in

მიდეას 4 პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებთ

ტექნოლოგიებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ დღეს ყოველდღიურ საქმეებსა თუ აქტივობებს გაცილებით მოკლე დროში და ნაკლები ძალისხმევით ვასრულებთ, ვიდრე ამას თუნდაც რამდენიმე წლის წინ ვახერხებდით. სხვადასხვა მოწყობილობების გარეშე ჩვენი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელიც არის. თუმცა, თქვენი ყოველდღიურობა კიდევ უფრო მარტივი გახდება, თუკი მიდეას მიერ წარმოებული სამზარეულოს ტექნიკის უახლეს და ინოვაციურ მახასიათებლებს გამოცდით. ის მომხმარებლების საჭიროებების კვლევის საფუძველზე იქმნება და სრულადაა მორგებული თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს.

მაშ ასე, მოკლედ მოგიყვებით რამდენიმე მათგანზე.

წვენსაწური

თუკი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენის მოყვარული ხართ, მაშინ მიდეას წვენსაწური აუცილებლად უნდა გამოსცადოთ. მისი დახმარებით წვენის დაწურვა გაცილებით მოკლე დროშია შესაძლებელი – ამისთვის მას მხოლოდ 10 წამი სჭირდება. ასევე, ის არის იმდენად ტევადი, რომ შეგიძლიათ ხილისა და ბოსტნეულის წვრილად დაჭრისთვის თავი აღარ შეიწუხოთ და მასში პირდაპირ მოათავსოთ მთლიანი ან მსხვილი ნაჭრები. ამასთან ერთად, მიდეას წვენსაწური ერთნაირად კარგად წურავს წვენს როგორც რბილი, ისე მაგარი ხილისა და ბოსტნეულისგან. ამ მოწყობილობის მეშვეობით პროდუქტებისგან წვენი მაქსიმალურად გამოიყოფა, მასა კი თანაბარი და ერთგვაროვანია.

მიდეას წვენსაწური არის მრავალფუნქციურიც – შეძლებთ ფაფის, პიურეს და ხილისა თუ ბოსტნეულის ნაყინის დამზადებასაც. მოწყობილობას აქვს თვითწმენდის ფუქნციაც. მასალა კი, რომლისგანაც ის მზადდება, არის უსუნო და არანაირ ეფექტს არ ახდენს წვენის გემოზე.

ბლენდერი

ბლენდერი ერთ-ერთი საყვარელი მოწყობილობაა მათთვის, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს აქტიურად მისდევს. ის განსაკუთრებით გვიმარტივებს ხილისა და ბოსტნეულის საჭირო პორციის მიღებას სმუზების სახით. მიდეას ბლენდერის დახმარებით კი ეს თქვენთვის კიდევ უფრო მარტივი გახდება. მისი დანის ბასრი პირები ეფექტურად და სწრაფად აქუცმაცებს ხილსა და ბოსტნეულს, იოლად უმკლავდება ყინულის ნატეხებსა თუ სხვა მყარ პროდუქტებსაც.

მიდეას ბლენდერი არ შეიცავს BPA ნივთიერებებს. მათ ხშირად იყენებენ მსგავსი პროდუქტების წარმოებისას, რაც მავნე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე.  სწორედ ამიტომ, მიდეას BPA Free ბლენდერით გემრიელთან ერთად, კიდევ უფრო ჯანსაღი საკვების მიღებასაც შეძლებთ. გარდა ამისა, ის აღჭურვილია მძლავრი ძრავით, რაც მის დიდხანს მუშაობას უზრუნველყოფს.

ჩოპერი

თუკი, დიდი დრო გეხარჯებათ ხორცის, მწვანილის, ბოსტნეულისა თუ ხილის დაჭრაში, ამ პრობლემას მიდეას ჩოპერი მოგიგვარებთ. ბლენდერის მსგავსად, მისი ბასრი დანებისთვის ნებისმიერი ტიპის პროდუქტის დაჭრა უმარტივესი დავალებაა და მას უმოკლეს დროში ასრულებს. ამასთან ერთად, ძრავა მუშაობს დაბალ ხმაზე და ხანგრძლივი დროით. მიდეას ჩოპერის დახმარებით კერძების დამზადება სულაც აღარ იქნება ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი.

ელექტრო ჩაიდანი

მიდეა ელექტრო ჩაიდნების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ის მრავალი წელია მუშაობს ამ პროდუქტის კიდევ უფრო განვითარებასა და დახვეწაზე. მიდეას ელექტრო ჩაიდნები გაცილებით სწრაფია და შედარებით უხმო. ამასთან ერთად, მასალა, რომლითაც კომპანია ამ პროდუქტს ამზადებს არანაირ რეაქციაში არ შედის წყალთან და არის აბსოლუტურად უსაფრთხო.

მიდეას ტექნიკის უპირატესობების ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც მათი გამოყენების შემდეგაც გახდება ცხადი. რთული არ არის, მაშინვე შეამჩნიოთ მისი არამხოლოდ ზოგადი მახასიათებლების, არამედ უმცირესი დეტალების დახვეწილობაც კი. ეს პროდუქტები ერთდროულად გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას და ყველაზე რუტინულ საქმეებსაც კი სასიამოვნოს გახდის.

[R]

დეველოპერული კომპანია სფერას საინტერესო ინიციატივა – მზის ელექტრო სადგური საცხოვრებელ კორპუსზე

“მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე” – Myhome-ის დეველოპერული კომპანიების განახლებული მოდული