in

„ბუკნარი“ – „ლისი დეველოპმენტის“ არქიტექტურული ფილოსოფია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ვრცელდება

აჭარაში, ბათუმიდან 20 წუთის სავალზე, ახალი ზღვისპირა კურორტის, „ბუკნარის” მშენებლობა მიმდინარეობს. სანაპიროს პირველი ზოლი, უნიკალური მდებარეობა და სუბტროპიკულ ტყესთან სიახლოვე ის მახასიათებლებია, რომლითაც კომპლექსის აღწერა ძალიან მოკლედ შეიძლება. ვრცლად კი ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ რას გპირდებათ „ბუკნარი” და რით იქნება იგი გამორჩეული.

კურორტს „ლისი დეველოპმენტი” აშენებს. ამ ეტაპზე დასრულებულია პროექტის პირველი ეტაპი- სასტუმროს მშენებლობა და მიმდინარეობს ფასადის მოპირკეთება, შიდა ტიხრების მოწყობა და სხვა არქიტექტურული სამუშაოები. „ლისი დეველოპმენტის” მიზანია, რომ საკუთარი ბრენდის ფილოსოფია ამჯერად აჭარაში დანერგოს და ზღვის სანაპიროზე შექმნას ისეთი საცხოვრებელი უბანი, რომელიც დამსვენებლის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

მაინც რას მოიცავს ბრენდის ფილოსოფია? ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ.

ახალი სტანდარტი განაშენიანებაში

როდესაც რაღაცას ვაშენებთ, მით უფრო, თუ ეს „რაღაც” 9 ჰექტარ მიწაზე გასაშენებელი დიდი კომპლექსია, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი განაშენიანება, რათა მშენებლობას ჰქონდეს ესთეტიკური ხიბლი და პრაქტიკულობა. ამ საკურორტო უბნის გენერალური გეგმა და არქიტექტურა “ლისი დეველოპმენტისა” და ბრიტანული არქიტექტურული სტუდიების თანამშრომლობით მომზადდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტი დაბალსართულიან საცხოვრებელ სივრცეებსა და  დაბალი სიმჭიდროვის განაშენიანებას მოიცავს, რაც გულისხმობს საკმარის სივრცეებს ადამიანებისთვის, რათა მათ სრულფასოვნად შეძლონ ზღაზე დასვენებით ტკბობა.

გარდა ამისა, „ლისი დეველოპმენტის” ფილოსოფია ეფუძნება „80/20 პრინციპს”, რაც გულისხმობს, რომ ტერიტორიის 80% ეთმობა გამწვანებას, ხოლო შენობები დარჩენილ 20%-ზე განლაგდება. ეს მიდგომა კომპანიისთვის ახალი არ არის. ის, „მწვანე პრინციპის” სახელით, „ლისი დეველოპმენტმა” ჯერ კიდევ 2010 წლიდან დაამკვიდრა და დღემდე მისი ერთგულია. ამით კომპანია ცდილობს ჯანსაღი გარემოს შექმნას ყველგან, სადაც მისი საცხოვრებელი კომპლექსებია.

ქართული რივიერა

“ბუკნარის” საკურორტო უბანი ზღვის პირველ ზოლშია განთავსებული და გამოირჩევა უნიკალური კლიმატით, სადაც ზღვის ნოტიო ჰაერი და სუბტროპიკული ტყეების ჟანგბადი ერთმანეთს ერწყმის, რაც მას იდეალურ დასასვენებელ და საცხოვრებელ ადგილად აქცევს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ “ბუკნარი” ხმელთაშუაზღვის ელიტური კურორტების ქართული ალტერნატივაა, რადგან იგი ამ კლასის დასასვენებელი ზონისთვის დამახასიათებელ ყველა პირობას აკმაყოფილებს და აერთიანებს ბუნებრივ სილამაზეს, განვითარებულ ინფრასტრუქტურას და მაღალი ხარისხის მომსახურებას.

მინიმალისტური არქიტექტურა

მინიმალისტური არქიტექტურა ცნობილი დიზაინფილოსოფიაა, რომელიც ფოკუსირდება იმაზე, რომ „გენიალურობა სიმარტივეშია”. არაფერი გადატვირთული და ზედმეტი, მეტი აქცენტი ესთეტიკასა და ფუნქციურობაზე – ეს ამ ფილოსოფიის მთავარი ღერძია, რომელსაც „ბუკნარის” პროექტი ითვალისწინებს. შესაბამისად, შენობა იქნება სრულიად გამჭვირვალე – შუშის ექსტერიერით, რაც საოცრად ლამაზად აირეკლავს ზღვის ბუნებრივ ფერებს.

არქიტექტურისა და ადგილობრივი ლანდშაფტის ჰარმონიული სინთეზი

„ლისი დეველოპმენტი” ზრუნავს იმაზე, რომ ააშენოს არა მხოლოდ უბრალო თანამედროვე საცხოვრებელი უბანი, არამედ უზრუნველყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. პროექტის დაგეგმარებისას აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ არ გაჩეხილიყო ადგილობრივი ხეები. შედეგად, კომპლექსის მომავალი ბინადრები საკუთარი აივნებიდან ასწლოვან ხეებს გადმოხედავენ, რაც ბუნებასთან სიახლოვის საოცარ შეგრძნებებს შექმნის.

გამართული ინფრასტრუქტურა და ჯანსაღი ცხოვრების წესი

მართალია, თანამედროვე ადამიანს ბევრი საჭიროება აქვს, მაგრამ “ბუკნარის” პროექტში ყველა ეს აუცილებლობა გათვალისწინებულია. აქ დაგხვდებათ აუზი, რესტორანი, რეკრეაციული ზონები, სპორტული მოედანი და ყველა სხვა მომსახურება, რაც საშუალებას მოგცემთ, ტერიტორიის დატოვების გარეშე დაიკმაყოფილოთ საჭიროებები, მიჰყვეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, იცურაოთ და დაკავდეთ სპორტით – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი.

საინვესტიციო შესაძლებლობა

იმის გარდა, რომ ეს ადგილი მიმზიდველია საცხოვრებლად, სეზონურად ის მაღალ საინვესტიციო მოგებასაც გპირდებათ, რადგან თავისი ადგილმდებარეობითა თუ აღჭურვილობით, ტურისტებისთვის საოცნებო ადგილს წარმოადგენს. თითოეულ აპარტამენტს ზღვის ან მთის ხედი გააჩნია. კურორტი იდეალური ადგილია როგორც საოჯახო დასვენებისთვის, ისე სოლო-მოგზაურებისთვისაც. 34 კვ.მ.-დან 101 კვ.მ.-მდე ფართობის მქონე სასტუმროს სტანდარტით აღჭურვილი აპარტამენტები ავეჯით, სამზარეულოთი და სრული რემონტით ბარდება.

დღეს, როდესაც დაბალანსებული ცხოვრების სტილი ყველაზე პოპულარულია, “ბუკნარი” ის ადგილია, რომელსაც სწორედ ასეთი პირობების შემოთავაზება შეუძლია. აქ ყველაფერი დაგხვდებათ მშვიდი ცხოვრებისთვის, თქვენ კი მხოლოდ კარის გაღება და კომფორტით ტკბობა დაგჭირდებათ.

[R]

E-Buildway სამშენებლო ინდუსტრიის გამოფენა „Bauma Munich” 2025-ზე იქნება წარმოდგენილი

თანამედროვე სტილის საზაფხულო სახლი შვედეთში