in

ევროპული სტანდარტის მქონე ქართულ-ლიეტუვური არქიტექტურული პროექტი თბილისში – ინტერვიუ როლანდას ზახარევიჩუსთან

Alliance Group
Alliance Group

ქართული ბაზარი დეველოპერული კომპანიების სიმწირეს  ნამდვილად არ უჩივის. თითოეულ მათგანს მისთვის დამახასიათებელი ხელწერა აქვს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ოპტიმალური არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთულია, ვინაიდან იმის დადგენა, თუ რამდენად რეალურად ასახავს ფასი შემოთავაზებული ბინის ხარისხს რთულია. სწორედ ამიტომ, დღეს გვსურს ქართული სამშენებლო სფეროს ახალი მოთამაშე გაგაცნოთ, რომელიც საერთაშორისო სტატუსისა და ფინანსური სიმყარის გარდა, ისეთი ღირებულებების გაზიარებს გვთავაზობს, რომელიც სასიამოვნო და სასარგებლო სიახლე იქნება საქართველოში.

Homeis.ge გაესაუბრა როლანდას ზახარევიჩუსს, ლიეტუვური კომპანია “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” დამფუძნებელს. აღნიშნული ჯგუფი უკვე რამდენიმე წელია, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ფართო ასორტიმენტის სამშენებლო მასალების მიწოდებას ახორციელებს, ცოტა ხნის წინ კი მათ სამშენებლო ბიზნესში შესვლა გადაწყვიტეს და პოტენციური ბაზრების მოკვლევის შედეგად არჩევანი საქართველოზე შეაჩერეს.

– გვიამბეთ, რატომ აირჩიეთ საქართველო და როგორ დაიბადა აქ მშენებლობის იდეა?

– ბოლო რამდენიმე ხნის მანძილზე ჩვენ საერთაშორისო ბაზრებზე შესვლას განვიხილავდით და ძიების პროცესში ვიყავით. საქართველოში მეგობრული ვიზიტით აღმოვჩნდით და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხრიდან ეს იყო “ერთი ნახვით სიყვარული”. აქაურობით და ქართველებით მოვინუსხეთ და სამშობლოში საქართველოში დაბრუნებისა და აქ რაიმე ღირებულის გაკეთების მტკიცე სურვილით დავბრუნდით. ასევე თქვენს ქვეყანაში გავიცანით ადამიანები, რომლებიც სამყაროს ზუსტად ისე აღიქვამდნენ, როგორც ჩვენ. დავინახეთ, რომ აქ შესაძლებელია შეიქმნას გუნდი, რომელიც ჩვენი კომპანიის ემოციას და სწრაფვას გაიზიარდებდა და რეალობად აქცევდა. ასეთი გუნდი კი, როგორც მოგეხსენებათ, ყველაფერს შეძლებს. ამიტომ ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე გადავწყვიტეთ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. ასე დავიწყეთ “ნამაი ვაკეს” მშენებლობა.

– რა არის თქვენი კომპანიის მისია და მიზნები?

– ჩვენ ბოლომდე გვჯერა იმ ემოციის, რომელიც აქ გვაქვს ჩადებული და სწორედ ეს გვაძლევს მისთვის ბოლომდე დახარჯვისა და დაბრკოლებების უშიშრად დაძლევის შესაძლებლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ, რომ ჩვენს აშენებულ სახლს თითოეულ ოჯახში საიმედოობის, კომფორტისა და სიმშვიდის განცდა მოაქვს. ამას ჩვენი კომპანიის მისიას დავარქმევდი, ხოლო მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ „ნამაის სტანდარტი“ თითოეული პოტენციური მომხმარებლისთვის საიმედოობას, ხარისხსა და ყველასთვის ხელმისაწვდომობას ნიშნავდეს.

– ევროპული სტანდარტები, ადგილობრივი ბაზარი და პროექტის მომგებიანობა, როგორ ათავსებთ ამ ყველაფერს?

– ევროპული სტანდარტები, პირველ რიგში, ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს გულისხმობს. თუ სტანდარტი ზედმიწევნით დაცული იქნება, ის ნაკლები დანახარჯების პირობებში გაზრდილ კომფორტს მოგვცემს. არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ახალი ტექნოლოგიები ძვირია, რაც არასწორია. მაგალითად, 15 წლის წინ საცხობის კომუნალური დანახარჯები 7-ჯერ მეტი იყო ვიდრე ახლა, თანამედროვე დანადგარების პირობებში. მართალია, ამ შემთხვევაში პირველადი ინვესტიცია მეტია, თუმცა დროის პერსპექტივაში ის გაცილებით მომგებიანია. ჩვენც სწორედ ამას ვთავაზობთ ქართულ ბაზარს. ზედმიწევნით დაცულ უმაღლეს ევროპულ სტანდარტსა და ახალ ტექნოლოგიებს, რაც ბინის მესაკუთრისთვის პერსპექტივაში მნიშვნელოვან ემოციურ და ფინანსურ სარგებელს იძლევა.

– რა სიახლეებსა და ინოვაციებს სთავაზობთ ქართულ ბაზარს, რა არის თქვენი  განმასხვავებელი ნიშანი?

– ჩვენ მომხმარებელს ძალიან საინტერესო სიახლეებს ვთავაზობთ. მაგალითად, “ნამაი ვაკეში” ჩვენ უარი ვთქვით ყველა ბინაში სათითაოდ ბუნებრივი აირის შეყვანაზე და სანაცვლოდ გაზის გათბობის ცენტრალიზებული სისტემა დავნერგეთ, რომელიც ბინების თბილი იატაკის სისტემას გამთბარი წყლით ამარაგებს. შედეგად გაზრდილი კომფორტი და შემცირებული კომუნალური ხარჯი მივიღეთ. ასევე ჩვენს კომპლექსში თითოეული ბინა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინდუქციური ქურით. ესეც დაზოგილი ელექტროენერგია და მოხმარების გაზრდილი კომფორტია. ეს არის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომლის გარეშე თანამედროვე სამზარეულო წარმოუდგენელია, ვინაიდან დღესდღეობით ინდუქციური ქურა ტექნოლოგიურად ყველაზე წინ წასული და უსაფრთხო ტექნოლოგიაა.

გარდა ამისა, “ნამაი ვაკეს” ბინებში ასევე ევროპაში პოპულარული რეკუპერაციის სისტემით აღჭურვილი ვენტილაციის სისტემა დავაყენეთ, რომელიც სივრცეში სუფთა და ზომიერად ნოტიო ჰაერს უზრუნველყოფს. ის განსაკუთრებით მოხერხებულია ზამთარში, როცა ფანჯრების გაღება არაკომფორტულია და ჰაერში დაგროვილი ტენი ხშირად კონდენსატის გამომწვევი მიზეზი ხდება.

ასევე აღნიშვნის ღირსია მზის პანელები. ისინი კომპლექსის სახურავზე დამაგრდება და ლიფტების, ავტოფარეხებისა და სადარბაზოების განათებას სრულად უზრუნველყოფს. ეს პირდაპირ ნიშნავს მობინადრეების დაზოგილ ხარჯს და შენარჩუნებულ ეკოლოგიას, რაც ძალიან გვახარებს და გვეამაყება.

– თქვენ ახსენეთ “ნამაის სტანდარტი”. გვიამბეთ უფრო დეტალურად თუ რას გულისხმობს ის და როგორ აპირებთ ამ პრინციპის განხორციელებას? 

– ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ წარმატების სურათს. როგორც უკვე აღვნიშნე, წარმატების უმთავრესი კომპონენტი უკვე არსებობს – ეს საქართველოსთან დაკავშირებული ჩვენი გულწრფელი ემოცია და ქართული გუნდია, რომელიც კომპანიის მიმართულებას და ღირებულებებს მთლიანად იზიარებს. ამას ჩვენი მხრიდან ემატება ინოვაციები, ხარისხი და ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ ასევე ინოვაციებისადმი არსებული გარკვეული შიშებისა და მითების გაქარწყლების მიმართულებითაც ვიმუშავოთ. მაგალითად არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ალუმინის კარ-ფანჯარა ძალიან ძვირი და უბრალოდ ფუფუნებაა. სინამდვილეში კი ის მდიდრული იერით და მაღალი ფუნქციურობით გამოირჩევა, რაც ასევე დაზოგილი კომუნალური გადასახადებით გამოიხატება. ასეთი დეტალი ბევრია და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვგეგმავთ ამ მხრივ თითოეული “სიმაღლის  აღებას” და ჩვენი კომპანიის ღირებულებების „ნამაის სტანდარტში“ ინტეგრირებას. ერთი იდეით შთაგონებული გუნდი, მაღალი ხარისხი და მომხმარებლის ერთგულება – სწორედ ეს იქნება “ნამაის სტანდარტი”.

ტური Big Sean-ის ბევერლი ჰილსის სახლში

ლისი ტოპოგრაფი – კერძო სახლების ახალი დასავლური ტიპის უბანი ლისის ტბის ნაპირთან