in

,,ბიოგრაფი ლივინგ”-მა გერმანულ კომპანია „Schüco”-სთან ექსკლუზიურ პირობებზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგმა” დღეს ექსკლუზიურად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში ლიდერ გერმანულ ალუმინის კარ-ფანჯრის და მინის ფასადების მწარმოებელ კომპანია ,,Schüco”-სთან.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოს ეწვია Schüco International KG -ს ვიცე პრეზიდენტი, დოქტორი იორგ ვესტფალი.

კომპანია ,,Schüco” წარმოადგენს პრემიუმ კლასის ალუმინის საფასადე და კარ-ფანჯრის სისტემების გლობალურ ლიდერს, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინდუსტრიის ამ სფეროში.

კომპანია ,,Schüco”-ს  ალუმინის სისტემები  ასოცირდება  მაღალ ხარისხთან და გამძლეობასთან, გააჩნია თბოიზოლაციის საუკეთესო მაჩვენებლები, მათში გამოყენებულია თანამედროვე ინჟინერიის ინოვაციური გადაწყვეტილებები.

,,მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ,,ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი პროექტის, ,,საკენის“ ფარგლებში ვითანამშრომლოთ მსოფლიოში წამყვან ალუმინის კარ-ფანჯრის მწარმოებელ კომპანია ,,Schüco” -სთან. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ მშენებლობის მაღალ ხარისხზე და სტანდარტებზე, რაშიც სწორედ მსგავს საერთაშორისო ლიდერ ბრენდებთან თანამშრომლობას ვგულისმობთ,” – აცხადებს „ბიოგრაფი ლივინგის“ დამფუძნებელი, ლევან ფხაკაძე.

კომპანია „Schüco”-სთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხარისხზე ორიენტირებულ, თანამდროვე მენეჯმენტის მქონე, ფინასურად ძლიერ  კომპანიებთან პარტნიორობაა. სწორედ ასეთია უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი”, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სამშენებლო მასალების ხარისხს დას გამოყენებული პროდუქციის საერთაშორისო ნორმებთან თანხვედრას. სწორედ ამიტომ, გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორიცაა მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ,,საკენი”.

„გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს,“ – აცხადებს „ Schueco”-ს ვიცე პრეზიდენტი, იორგ   ვესტფალი.

კომპანია „Schüco”-ს  70 წლიანი ისტორია  ემყარება  გერმანულ ინჟინერიის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს. კომპანიის პროდუქცია ასოცირდება ხარისხთან და კომფორტულ გარემოსთან. ბრენდს გააჩნია საკუთარი ტექნოლოგიური ცენტრი და დამოუკიდებელი საგამოცდო ლაბორატორია.

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” 2023 წლიდან გამოჩნდა დეველოპერულ ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენილია 4 მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტით: საკენი – ვაჟა ფშაველას გამზირზე; მატიანი – წერეთლის გამზირზე; შანტანი – მაიაკოვსკის ქუჩაზე, მუშთაიდის პარკის წინ და ყველაზე მასშტაბური პროექტი – ჰისნი, რომელიც ქ. დედოფლის გამზირზე მდებარეობს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $400 მლნ-ია. ,,ბიოგრაფი ლივინგის” პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში. კომპანია 2025 წელს კიდევ არაერთი მასშტაბური, ახალი პროექტის დაანონსებას გეგმავს.

[R]

სამზარეულოს ზედაპირზე ჩასაშენებელი გამწოვი – ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა ვიცოდეთ

სინათლე როგორც შთაგონების წყარო – Zeekr საქართველოს კოლაბორაცია NS Product-თან