in

ტური Big Sean-ის ბევერლი ჰილსის სახლში

Banner M2
Banner M2

მიუხედავად იმისა, რომ ბიგ შონი დეტროიტში გაიზარდა, ის, რეალურად, მზიან სანტა მონიკაშია დაბადებული. ამიტომაც, ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავმა ბევერლი ჰილსის ელეგანტური რეზიდენციის შესაქმნელად სწორედ კალიფორნიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა გამოიყენა.

მარტივი, სუფთა ინტერიერი თითქმის 11000 კვადრატული მეტრის სახლის დიდ ნაწილს ერთგვარ მშვიდ, მაგრამ თავდაჯერებულ ხასიათს ანიჭებს.

”იდეა იყო მთლიანი სახლის იმგვარად მოდერნიზება, რომ მის ბუნებრივ სილამაზეზე უფრო მეტი აქცენტი გაკეთებულიყო”, – ამბობს ბრიტნი ვიორი, JSN Studio-ს კრეატიული დირექტორი (LA- ში დაფუძნებული დიზაინის ფირმა, რომელიც ამ პროექტს ხელმძღვანელობდა). სწორედ ბრიტნი ვიორი აკონტროლებდა სახლის რემონტს, რომლის მშენებლობასაც დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდა. ”ასევე მნიშვნელოვანი იყო ისეთი დიზაინის შექმნა, რომელიც მესაკუთრის სტილსა და გემოვნებას შეესაბამებოდა”, – ამბობს იგი.

ორსართულიანი რეზიდენციის მისაღები და გასართობი ოთახების იატაკი თეთრი მუხის მასალისგანაა შექმნილი. თაღოვანი კარები და დიდი ფანჯრები ბუნებრივი სინათლით ავსებს სახლს. მოსასვენებელი ოთახის ბუხარი კი ტაჯ-მაჰალის ფილებითაა გაწყობილი.

რაც შეეხება სამზარეულოს, იგი მთლიანად ორმაგი ნაცრისფერი მარმარილოს ქვითაა გაწყობილი. აქვე შევხვდებით 10 მეტრის სიმაღლის ფანჯარას, რომლის ადგილზეც ერთ დროს კედელი იყო. ფანჯარა ჩაისვა იმ მიზნით, რომ სამზარეულოსა და საკვებ სივრცეში მეტი ბუნებრივი სინათლე ყოფილიყო.

დიზაინ სტუდია: JSN Studio

ფოტოგრაფი:

როზეტები და ჩამრთველები სამზარეულოში – როგორ დავგეგმოთ მათი განლაგება

ევროპული სტანდარტის მქონე ქართულ-ლიეტუვური არქიტექტურული პროექტი თბილისში – ინტერვიუ როლანდას ზახარევიჩუსთან