in

რა უპირატესობა აქვს ალუმინის კარ-ფანჯარას – ნამაის სტანდარტი

სულ რამდენიმე წლის წინ ალუმინის კარ-ფანჯარა პლასმასისა და ხის ანალოგებზე ნაკლებპოპულარული იყო, თუმცა დღეს მისი გამოყენებით მრავალფეროვანი დიზაინერული და ინოვაციური გადაწყვეტილებების განხორციელების შესაძლებლობა არსებობს, რაც ალუმინის კარ-ფანჯარას მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. ეს არის მსუბუქი, პრაქტიკული და მტკიცე კონსტრუქცია, რომელიც დიდ დატვირთვებს უძლებს და შესაბამისად, დიდი მასშტაბის შემინვაში შეუცვლელია.

ალუმინის კარ-ფანჯრის ძლიერი მხარეებია:

  • სიმტკიცე – მაგნიუმისა და სილიციუმის დანამატების წყალობით პროფილი ფაქტიურად ნებისმიერი წონისა და კონფიგურაციის მინაპაკეტს უძლებს. ეს ალუმინის ერთ-ერთი ყველაზე წონადი უპირატესობაა;
  • საიმედოობა – პროფილი კარგად უძლებს დარტყმებს, ცვეთისადმი მდგრადია, ადვილი მოსავლელია, ხოლო დაზიანებები ადვილი გამოსასწორებელი;
  • გარემოს ნეგატიური ფაქტორების მიმართ მდგრადობა – ალუმინის პროფილი არ უშინდება წვიმას, თოვლს, მზის სხივების პირდაპირ ზემოქმდებას, ტემპერატურულ რყევებს და მჟავისშემცველ ნალექებსაც კი. სპეციალური საღებავის საფარი კიდევ უფრო ზრდის მის გამძლეობას;
  • სიმსუბუქე – კონსტრუქციის დაბალი წონა თამამი დიზაინერული გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალებას იძლევა;
  • გამძლეობა – ბევრი მწარმოებელი ალუმინის ფანჯრებზე 50-80 წლიან გარანტიას იძლევა. ამ მახასიათებელით ალუმინი სხვა მასალებზე უფრო დაწინაურებულია;
  • ხანძარმედეგობა;
  • ეკოლოგიურობა – ალუმინი ბუნებრივი ელემენტია, წარმოების ტექნოლოგია ტოქსიკური მასალების გამოყენებას არ ითვალისწინებს, ამიტომ პროფილი ჰაერში მავნე ნივთიერებას არ გამოყოფს;
  • პლასტიურობა – ეს თვისება ალუმინისგან ნებისმიერი ფორმის კარ-ფანჯრის დამზადების საშუალებას იძლევა.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ალუმინის კარ-ფანჯრის შესახებ? ამ თემაში უკეთ გასარკვევად ჩვენ “ნამაი ვაკეს” ექსპერტების ჯგუფს გავესაუბრეთ.

თერმოხიდი

ალუმინი, ხისა და პლასტმასისგან განსხვავებით გაცილებით მაღალი თბოგადაცემის კოეფიციენტით გამოირჩევა, ამიტომაც ის ზამთარში ცივი და ზაფხულში ცხელი ჰგონიათ. სინამდვილეში ალუმინის ორ პროფილს შორის დამაკავშირებელი სპეციალური თერმო ხიდია, რომელსაც თერმულ წყვეტასაც უწოდებენ. ეს პოლიამიდისგან დამზადებული 1,5-6 სმ სისქის ფენა თბოგადაცემის დიდი წინაღობით გამოირჩევა და ალუმინის კარ-ფანჯარაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. რაც უფრო მეტი სისქისაა ის, მით უფრო მაღალია კარ-ფანჯრის საიზოლაციო მაჩვენებლები.

მინაპაკეტი

ალუმინის ფანჯრებში განსაკუთრებული როლი მინაპაკეტს აკისრია, რომელმაც სივრცე თერმო და ხმის ზემოქმედებისგან მაქსიმალურად უნდა დაიცვას. ამიტომაც ხშირად რამდენიმე საკნიან მინაპაკეტს იყენებენ. საკნების რაოდენობა საიზოლაციო მახასიათებლების პირდაპირპროპორციულია. მნიშვნელოვანია, არ აგვერიოს საკნების რაოდენობა ფანჯრების რაოდენობაში. საკანი ეწოდება მინაპაკეტის მინებს შორის სივრცეს. მინის სისქე 4-8 მმ. ს შეადგენს. ის შეიძლება იყოს:

  • ტრიპლექსი – რამდენიმე მინისგან შემდგარი, შუაში ლამინირებული ფირფიტით. ის მაღალი სიმტკიცით გამოირჩევა და გატეხვის შემთხვევაში ნამსხვრევებად არ იშლება.
  • სელექტიური მინა – ზედაპირზე დატანილი დაბალემისიური ფენის წყალობით ზამთარში სითბოსა და ზაფხულში სიგრილის შენარჩუნებას მეტად ახერხებს.
  • ნაწრთობი მინა – სიმტკიცე გაზრდილია თერმული და ქიმიური დამუშავების ხარჯზე, ძნელად ტყდება, ხოლო გატეხვის შემთხვევაში ნამსხვრევები ბლაგვწახნაგიანია.
  • შეფერილი მინა – იფერება და ბინაში გარემოს უფრო მყუდროს ქმნის. ასეთი მინების გამოყენება ბინის სამხრეთის მხარესაა რეკომენდებული, ვინაიდან ის ბინაში სხივების შეღწევის ხარისხს ამცირებს.

ჩახურვის ელემენტი

ჩახურვის ელემენტი ფანჯრის მთლიანი კონსტრუქციის ჰერმეტულობას უზრუნველყოფს, იცავს ორპირისგან და თბოდანაკარისგან.

ალუმინის კარ-ფანჯრის ფურნიტურა

ალუმინის პროფილი უფრო მტკიცე, მსუბუქი და საიმედოა. ამ თვისებების წყალობით მექანიზმი უფრო მარტივი და იაფია ვიდრე მის კონკურენტებში. მიუხედავად ამისა, ფურნიტურა მნიშვნელოვანი პოზიციაა. რეკომენდირებულია საიმედო და აღიარებული ბრენდების გამოყენება, როგორიცაა Roto, Savio, Siegenia და ა. შ. ალუმინის ზოგიერთ მსხვილ მწარმოებელს ფურნიტურის საკუთარი ხაზი აქვს, შესაბამისად ამ დროს გარანტია ამ უკანასკნელის ბრენდია.

ვენტილაცია

ალუმინის ხარისხიანი სისტემები ჰერმეტულობის მაღალი კოეფიციენტით გამოირჩევა, ეს იმ თვისებათაგანია, რის გამოც ისინი ასეთი პოპულარულია. სწორედ ამ თვისების გამო ოთახში კარგი სავენტილაციო სისტემის უზრუნველყოფაა საჭირო.

ალუმინის კარ-ფანჯრის მწარმოებლები

ალუმინის კარ-ფანჯრის წარმოება საკმარისად რთული პროცესია, ვინაიდან ამ შემთხვევაში საჭიროა სპეციფიური დანადგარები. სწორედ ამიტომ, “ნამაი ვაკეს” ექსპერტები გვირჩევენ, რომ საკუთარი არჩევანი გამოცდილ მწარმოებლებს მივანდოთ. რესპექტაბელური ბრენდები თავიანთ პროდუქციაზე გარანტიას იძლევიან და საინტერესო ინოვაციებს გვთავაზოვენ გაზრდილი ფუნქციურობითა და კონსტრუქციის ენერგოეფექტურობით.

აქედან გამომდინარე, “ნამაი ვაკეს” საცხოვრებელ კომპლექსში გამოყენებულია მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბელგიური მწარმოებლის – “Reynaers”-ის ალუმინის-კარ ფანჯარა, რომელიც ყველა არსებულ სტანდარტს აკმაყოფილებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად “ნამაი ვაკეს” თითოეულ ბინაში გვხვდება რეკუპერაციის სისტემით აღჭურვილი უნიკალური სავენტილაციო სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა და ზომიერად ნოტიო ჰაერის ცირკულირებას საცხოვრებელ ფართებში. ეს სისტემა განსაკუთრებით მოხერხებულია ზამთარში, როდესაც ფანჯრების გაღება დისკომფოტს გვიქმნის.

რომ შევაჯამოთ, ალუმინის კარ-ფანჯარა წარმოადგენს ყველაზე მტკიცე, უსაფრთხო, მსუბუქ და ფუნქციურ კონსტრუქციას, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულ მიკროკლიმატს და მოხერხებულ ექსპლუატაციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოპტიმალურად შერჩეული ასეთი სისტემა მისი ანალოგიური პარამეტრების კონკურენტებზე ძვირი არ არის. შესაბამისად, მასზე არჩევანის შეჩერების შემთხვევაში ფანჯრების დაყენების/რემონტის პრობლება ათწლეულებით შეგიძლიათ დაივიწყოთ. სწორედ ამიტომ, ალუმინზე მოთხოვნა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება.

 

სიმეტრია როგორც ესთეტიკის აღქმის მთავარი ფაქტორი – ელენე სხვიტარიძის გიდი

გამორჩეული ინტერიერის მქონე სასტუმროები საქართველოში – Homeis.ge-ს 5 რჩეული