in

დიდი ფასდაკლებები ავეჯზე და ტური საქართველოს სასტუმროებში საჩუქრად – „კომფორტერი“ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას განაგრძობს

ზოგჯერ კრიზისები არა მხოლოდ პრობლემებს წარმოშობს, არამედ ახალი შესაძლებლობების დასაწყისიც ხდება. დაახლოებით ასე დაიწყო „კომფორტერის“ ინიციატივაც — ჯერ კიდევ მაშინ, როცა 2019 წელს საქართველოს ტურისტული სექტორი სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბაზარი დროებით დაიკარგა, რაც შიდა ტურიზმის განვითარების აუცილებლობად აქცია.

სწორედ ამ ფონზე “კომფორტერში” დაიბადა იდეა: გაერთიანებულიყო პროდუქტის გაყიდვა და შიდა მოგზაურობის ხელშეწყობა ერთ კამპანიაში. კომპანიამ ავეჯის შეძენასთან ერთად, მომხმარებელს საქართველოს აღმოჩენის შესაძლებლობაც შესთავაზა. მაშინ ეს იყო ჟესტი — თანადგომის, გამხნევების, პასუხისმგებლობის. ახლა კი ეს უკვე ბრენდის წლიური ტრადიციაა, რომელიც წლიდან წლამდე იხვეჭს საზოგადოებრივ სიმპათიას.

2025 წელს კამპანია მეექვსედ ბრუნდება: 3 ივნისიდან თვის ბოლომდე „კომფორტერის“ მაღაზიებში მომხმარებელს ელოდება როგორც საგრძნობი ფასდაკლებები, ისე საინტერესო ბონუსები. შერჩეული პროდუქცია — ავეჯი, ტექსტილი, დეკორატიული ელემენტები — ხელმისაწვდომი გახდება 20-დან 60%-მდე ფასდაკლებით.

ყოველი შენაძენის შემდეგ, მისი ღირებულების მიუხედავად, ავტომატურად იღებს საჩუქარს — მომავალ შესყიდვაზე დამატებით ფასდაკლებას ან დასვენების სრულად დაფინანსებულ ვაუჩერს ერთ-ერთ პარტნიორ სასტუმროში.

სასტუმროების სიაში უკვე შედის ისეთი ობიექტები, როგორებიცაა:

  • Bioli Medical Wellness Resort

  • Radisson Collection, Tsinandali

  • Park Hotel Kvareli

  • Nekresi Estate

  • Lopota Lake Resort

ამას გარდა, „კომფორტერი“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა რეგიონში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან და სასტუმროებთან, რაც კამპანიას კიდევ უფრო ღირებულს ხდის. პარტნიორთა სრული ჩამონათვალი მალე გახდება ხელმისაწვდომი, რათა მომხმარებელმა  მარტივად შეძლოს არჩევანის გაკეთება.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, ინიციატივა ერთდროულად ემსახურება მომხმარებლის მოტივაციას, ბრენდის გამორჩეულ პოზიციონირებას და ადგილობრივი ტურიზმის მხარდაჭერას. ასეთი მიდგომით „კომფორტერი“ ქმნის უნიკალურ შეთავაზებას ბაზარზე, რაც მას მნიშვნელოვნად განასხვავებს კონკურენტებისგან.

„ეს ჩვენი მხრიდან არა მხოლოდ ჯილდოა მომხმარებლისთვის, არამედ ინვესტიციაა ქვეყნის შიგნით ტურიზმისა და ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებაში. ჩვენთვის პრიორიტეტია ისეთი ინიციატივების წახალისება, რომელიც დადებით გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურ მომხმარებელზე, ისე ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზე მთლიანობაში“, — აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

[R]

ბინა საინტერესო აქცენტებით ალექსიძის ქუჩაზე – სტუდია 4 Visual-ის ნამუშევარი

რძირსფერი ტონებისა და ხის მასალის გამოყენებით შექმნილი სკანდინავიური ინტერიერი