in

5 გავრცელებული მითი ალუმინის კარ-ფანჯრის შესახებ – “Schüco-ს” ექსპერტთა აზრი

ბინაში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხარისხიანი კარ-ფანჯარაა. ბაზარზე მისი მასალის, ასავე სტილისა და დიზაინის მრავალი ნაირსახეობაა წარმოდგენილი. დღეს გვინდა ალუმინის კარ-ფანჯარაზე გესაუბროთ, რომელიც უდაოდ იმსახურებს თქვენს ყურადღებას და მასთან დაკავშირებული 5 მითი დავამსხვრიოთ, მათ შორის ის, რომ პრემიუმ მწარმოებლების მიერ შემოთავაზებული ალუმინის კარ-ფანჯარა ძალიან ძვირია.

                                                                                         სს “პროკრედიტ ბანკის” სათაო ოფისი, შემსრულებელი “არქ თრეიდი”

“შუკო” (Schüco) – კარ-ფანჯრის და ალუმინის ფასადური სისტემებისთვის მაღალხარისხიანი ალუმინის, პოლივინილქლორიდისა (პვქ) და ალუმინის თერმოიზოლირებული სისტემების მწარმოებელია. მისი მილიონიბით პროდუქცია მთელ მსოფლიოში იყიდება და დიზაინის, კომფორტის, უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის ყველაზე მაღალ სტანდარტებს შეესაბამება. დღეს ჩვენი მოწვეული ექსპერტი, “შუკოს” ლიცენზირებული გადამამუშავებელი კომპანიის – “არქ თრეიდის” ერთ-ერთი ტოპ მენეჯერი, თამარ ტყაბლაძე ამ საკითხის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

                                                                                        სს “პროკრედიტ ბანკის” სათაო ოფისი, შემსრულებელი “არქ თრეიდი”

1. ალუმინის კარ-ფანჯარა ცივია?

როგორც წესი, ასეთი მსჯელობის საფუძველი ის მოსაზრებაა, რომ ალუმინი „ცივი“ ლითონია. მისი თბოგამტარობა გაცილებით განსხვავდება ხისა და პლასტმასისგან. სამაგიეროდ, ალუმინის შენადნობს უდაო უპირატესობები ახასიათებს. ის მსუბუქია, მტკიცე, კოროზიებისა და თერმული გაფართოებისადმი მედეგი. საიმედო და გამძლეა ექსპლუატაციაში. ამ პარამეტრებით ის  თავის ხისა და „პვქ“ (პოლივინილქლორიდი, იგივე პლასტმასი) კონკურენტებს გაცილებით სჯობნის.

                                                                                                            “მოქსი თბილისი”, შემსრულებელი “არქ თრეიდი”

თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იმის საშუალებას იძლევა, რომ ალუმინის “შუკოს” სისტემის მეშვეობით თბოდანაკარგი მაქსიმალურად შევამციროთ. ენერგოეფექტურობას მნიშვნელოვნად ასევე ინჟინრების მიერ ენერგოეფექტური მინებისა და მინაპაკეტის სწორი გათვლა/კალკულაცია ზრდის. ამგვარად ასეთი „თბილი“ ალუმინის პროფილისგან დამზადებული კარ-ფანჯარა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა.

                                                                                                            “მოქსი თბილისი”, შემსრულებელი “არქ თრეიდი”

2. ალუმინის კონსტრუქცია დიდხანს ვერ მოგვემსახურება?

ამ შემთხვევაში ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები ალუმინის სპეციალური შენადნობების დამზადების საშუალებას იძლევა, რის შემადგენლობაშიც შენადნობი დანამატებია (მაგნიუმი და სილიციუმი). გარდა ამისა, „თბილი“ ალუმინის მინა-პაკეტი ტემპერატურული დამუშავებისა და წრთობის სტადიებს გადის, ხოლო შემინული ელემენტის სრულყოფისთვის ღიობის პერიმეტრის გახისტება, დათბუნება და ჩახურვა ხორციელდება. შედეგად, ალუმინის ჩარჩოები დამატებით სიმტკიცესა და საიმედოობას იძენს. ასევე გამძლეობასა და კონსტრუქციის პირველყოფილი გეომეტრიის შენარჩუნების უნარს ექსპლუატაციის მთელ პერიოდში.

                                                                                      “Ramada Encore by Wyndham Tbilisi”, შემსრულებელი “არქ თრეიდი”

3. ალუმინის კარ-ფანჯარა ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ვინაიდან ადვილია მათში შეღწევა?

პრაქტიკა ადასტურებს, რომ შეღწევისგან  არც ხისა და არც პლასტმასის კარ-ფანჯარაა დაზღვეული, თუ ისინი  სპეციალური დაცვით არ არის აღჭურვილი. თანამედროვე მწარმოებლებმა  ფოლადის ჩარჩოებითა და ფურნიტურის ჩამკეტების მეშვეობით, ასევე პროფილების საკნებში დამატებით ფოლადის ინტეგრირებით, კონსტრუქციის წინაღობის გაზრდა ისწავლეს. თუ ამას უსაფრთხო მინაპაკეტსაც დავუმატებთ, სიმტკიცის სერიოზულ დონეს (RC4) მივიღებთ. სხვათაშორის, ეს დონე მხოლოდ ალუმინის კონსტრუქციებს ენიჭება.

                                                                                    “Ramada Encore by Wyndham Tbilisi”, შემსრულებელი “არქ თრეიდი”

4. ალუმინის კარ-ფანჯარა ინტერიერში ვერ ჩაეწერება?

ეს მოსაზრებაც მცდარია, ვინაიდან დღეს ალუმინის სისტემის მწარმოებლები მომხმარებლებს კარ-ფანჯრის მრავალ სისტემასა და ვარიაციას სთავაზობენ.

ალუმინის გაფორმების ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვარიანტი სუბლიმიცირებული ბეჭედია. მისი მეშვეობით მწარმოებელი ხისა და ქვის იმიტაციის 100%-იან მსგავსებას აღწევს. რაც მთავარია, ეს საფარი გამძლე და გაუხუნებელი იქნება, მტკიცე მექანიკური დაზიანებებისადმი, ნესტის მოქმედებისადმი, ტემპერატურისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი.

5.  „თბილი“ ალუმინი ძვირი სიამოვნებაა?

თქვენ შეგიძლიათ შედარება თვითონ გააკეთოთ. ხარისხიანი ჩახურვისა და მონტაჟის პირობებში, ოპტიმალური ფურნიტურის არჩევის შემთხვევაში „პვქ“ და ალუმინის კარ-ფანჯრის ფასებში სხვაობა დიდი არ არის. ნამდვილად ღირს ამ ვარიანტის განხილვა.

                                                                                                    “ჰილტონ გარდენ ინნ”, შემსრულებელი “არქ თრეიდი”

საიმედო მწარმოებელი

შუკოს ალუმინის პროფილებით დამზადებული კარი და ფანჯრები ინოვაციური ტექნოლოგიების, ერგონომიულობის, უსაფრთხოებისა და დიზაინის უკანასკნელი ტრენდების სინთეზია. მის პროდუქციას ისინი ირჩევენ, ვისთვისაც დეტალები მნიშვნელოვანია: ბრწყინვალე იერი, მასალებისა და აწყობის უმაღლესი ხარისხი, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება – ყველაფერი ეს იდეალურად არის შერწყმული შუკოს ალუმინის კარ-ფანჯარაში, მოცურავე (სლაიდურ) და ფასადურ სისტემებში.

                                                                   “ჰილტონ გარდენ ინნ”, შემსრულებელი “არქ თრეიდი”

გამოცდილი სპეციალისტები დაჟინებით გვირჩევენ, რომ „თბილი“ ალუმინის კარ-ფანჯრის შეძენა მხოლოდ ლიცენზირებულ და შემოწმებულ მწარმოებელთან განხორციელდეს. ამ შემთხვევაში მიღებული შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს და გადახდილი საფასური ნამდვილად იქნება წარმატებული ინვესტიცია.

ჯეიმს ტურელი – სივრცისა და სინათლის მაესტრო

როგორ ვაქციოთ აბაზანა კომფორტის ზონად – აუცილებელი აქსესუარების ტოპ შვიდეული