ერთი შეხედვით, სახლის მოწყობა სულაც არ უნდა იყოს რთული – ოთახებს ხომ ფუნქციას თავად სახელწოდებები ანიჭებს: საძინებელი, სამზარეულო, მისაღები ოთახი – თვითონ გვკარნახობს, როგორ მოვაწყოთ და რა ნივთები დაგვჭირდება. თუმცა, როცა გრძელი და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სახლში ბრუნდები, ან მზიან შაბათს, დილით აივანზე ყავით ხელში გასული, იმაზე მეტს ნატრობ, ვიდრე უბრალოდ ფუნქციურად სწორად დალაგებული ავეჯი და ჭურჭელია. ყველას გვინდა, რომ ინტერიერმა შეგვიქმნას განწყობა, მეორე მხრივ კი, სტუმარი რომ მოვა ჩვენთან, აქედან გასულმა თქვას, რა სასიამოვნო გარემოში ვიყავიო…
რთულია, ზუსტად გადმოსცე, რა განსხვავებაა სიმყუდროვის პერსონალურ განცდასა და იმ ნივთების ერთობლიობას შორის, რომლებსაც სტანდარტული მაღაზიების ვიტრინებსა თუ ონლაინსივრცეში აწყდები. ქართულ ენაში არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც სწორედ ამ შეგრძნებასა და კონტრასტს გამოხატავს. ამიტომაც, როგორც კი საოცნებო, ახლობელ და შენთვის ცხადად განცდილ სახლზე საუბარი დავიწყეთ, მაშინვე გაჩნდა სიტყვა – „შინ“. სინამდვილეში, სახლს, რომელიც შენია და შენი სურვილების, ინდივიდუალიზმის, მისწრაფებებისა და სტილის ყველა დეტალს გამოხატავს, უბრალოდ სახლი კი არა, შინ ჰქვია. ეს არის ადგილი, სადაც ყველა კუთხე გიყვარს და თითოეული დეტალი შენს პერსონალობას გამოხატავს.
სწორედ ამ იდეითაა შთაგონებული Dressup Home, რომელიც ინოვაციურობას, ხარისხს, ელეგანტურობასა და კომფორტსა ამჯერად ინტერიერის რჩეულ ბრენდებთან ერთად ქმნის. Dressup Home-ში მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ჭურჭელი, სამზარეულოს აქსესუარები, დეკორი, ტექსტილი, განათება, წიგნები თუ სხვა პროდუქტი, რომლებსაც საკმაოდ ცნობილი და მაღალ ხარისხზე ორიენტირებული ბრენდები აწარმოებენ. ეს ბრენდებია: Cehoma, Opjet, Salt & Pepper, Gentlemen’s Hardware, Blue Shaker, The Nice Fleet და სხვა, მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, რომლებიც დახვეწილ და სანდო კოლექციას აერთიანებს.
ინტერიერის მოწყობაში დიდ როლს თამაშობს ბუნებრივი მასალები, თანამედროვე დიზაინი, ვინტაჟური შარმი, ეთნიკური გავლენები, ხელოვნებით შთაგონებული ნივთები თუ არტისტული რეტრო გრაფიკა – გემოვნება ბევრნაირია, ამიტომ აუცილებელია, გვქონდეს არჩევანის გაკეთების საშუალება, რათა თავი შინ ვიგრძნოთ და არა უბრალოდ სახლში.
ეს კონცეფცია ბრენდისთვის უცხო და ახალი არ არის. აქამდე Dressup.ge ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფართო არჩევანით აძლევდა შესაძლებლობას მომხმარებელს, საკუთარი სტილი გამოეხატა. ახლა კი ეს ხედვა უფრო გაფართოვდა და ახალ მიმართულებად ჩამოყალიბდა, რომელსაც Dressup Home ჰქვია.
გუნდში სჯერათ, რომ ინდივიდუალიზმს არა მხოლოდ ჩაცმა-დახურვა, არამედ სახლის მოწყობაც გამოხატავს – როგორ ფერებს ირჩევ, როგორი ნივთები გიწყვია ოთახში თუ როგორი ტექსტურა აქვს შენს სახლს მთლიანად, პირდაპირ მეტყველებს შენს ხასიათსა და აურაზე, რომელიც გინდა, რომ შინ ყოფნისას დაგხვდეს. ამიტომ Dressup Home ახალი თავია ბრენდის, Dressup.ge-ს ისტორიაში. თუკი აქამდე ის ცხოვრების სტილის შექმნაში ჩაცმულობით გეხმარებოდა, ამიერიდან ის სრულფასოვნად შენი საყვარელი Lifestyle სივრცე გახდება, რომლითაც საკუთარ კომფორტის ზონას თავად შექმნი.
შენი სახლი არის შინ – Dressup Home
[R]