in

რბილი ავეჯის 7 დახვეწილი მოდელი ორიგინალური ინტერიერის შესაქმნელად – Homeis.ge-ს რჩეული ვარიანტები „კომფორტერიდან“

გამორჩეული სივრცის შექმნაში რბილი ავეჯი დიდ როლს ასრულებს. მას ინტერიერში სითბო და სიმყუდროვე შეაქვს. კომფორტული ავეჯისთვის დამახასიათებელი ნაზი ტექსტურა და ხარისხიანი მასალა გვეხმარება, სრულყოფილად განვიტვირთოთ და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მყუდრო გარემო შევიქმნათ. ამასთან ერთად, ავეჯი ინტერიერის ხასიათს განსაზღვრავს და მას დახვეწილობასა და ელეგანტურობას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, სახლის მოწყობისას ავეჯის შერჩევას დიდი ყურადღება ექცევა.

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ Homeis.ge-ს რჩეულ პროდუქტებს ავეჯისა და აქსესუარების მაღაზიიდან „კომფორტერი“, რომელიც რბილი ავეჯის ხარისხიან, მიმზიდველ და მრავალფეროვან მოდელებს გთავაზობთ. აქვე გაცნობებთ, რომ 4 ივლისამდე შოურუმში 30%-იანი და კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებაა სრულ ასორტიმენტზე, რაც ინტერიერის კეთილმოწყობის ხარჯებს საგრძნობლად შეგიმცირებთ.

1. დივანი ALMERIA

ნაზი ტექსტურის მქონე, რბილი და ფუმფულა დივანი ოჯახის წევრებისა და მეგობრების თავშეყრის განუყოფელი ატრიბუტი გახდება. მოდელი განსაკუთრებით მოუხდება მისაღებს და საღამოების სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას მოგცემთ. ამასთანავე, გამორჩეული დიზაინის მქონე პროდუქტი თქვენს ინტერიერს მომხიბვლელობას შეჰმატებს და ყოველდღიურობას დაუვიწყარი მომენტებით აავსებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. დივანი KATARINA

უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი ეს მოდელი, ფორმისა და მოხმარების სისტემის სიმარტივის წყალობით, უნიკალურია. იგი შეგიძლიათ სრულად მოარგოთ თქვენს საჭიროებებს, განსხვავებული კომბინაციები შექმნათ და ყოველდღიურობა ბევრად უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახადოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. დივანი PUFFY

თავისი განსაკუთრებული დიზაინითა და ფერადოვნებით ეს მოდელი დანახვისთანავე მოგხიბლავთ. თუ გსურთ, თქვენს ინტერიერს საინტერესო, მრავალფეროვანი იერი შესძინოთ, უცხო, ორიგინალური ელემენტებით გააფორმოთ, მაშინ, რბილი ავეჯის ეს ხაზი ნამდვილად დაგეხმარებათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

4. დივანი PUFFY

თუ ინტერიერის განახლებას გადაწყვეტთ, გირჩევთ, ამ მოდელზე შეჩერდეთ. იგი თბილი, დადებითი, კომფორტული და მყუდრო გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ. ამავე დროს, გამორჩეული დიზაინის პროდუქტი ელეგანტურობასა და ჰარმონიას შეჰმატებს თქვენს ოთახს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. დივანი QUAZI

თუ საინტერესო ფილმის თანხლებით ოჯახური და მეგობრული შეკრებები გიყვართ, ეს მოდელი თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს სრულად დააკმაყოფილებს. დიდი, მოსახერხებელი, რბილი და ჰაეროვანი პროდუქტი საყვარელ ადამიანებთან გატარებულ დროს უფრო სახალისოსა და სასიამოვნოს გახდის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

6. დივანი SUNN

ხარისხიანი, მდგრადი, ტევადი და მიმზიდველი დივანი თქვენს ინტერიერს განსაკუთრებულ სივრცედ აქცევს. მისი დახმარებით სახლს მყუდრო თავშესაფრად გარდაქმნით, სადაც დაღლილი და დატვირთული დღის შემდეგ დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

7. დივანი TuTTO

სირბილითა და სინაზით გამორჩეული ეს მოდელი მომხმარებელს განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს. პროდუქტი ოჯახისა და მეგობრების ერთობლივი დასვენებისთვისაა შექმნილი და თქვენს მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს სრულად ერგება: შეგიძლიათ, დივანი გემოვნების მიხედვით გარდაქმნათ, გადააადგილოთ და სასურველ სივრცეში განათავსოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

დაბოლოს, ზემოთ ჩამოთვლილი რბილი ავეჯის მოდელების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მომხმარებელს შეუძლია, თითოეული პროდუქტი საკუთარი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით ააწყოს – შეუკვეთოს სასურველი ფერის, მასალის, ზომის, განლაგებისა და ფუნქციის დივანი, რომელიც სრულად მასზე იქნება მორგებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავეჯის შეძენა მაღაზია „კომფორტერში“ შეგიძლიათ, სადაც მომხიბვლელი დიზაინის მქონე ბრენდული, ხარისხიანი და მდგრადი მოდელები დაგხვდებათ. შოურუმის მონახულება თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის N12-სა და ს. ცინცაძის N14-შია შესაძლებელი.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რით გამოირჩევა „Miele“-ს უსადენო მტვერსასრუტები თანამედროვე ბაზარზე?

კომპანიები საქართველოდან, რომლებიც თქვენი სახლის უსაფრთხოებაზე იზრუნებს