in

დამალული სახლი რუსეთში

რუსულმა არქიტექტურულმა სტუდიამ – Niko Architects დააპროექტა სახლი, რომელიც ხელოვნურად მოწყობილ ბორცვშია ჩამალული. სამ საძინებლიანი სახლის თვალშისაცემი დეტალი სახურავის კონუსური ფანჯრებია. სახლს მწვანე, Dome-ის ფორმის გადახურვა აქვს. სწორედ ამ სახლში იღებდნენ ბრიტანულ ბავშვთა გადაცემას – Teletubbies და მას შემდეგ სახლსაც შემორჩა ეს სახელწოდება.

ჩრდილოეთით სახლი ვიტრაჟებით იხსნება შიდა ეზოსკენ, ექსტერიერშიც და ინტერიერშიც თეთრი ფერი ჭარბობს, რაც კიდევ უფრო გამოკვეთილია მწვანე ლანდშაფტის ფონზე. სახლის ფორმა გეგმაზე ინგლისური U-ს ფორმის არის და იდეალურად ერგება მზის მოძრაობის სქემას დღის განმავლობაში: მზე დილით გადახურვის ღიობებიდან შემოდის სასტუმრო ოთახში, საღამოს კი საძინებლებში. შიდა ეზო გარშემორტყმულია მინის ვიტრაჟებით. ინტერიერშიც ბორცვის გეომეტრიაა გამეორებული და ჭერის კონტური მომრგვალებულია. სახლში ასევე ვხვდებით მასიური ხის გამყოფ ტიხრებს.

სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია მრგვალი კიბე, რომელიც საცხოვრებლის მეორე დონეზე ადის, სადაც საძინებლებია განთავსებული. სახლში ასევე ვხვდებით ხელოვნების რამდენიმე ცნობილ ნამუშევარს და დიზაინერების ცნობილ ავეჯს.

ფოტოები: Vasiliy Khurtin

წყარო: Archdaily

წიგნის თაროების საინტერესო იდეები

მალიორკაში მდებარე Casa Palerm