Argilla Materica“ – ქვიშის ფაქტურის ეფექტი ინტერიერისთვის, რომელიც ბაზარს აკლდა. ასევე, საგანგებოდ შეიქმნა უნიკალური ფერთა კატალოგი „1984“, სადაც ფერებს იტალიური ქალაქების სახელები ჰქვია. იტალიაში ქალაქების ისტორიული ცენტრები სწორედ თავისი უნიკალური ფერებით გამოირჩევა და გვსურს, ეს კულტურა ქართველ მომხმარებლებსაც გავუზიაროთ“.
შოურუმის გახსნის ცერემონია


ღონისძიებამ გააერთიანა არქიტექტორები, დიზაინერები, დეკორატიული ლესვის სპეციალისტები და ზოგადად ესთეტიკის მოყვარულები, რომლებმაც ახლოდან გაიცნეს ოიკოსის ფილოსოფია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა Oikos – ის წარმომადგენლები: Alessandro Menghi, Adam Julia , Ilona Sinisi და Gennadiy Limanzo.


ოიკოსის ივენთი ნამდვილ პერფორმანსებით სავსე საღამოდ იქცა, სადაც ხელოვნების სხვადასხვა დარგი ბრენდის იდეის გარშემო გაერთიანდა.
„ფერი, როგორც თვითგამოხატვის ფორმა“

ღონისძიების მთავარი აქცენტი Body Art პერფორმანსი იყო – ხუთი მოცეკვავე, რომელთა სხეულებიც სრულად იყო მოხატული კონტრასტული ფერების პალიტრით თავიანთი მოძრაობით, პლასტიკითა და სინქრონით Belle Maison-ის სივრცეში შექმნეს ცოცხალი ინსტალაცია და საოცარი ცეკვა. მათი სხეულები, როგორც ტილოები, მასალის ტექსტურასა და ემოციას გამოხატავდა და შოურუმი დროებით თანამედროვე ხელოვნების სცენად გარდაიქმნა. თეატრალური დასის Hoi-ს მიერ ამ ივენთისთვის ექსკლუზიურად დადგმული ცეკვა ერთგვარი განაცხადი იყო იმის, რომ სხეულის მოძრაობით შესაძლებელია გადმოსცე ამბავი ფერზე, მასალასა და ფაქტურაზე, როგორც ემოციაზე.

„ყოველ ემოციას აქვს ფერი. ყოველ ფერს – რიტმი.”
საღამოს მუსიკალური დრამატურგია სპეციალურად ამ ივენთისთვის შექმნა ნიკა მაჩაიძემ და ტუსია ბერიძემ – მათმა კომპოზიციებმა სივრცეს ინოვაციური და მისტიკური ჟღერადობა შესძინა. მუსიკა და მოძრაობა ერთ მთლიან ნარატივად გაერთიანდა და სივრცეში შეიქმნა ატმოსფერო, სადაც ფერი, ხმა და სხეული ერთ ენაზე საუბრობდნენ.
ხელოვნების ამ ემოციური გამოცდილების შემდეგ სცენა ოიკოსის დეკორატიული ლესვის ექსპერტმა Adam Julia-მ და Oikos-ის წარმომადგენელმა Ilona Sinisi-მ დაიკავეს. მათ სტუმრებს პირდაპირ სცენაზე გააცნეს დეკორატიული ლესვის პროცესი და Oikos-ის საღებავების გამოყენებით შექმნეს რჩეული ნიმუშები, რაც ღონისძიებას პრაქტიკული და ინფორმაციული ხასიათი შესძინა.

საღამოს განწყობის შექმნაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ყველასთვის ცნობილმა მომღერალმა ელენე კალანდაძემ, რომლის ვოკალმაც სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა; მოგვიანებით კი სცენა DJ-მ დაიკავა და საღამოს ენერგიული დასასრული უზრუნველყო.

სტუმრებს შორის საშუალება მოგვეცა, Oikos-ის დეკორატიული ლესვის ესპანელ სპეციალისტს (ექსპერტს) Adam Julia-ს გავსაუბრებოდით, რომელმაც საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაგვიზიარა:
„ჩემი ისტორია 30 წლის წინ დაიწყო და ამ საქმემ თავიდანვე გამიტაცა, რადგან ეს არის ნამდვილი ვნება. როდესაც ერთმანეთში ურევ ეკოლოგიას, ხარისხსა და კრეატიულობას, საოცარ ნაზავს იღებ.
საიდუმლო 40 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაშია – მაშინ ეკოლოგიური პროდუქტების წარმოება, გამხსნელების გარეშე, ნამდვილი სიგიჟე იყო. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ეს გზა მონიშნა და დღეს გამოჩნდა, რომ სწორედ ეს არის მომავალი. Oikos-ის ეფექტები დეკორატიული ლესვის სპეციალისტს საშუალებას აძლევს, დატოვოს საკუთარი ხელწერა, შექმნას საკუთარი სტილი. ეს არის ადიქცია – დამოკიდებულება კარგი გაგებით“.
მომავლის პერსპექტივა
ოიკოსი არის ბრენდი, სადაც ხუთი მთავარი ელემენტი: დიზაინი, პრემიუმ ხარისხი, მასალა, ტექნოლოგია და ეკოლოგია ორგანულად ერთიანდება და ქმნის ისეთ ესთეტიკას, რომელიც ყოველთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს ინტერიერში.
Oikos Paint-ის საღებავების ფერებისა და ტექსტურების უსაზღვრო არჩევანი მარაგშია და შესაძლებელია სასურველი დიზაინის შეძენა, ადგილიდან,
Belle Maison-ში.



[R]





