in

დიზაინერების რჩევები ინტერიერში ფერების შერჩევისას

 

სწორი ფერი ინტერიერში არის ფერი რომელიც გიყვარს. როდესაც საქმე იმ ინტერიერს ეხება, რომელშიც უნდა იცხოვრო, დიზაინი მაქსიმალურად შენი გემოვნებით უნდა შეარჩიო. სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის საყვარელი ფერები ინტერიერში სწორად.

მოიძიეთ ინსპირაცია

აუცილებლად დაიწყეთ სახლის დიზაინის კეთება ინსპირაციის ძიებით, რომელიც შესაძლოა იყოს უკვე არსებული ნივთი, გარემო, სადაც იქნება ეს სივრცე, რაიმე ემოცია, ან უბრალოდ სხვადასხვა ჟურნალში ან ინტერნეტში მოძიებული მასალა. ინსპირაცია დაგეხმარებათ , რომ რაღაც მიმართულება მისცეთ დიზაინის პროცესს და მასვე შეუსაბამოთ ფერებიც.

დაიწყეთ ფორმალური სივრცეებიდან

პირველ რიგში შეარჩიეთ ფერი საერთო ოთახისა და ჰოლისთვის, ხოლო შემდეგ ამ ოთახების ტონებისგან შეადგინეთ სხვა ოთახის ფერებიც. ასე მიიღებთ უფრო ერთგვაროვან ინტერიერს. 

60-30-10

დაყავით ფერები 60-30-10 პროცენტული განაწილების პრინციპით. ინტერიერის 60 პროცენტისთვის აიღეთ დომინანტი ფერი (კედლები), 30 პროცენტი იყოს მეორადი ფერი (ავეჯი), ხოლო 10 პროცენტი იყოს აქცენტი (ნივთები)

მუქიდან ღიამდე

ფერები შეარჩიეთ ისე, რომ იატაკი იყოს უფრო მუქი ფერის, კედლები შედარებით ღია, ხოლო ჭერი ყველაზე ღია ტონის. ასეთ დროს ინტერიერში იქმნება ბუნებრივი განწყობა, ინტერიერი გაიმეორებს გარე სამყაროს პრინციპს, სადაც მიწა უფრო მუქი ტონის არის, ხოლო ცისკენ ფერები ღიავდება.

გამოიყენეთ ფერების კატალოგი

ინტერნეტის მეშვეობით ფერების პალიტრაზე დღეს ხელი ყველას მიუწვდება. ეს ყველაზე მარტივი ხერხია ერთი კონკრეტული ფერისთვის სხვა ტონალობების მოსახდენად. შეგიძლიათ აარჩიოთ ტონი, რომელიც გინდათ რომ სახლში დომინირებდეს, ხოლო კატალოგში მარტივად ნახავთ სხვა რომელი ფერი მუშაობას ამ კონკრეტულთან ყველაზე კარგად.

უარი თქვით ტენდენციებზე

სივრცე, სადაც იცხოვრებთ, უნდა იყოს თქვენთვის მისაღები და კომფორტული. შეიძლება რაღაც კონკრეტული ფერი მოდაში იყოს, მაგრამ მსგავსი ტენდენციები ბევრად ადრე ძველდება, ვიდრე ახლად გაკეთებული რემონტი. ამიტომ ფერები სახლში ჩვენი გემოვნებით სჯობს შევარჩიოთ.

სადა ფერები

როგორც დიზაინერები გვირჩევენ, ინტერიერის მოწყობისას, სახლის უძრავი ნაწილი, კედლები, იატაკი, კარები სჯობს იყოს უფრო სადა ფერის, ხოლო სხვა ნივთები, რომელთა შეცვლა და გადაადგილებაც მარტივია – ავეჯი, ფარდები, ხალიჩები იყოს ფერადი. ამგვარად ხშირად შევძლებთ სახლის გადახალისებას

გამოავლინეთ თქვენი თავი

ბოლომდე მიყევით იმას რაც გინდათ. ადამიანები უფრო დააფასებენ ინტერიერს, რომელიც თქვენს პიროვნებას გამოხატავს 

ფოტოები: Yatzer

ორიგინალური წიგნების მაღაზია ჩინეთში

FRAMERY – ღია ოფისებში ხმაურისა და კონფიდენციალურობის გადასაჭრელად