in

დეველოპერული კომპანია სფერას საინტერესო ინიციატივა – მზის ელექტრო სადგური საცხოვრებელ კორპუსზე

დეველოპერულმა კომპანია „სფერა“-მ და მზის ენერგოსადგურების საპროექტო-სამონტაჟო კომპანია „ჯეო ენერჯი“-მ დაასრულა “სფერა ბაგების” კორპუსზე 10 კვტ-იანი დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟება. სადგური წლიურად დაახლოებით 12,000 კვტ/სთ ენერგიას გამოიმუშავებს, რაც ნიშნავს, რომ “სფერა ბაგების” მობინადრეები სრულად იქნებიან უზრუნველყოფილი ლიფტების, საერთო სარგებლობის სივრცეებისა და ეზოს ტერიტორიის განათებისთვის საჭირო ელექტროენერგიით.

კომპანია სფერას ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.

 „ვთვლით, რომ მზის ენერგია არის ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა და ადვილად ასათვისებელი ენერგიის წყარო. სფერას მობინადრეებისთვის საუკეთესო გარემოს შექმნა კი გუნდის მთავარი მიზანია, –  ამბობს კომპანიის დირექტორი გიორგი მეტრეველი

კომპანია სფერა, განაგრძობს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საკითხებში საინტერესო ინიციატივებს და მომავალშიც სიახლეებს შესთავაზებს მის არსებულ და მომავალ მობინადრეებს.

დეველოპერული კომპანია სფერა, ამჟამად 2 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.

“სფერა ბაგები” – წყნეთის გზატკეცილის 51- ში და “სფერა ნუცუბიძე”, ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის 1 კვარტალში.

[R]

“ახალი წელი მოსულა” – კომფორტერი ჯადოსნურ საახალწლო დღესასწაულს გვპირდება

მიდეას 4 პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ