in

რა უპირატესობა აქვს ახალ აშენებულ კორპუსში ცხოვრებას?

ბინის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადღებით გასააზრებელი ნაბიჯია. პირველ რიგში, ახალ სახლში ცხოვრების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა აწონ-დაწონოთ. შემდეგი ეტაპი კი საიმედო დეველოპერული კომპანიის შერჩევაა, რათა თაღლითობასთან, დაუსრულებელ მშენებლობასთან და სხვა უსიამოვნებებთან დაკავშირებული პრობლემები აირიდოთ.

როგორ ცნობილია, ახალ აშენებულ კორპუსში ბინის შეძენა ბევრად ძვირია, ვიდრე ძველი ბინის ყიდვა ე.წ. “მეორად ბაზარზე”. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძველი ბინები, რომელთა ღირებულება თითქმის უახლოვდება ახალი, უცხოვრებელი ბინების ფასს, მიიჩნევა, რომ ახლი კორპუსის ბინის შეძენა ბევრად გამართლებულია. მაინც რატომ ითვლება ასე? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად იმ მთავარი უპირატესობების სიას წარმოგიდგენთ, რაც ახალ აშენებულ კორპუსში ცხოვრებას ახასიათებს:

  • ექსპლუატაციის ხანგრძლივობა — ახალ კორპუსში როგორც შენობა, ისე კომუნიკაციები დიდხანს გაძლებს.
  • ბინების არჩევანი გაცილებით დიდია, ვიდრე მეორად ბაზარზე.
  • ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტები.
  • ახალ კომპლექსებს გაცილებით ფართო ეზოები აქვს. მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია, გათვალისწინებულია არა მხოლოდ სათამაშო მოედნები, არამედ ავტოსადგომები და სხვა ტიპის კომფორტული ინფრასტრუქტურა.
  • ახალი კორპუსების უმეტესობას აქვს მოსახერხებელი საჯარო სივრცეები, როგორიცაა ბილიკები საბავშვო ეტლით ან ველოსიპედით გადაადგილებისთვის.
  • ზოგიერთ კომპლექსში განხორციელებულია იდეა — „ეზო მანქანების გარეშე“ (საპარკინგე ზონა კი კორპუსის მიმდებარედ ან მიწისქვეშ მდებარეობს).
  • ახალი დეველოპერული პროექტები ხშირად გულისხმობს სოციალური და კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს შეიძლება იყოს მაღაზიები, სილამაზის სალონები, საბავშვო ბაღები, სკოლები, კლინიკები და სხვა.
  • მთელი კომპლექსი იქმნება ერთ არქიტექტურულ სტილში და მიმდებარე ტერიტორიაც შესაბამისად არის დაგეგმარებული, რაც საერთო ჯამში, ქმნის არამხოლოდ კომფორტულ, არამედ ესთეტიკურად მიმზიდველ საცხოვრებელ გარემოს.
  • და ბოლოს, ახალი კორპუსები იგება უახლესი სამშენებლო ტექნოლოგიების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ვიზუალურად დახვეწილ ნაგებობას, არამედ, პირველ რიგში, ენერგო ეფექტურ საცხოვრებელს, სრულად არის მორგებული მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე.

ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებისკონკრეტულ მაგალითზე განვიხილვის მიზნით, დღევანდელ სტატიაში ჩვენ ყურადღებას შევაჩერებთ თბილისში მდებარე ერთ-ერთ რეალიზებულ დეველოპერულ პროექტზე. საუბარია ნამაი ვაკეს კომპლექსზე. ეს არის ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პირველი პროექტი საქართველოში, ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე, რომლის მშენებლობაც სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულდა. კომპლექსი სრულად ევროპული სტანდარტების დაცვით არის აგებული, რაზეც ისეთი დეტალები მეტყველებს, როგორიცაა მაღალხარისხიანი ეკომასალები, პროგრესული საინჟინრო და არქიტექტურული გადაწყვეტები, მაღალი ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება.

ნამაი ვაკეს პირველი თვალშისაცემი მახასიათებელი სკანდინავიური სტილის გამორჩეული არქიტექტურაა, რომელიც საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება ქართულ რეალობაში. კომპლექსს გააჩნია ძალიან დახვეწილი ინფრასტრუქტურა, რაც მაქსიმალურად არის მორგებული მობინადრეების კომფორტზე და ცხოვრების სტანდარტის ამაღლებაზე. კომპლექსს გააჩნია ე.წ. “უმანქანო შიდა ეზო”, რომელიც იდეალურ პირობებს ქმნის სამეზობლოს ყველაზე პატარა მაცხოვრებლების გართობისა და დასვენებისთვის უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით.

მაქსიმალური კომფორტისთვის კომპლექსს გააჩნია მასშტაბური მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც გამორიცხავს ისეთ აქტუალურ პრობლემას თბილისის მაცხოვრებლებისთვის, როგორიც არის პარკირება.

ნამაი ვაკეს გამოკვეთილი თავისებურება მისი ენერგოეფექტურობაა, რაც კარგად ნაფიქრი საინჟინრო გადაწყვეტილებების დამსახურებით, საცხოვრებლის თითოეულ დეტალში იგრძნობა: კომპლექსი აღჭურვილია საკუთარი საქვაბე ოთახით, რომელიც მოსახლეობას სითბოთი და ცხელი წყლით ამარაგებს, ყველა ბინაში დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობის სისტემა, ინდუქციური ელექტროქურა და რეკუპერატორი, რომელსაც ჰაერის განახლება-გაწმენდის ფუნქცია გააჩნია. სახურავზე გვხვდება მზის პანელები, რომელთა მიერ გამომუშავებული ენერგია სრულიად საკმარისია კომპლექსის ენერგო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასევე ნამაი ვაკეს ტერიტორიაზე განთავსებულია წვიმის შემგროვებელი წყლის ავზი, რომელსაც გააჩნია როგორც ხანძარსაწინააღმდეგო, ასევე მორწყვის ფუნქცია.

Color-Blocking — ინტერიერის 3 ამოცანა, რომელსაც ფერი წყვეტს

ბუნებრივი განათებით აღსავსე პატარა სკანდინავიური ლოფტი