უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგმა” ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში ლიდერ ტერაკოტას საფასადე მასალების მწარმოებელ კომპანია NBK-სთან, რომელიც 1927 წლიდან ცნობილია საფასადე არქიტექტურული ინოვაციებით.
NBK-ს საფასადე ტერაკოტას გამძლეობა ექსტრემალური ტემპერატურის, ამინდის გავლენისა და კოროზიის მიმართ თითქმის უკვე საუკუეა ამტკიცებს, რომ ეს მასალა მრავალი ათწლეული ინარჩუნებს თავის უცვლელ, მდიდრულ იერსახეს და მდგრადობას. წარმოებისა და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები კი არა მხოლოდ გამბედავი დიზაინ კონცეფციების აღსრულების შესაძლებლობას ქმნის, არამედ უზრუნველყოფს მასალის მარტივ მოვლას და გამოყენებას.
კლაუს ბაიერი, NBK-ის მმართველი დირექტორი, დაესწრო ხელმოწერის ცერემონიალს.
„ტერაკოტას საფასადე სისტემების გლობალური ლიდერი – NBK მუდმივად ისწრაფვის ინოვაციური და უნიკალური არქიტექტურული პროექტების შექმნისკენ. შესაბამისად, ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან სასიხარულოა „ბიოგრაფი ლივინგთან“ თანამშრომლობა ისეთი მასშტაბური პროექტების მიმართულებით, რომლებსაც დეველოპერული კომპანია თბილისში ახორციწელებს,“ — აცხადებს კლაუს ბაიერი. „ჩვენ ღირებულებებიც საერთო გვაქვს. ხარისხი, ესთეტიკა და მდგრადი პოზიტიური ზეგავლენა — NBK – ს საქმიანობის საფუძველია. ჩვენ გვჯერა, რომ „ბიოგრაფი ლივინგთან“ ერთად შევქმნით გამორჩეულ, ინოვაციურ პროექტს“.
NBK-ს ტერაკოტას მასალები წარმოდგენილია მსოფლიოს ყველაზე ცნობილ შენობებზე. კომპანიის კვლევისა და განვითარების ლაბორატორიებში მუდმივად ტარდება ექსპერიმენტები ახალ მასალებზე, წვის ტექნიკასა და წარმოების პროცესებზე, რის საფუძველზეც NBK-ს პროდუქტი აკმაყოფილებს დიზაინისა და ხარისხის ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს.
,,მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ,,ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერული პროექტების ნოვატორული დიზაინ კონცეპციები NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით ავღასრულოთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის მაღალი ხარისხი და სტანდარტებია, შესაბამისად განსაკუთრებულად ფრთხილად ვარჩევთ პარტნიორებს და მხოლოდ მათთან ვთანამშრომლობთ, ვინც მსოფლიოში მშენებლობის თანამედროვე სტანდარტებს აწესებს და გამორჩეულ არქიტექტურულ სტილს ქმნის”- აცხადებს „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” 2023 წლიდან დეველოპერულ ბაზარზე წარმოდგენილია 4 მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტით: საკენი – ვაჟა ფშაველას გამზირზე; მატიანი – წერეთლის გამზირზე; შანტანი – მაიაკოვსკის ქუჩაზე, მუშთაიდის პარკის წინ და ყველაზე მასშტაბური პროექტი ჰისნი, რომელიც ქ. დედოფლის გამზირზე მდებარეობს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $400 მლნ-ია. 2025 წლის მეორე ნახევრიდან „ბიოგრაფი ლივინგი თბილისში კიდევ ხუთ ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს. „ბარე“ (ავლაბარი, ლომაურის ქ. 3), „დაირა“ (ორთაჭალა, გორგასლის ქ. 73), „ლიბრეტო“ (ვაკე, ფალიაშვილის ქ. 11), „მოზაიკა“ (საბურთალო, გაზაფხულის ქ. 10), „გარდანი“ (გლდანი, ალექსი გობრონიძის ქ. 6) დედაქალაქის როგორც ცენტრალურ, ისე ისტორიულ უბნებში 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით აშენდება და მობინადრეებს საშუალებას მისცემს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ჰქონდეთ წვდომა ყველა საჭირო პროდუქტსა და სერვისთან. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 200 მილიონ დოლარს შეადგენს. ,ბიოგრაფი ლივინგის” პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, გამორჩეული ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში.
[R]