in

კომპანიები საქართველოდან, რომლებიც თქვენი სახლის უსაფრთხოებაზე იზრუნებს

სახლის დაცვა და მასზე ზრუნვა თითოეული ადამიანის უპირველესი ამოცანაა. უძრავი ქონება მნიშვნელოვანი კაპიტალია, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, მით უმეტეს, თუ თანამედროვე, მაღალი სტანდარტებითა და ძვირადღირებული მასალით აღჭურვილ სივრცეებზე ვსაუბრობთ. მათ დაზიანებას ან დაკარგვას სერიოზული ზარალის მოტანა შეუძლია. სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე და შესაბამის სამსახურს მიმართოთ, რომელიც საცხოვრებელს 24 საათის განმავლობაში დაიცავს. დღეს იმ კომპანიებს გაგაცნობთ, რომლებიც მსგავს მომსახურებას გაგიწევთ.

1. ალგანი

კომპანია „ალგანი“ არაერთ ისეთ მომსახურებას გთავაზობთ, რომლებიც თქვენს უსაფრთხო ცხოვრებას უზრუნველყოფს. ესენია: ვიდეოთვალი, რომლის დამონტაჟებითაც საცხოვრებლის მონიტორინგს შეძლებთ; სიგნალიზაცია, რომელიც დაგეხმარებათ, სახლის მთლიანი პერიმეტრი გააკონტროლოთ. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლის ტერიტორიაზე „ალგანის“ თანამშრომლების მობილიზებაც შესაძლებელია.

2. მაგისტრი

სიგნალიზაციის, ვიდეოკონტროლისა და ცოცხალი ძალის გარდა, „მაგისტრი“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ დაცვის სისტემებს გთავაზობთ, რომელთა დახმარებითაც ნებისმიერი წერტილიდან, მხოლოდ მობილურის გამოყენებით, შეძლებთ სახლის გაკონტროლებას. დაცულ ადგილას უკანონოდ შეღწევისას დეტექტორი ინფრაწითელი სხივების მეშვეობით მოძრავ ობიექტს აღმოაჩენს და განგაშის სიგნალს პანელს გადასცემს, რომელიც შეტყობინებას მობილურ ტელეფონზე გამოგიგზავნით. კარის ან ფანჯრის გაღებისას მათი უსადენო კონტაქტი სიგნალს პანელს გადასცემს, რომელიც ავტომატურად შეგატყობინებთ ფაქტის შესახებ, რაც საკმაოდ გაგიმარტივებთ სახლის კონტროლს.

3. Innotech Smart Security

უსაფრთხოების ტექნიკის მომწოდებელი კომპანია „Innotech Smart Security“ 2016 წლიდან თავდაცვის სფეროში აქტიურად საქმიანობს. იგი მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს: ვიდეოკამერებს, სახანძრო სიგნალიზაციის სისტემებს, დაცვით სიგნალიზაციას, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს, ასევე, მათ მონტაჟსა და ტექნიკურ მხარდაჭერას. ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კომპანია ხარისხიან და თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს.

4. ორბი

კომპანია „ორბი“ დაცვის სრულყოფილ მომსახურებას გთავაზობთ, რომელიც გულისხმობს თქვენი ბინების, აგარაკების, სახლებისა თუ ოფისების სიგნალიზაციით აღჭურვას, ვიდეოთვალით კონტროლსა და ფიზიკური დაცვას. უახლესი დაცვითი სისტემების გამოყენებით, კომპანიის შესაბამისი სამსახური თქვენი და თქვენი ოჯახის უსაფრთხოებასა და მშვიდ ცხოვრებაზე იზრუნებს.

5. Global Solution

Global Solution“-ი 2013 წლიდან სახანძრო და უსაფრთხოების სისტემების საინჟინრო პროექტირებაში მონაწილეობს. კომპანია მომხმარებელს საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამის დაცვის სისტემებს სთავაზობს. კომპანია გაგიწევთ სრულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს თქვენთვის სასურველი სივრცის აღჭურვას თანამედროვე სამეთვალყურეო სისტემებით, ასევე სახანძრო უსაფრთხოების შემუშავებას, რომლის მიზანი ტერიტორიის დაცვა და დანაშაულის პრევენციაა.

6. გრიფინი

გრიფინი“ კიდევ ერთი კომპანიაა, რომელსაც კერძო საკუთრების დასაცავად  შეგიძლიათ მიმართოთ. იგი გთავაზობთ ბინების, სახლების, ოფისების, კომერციული ობიექტების მონიტორინგსა და კონტროლს სიგნალიზაციის, ვიდეოთვალთვალის, საგანგაშო ღილაკის, 24-საათიანი მონიტორინგისა და ცოცხალი დაცვის მეშვეობით.

7. Geo Security

ქართულ-ფრანგულ დაცვის კომპანია „Geo security“-ს უსაფრთხოების სფეროში 18-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი ფრანგული კომპანიის, „Surtec“-ის პარტნიორი კომპანიაა საქართველოში. „Geo security“ გთავაზობთ გადამზადებული გუნდის 24-საათიან მომსახურებას, ასევე, ისეთ მრავალფეროვან სერვისებს, როგორებიცაა: სიგნალიზაცია (სადენიანი/უსადენო), სათვალთვალო და სახანძრო სისტემები, SOS ღილაკის მომსახურება და 24-საათიანი ვებმონიტორინგი.

8. ევროტეჩი

ევროტეჩი“ უსაფრთხოების სისტემების ინოვაციურ ტექნოლოგიებს გთავაზობთ, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და მას ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის. კომპანიის მიერ შემოთავაზებული უსადენო დომოფონი, იმის გარდა, რომ თქვენს უსაფრთხოებას დაიცავს, მობილური ტელეფონის მეშვეობით გააკონტროლებს სივრცეში შემომსვლელებსა და გამსვლელებს და ყველა მათგანს დისტანციურად უღებს სადარბაზოს კარს. ამ და სხვა მრავალი თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, საცხოვრებელს მუდმივად გააკონტროლებთ და თავს უფრო დაცულად იგრძნობთ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რბილი ავეჯის 7 დახვეწილი მოდელი ორიგინალური ინტერიერის შესაქმნელად – Homeis.ge-ს რჩეული ვარიანტები „კომფორტერიდან“

„ბექაური არტი” – მუდმივი განვითარების სურვილით შექმნილი ავეჯი