in

“ახალი წელი მოსულა” – კომფორტერი ჯადოსნურ საახალწლო დღესასწაულს გვპირდება

კომპანია მომხარებლებს 25-დან 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები სხვადასხვა დროიდან, ერთმანეთის მსგავსად თუ განსხვავებულად ერთვებიან საახალწლო სამზადისში. თუმცა თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს — ჯადოსნური დღესასწაულის სიყვარული. რა თქმა უნდა, საახალწლო განწყობას შესაბამისი გარემოც სჭირდება.

ქალაქშიც ნელ-ნელა ჩნდება საახალწლო დეკორაციები და გარემოც სრულ მზაობას აცხადებს ახალი წლის დასახვედრად. ქუჩებში მოციმციმე ნათურები, სხვადასხვაგვარად გამოწყობილი ნაძვის ხეები, სპეციალურად ამ პერიოდისთვის შექმნილი პროდუქცია, რომელიც ვიტრინებს მიღმა ყველას ყურადღებას იქცევს — ბრენდები ხომ საგულდაგულოდ ზრუნავენ კრეატიული ნაწარმის შექმნასა და ხალხის გახარებაზე.

ამ საერთო სამზადისშიკომფორტერმაცარ დააყოვნა, “ახალი წელიც მოსულაოგანგვიცხადა და მომხმარებლებს სრულ კოლექციაზე 25-დან 40%-მდე ფასდაკლება შესთავაზა. შოურუმში წარმოდგენილია საძინებლის, მისაღების, სამზარეულოს, რბილი და აბაზანის ავეჯის ახალი კოლექცია. ასევე, დამატებულია ახალი “ქარხანა” კომპანია, რომელიც კიდევ უფრო მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნილებებს და საშუალებას აძლევს, მათთვის სასურველი მასალის, ფერის, ზომის, სრულიად მათზე მორგებული ავეჯი შეუკვეთონ…

ჯადოსნური ახალი წლის მოწყობა, ბევრად უფრო მარტივია კომფორტერთან ერთად, ჩვენი ავეჯით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვეთავაზებინა მსგავსი აქცია. ის ჯადოსნური სამყარო, რომელიც ჩვენთან დახვდებათ ადამიანებს, კიდევ უფრო კომფორტულს და მხიარულს გახდის შეძენის პროცესს — აღნიშნავს მარიამ დვალიშვილი, კომფორტერის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

[R]

სახლი, როგორც განტვირთვის სივრცე – NatureHumaine-ს ნამუშევარი კანადაში

დეველოპერული კომპანია სფერას საინტერესო ინიციატივა – მზის ელექტრო სადგური საცხოვრებელ კორპუსზე