in

ცხოვრება დაბალსართულიან კომპლექსში — 5 მთავარი უპირატესობა

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამშენებლო ბაზარზე ცათამბჯენები და მაღალსართულიანი კომპლექსები საკმაოდ მომრავლდა, უფრო დდი პოპულარობით სარგებლობს დაბალსართულიანი, ინდივიდუალური დიზაინის საცხოვრებელი კომპლექსები, რომლებიც მეტად ითვალისწინებს გარემოს და იდეალურად ერწყმის ლანდშაფტს. ამასთანავე, ასეთი საცხოვრებელი პრივატულ გარემოს ქმნის და უფრო კომფორტულ და მყუდრო საცხოვრებელ პირობებს გვთავაზობს. დღევანდელ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ ძირითად უპირატესობებზე, რომლებიც დაბალსართულიან  კორპუსებს ახასიათებს.

ინდივიდუალური პროექტი და არქიტექტურული მიმზიდველობა — დაბალსართულიანი კომპლექსები ინდივიდუალური დიზაინით და დახვეწილი, გააზრებული არქიტექტურით გამოირჩევა. განსხვავებით უკონტექსტო მაღალსართულიანი კომპლექსებისგან, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გარემოსთან სრულიად შეუსაბამოა და არამიმზიდველი არქიტექტურული გადაწყვეტილებებით ხასიათდება,  მცირე მასშტაბის პროექტებში მკვეთრად იგრძნობა არქიტექტურული პრინციპების, გარეგნული მახასიათებლებისა და ირგვლივ არსებული ლანდშაფტის ჰარმონიული სინთეზი, რაც მის უპირატესობას განაპირობებს.

გარემოსთან კავშირი — ბინის შერჩევისას არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებასთან სიახლოვე. დაბალსართულიან კომპლექსში ცხოვრებისას უფრო თვალსაჩინოა საცხოვრებლის ხედთან, ლანდშაფტთან, რეკრეაციულ ზონებთან და მოსასვენებელ სივრცეებთან კავშირი, რაც მაღალსართულიან შენობებში ჭირს, რადგან შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საცხოვრებელი ირგვლივ არსებულ გარემოსგან იზოლირებული და გაუცხოებულია. ამიტომ მაცხოვრებლების უმეტესობა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, დაბალსართულიან კორპუსში ამჯობინებს ცხოვრებას.

მყუდრო და კომფორტული ცხოვრება — დაბალსართულიან კომპლექსში ბინათა რაოდენობა შედარებით მცირეა, რაც  ნაკლებ ხმაურს, მეტ პრივატულობის განცდასა და სიმყუდროვის შეგრძნებას განაპირობებს, ამიტომ ამგვარ შენობებში ცხოვრება გაცილებით მოსახერხებელი და კომფორტულია. ამას გარდა, არანაკლბ მნიშვნელოვანია, რომ მცირე მასშტაბის კომპლექსის მოვლა  და უსაფრთხოების ნორმების დაცვა გაცილებით იოლია, საერთო პრობლემის მოგვარება კი ბევრად ეფექტურად ხდება, რადგან მაცხოვრებლებს შორის კომუნიკაცია უფრო სწრაფად და ადვილად მყარდება.

გაუმჯობესებული სოციალური ურთიერთობა ­— თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ, მეზობლებს შორის ურთიერთობა საკმაოდ იშვიათია. მაღალსართულიან, მრავალბინიან კორპუსებში მაცხოვრებლებს ერთმანეთის გაცნობა და სოციალური ურთიერთობები მეტად უჭირთ, ვიდრე მცირე მასშტაბის, დაბალსართულიანი კომპლექსის მობინადრეებს. ამასთანავე, ასეთ პროექტებში უმეტესად  გათვალისწინებულია დამატებითი ინფრასტრუქტურული ელემენტები, როგორიცაა სპორტდარბაზი, მოსასვენებელი სივრცეები და რეკრეაციული ზონები, რაც მაცხოვრებლების დაახლოებას კიდევ უფრო უწყობს ხელს.

კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა — აუცილებლად ცალკე პუნქტად უნდა გამოიყოს ის ინფრასტრუქტურული ელემენტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, დაბალსართულიან კომპლექსებს ახასიათებს. როგორც უკვე ვახსენეთ, ამგვარი კორპუსები, უმეტესად, ინდივიდუალური პროექტის მიხედვით შენდება, რის გამოც დეტალებსა და ხარისხს გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, დაბალსართულიან კომპლექსში ბინის შეძენისას, გარდა უმაღლესი ხარისხის მასალებით მოპირკეთებული სახლისა, თქვენ მიიღებთ  თანამედროვე სტანდარტის ავტოსადგომებს, საპარკინგე ზონებს, უსაფრთხოების სისტემას, რეკრეაციულ, გასართობ და სავარჯიშო სივრცეებს, რაც თქვენს ცხოვრებას ბევრად უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების გათვალისწინებით, დაბალსართულიან კომპლექსებზე მოთხოვნა თბილისში საკმაოდ მაღალია. ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის”  პროექტი – „ნამაი ვაკე“, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს, სწორედ ამ კონცეფციის მქონე საცხოვრებელია. ის ერთდროულად აკმაყოფილებს ისეთ მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, როგორიცაა დახვეწილი სტილი, სკანდინავიური არქიტექტურა, ბუნებასთან კავშირი, კეთილმოწყობილი ლანდშაფტი და ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები. ამასთანავე, კომპლექსი უახლესი ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი და მაცხოვრებლებს კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობას სთავაზობს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

Ultrafragola – სარკე, რომელიც ქალის ფორმებს სასიამოვნოდ აცოცხლებს

მინიმალისტური ინტერიერი ლისის ტბის მიმდებარედ — თინათინ ძირკვაძის ნამუშევარი