in

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი

ნოემბრის მიწურულს წინასაახალწლო ფუსფუსი აქტიურ ფაზაში შედის. ქუჩები, მაღაზიები თუ სავაჭრო ცენტრები ციმციმა საახალწლო დეკორაციებით ირთვება, რაც ახალი წლის მოლოდინსა და წინასაახალწლო შოპინგის სურვილს კიდევ უფრო ამძაფრებს. დიდი თუ პატარა საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევას სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს. ყველას უნდა შეარჩიოს ისეთი საჩუქარი, რომელიც დასამახსოვრებელი და ფუნქციური იქნება მისი ადრესატისთვის.

რა ვაჩუქო რომ მოეწონოს? ან როგორ შევარჩიოთ საჩუქარი სწორად? ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამ პერიოდში აქტუალობას არ კარგავს.

იმისათვის რომ საჩუქრის არჩევის პროცესი გაგიმარტივდეთ ელიტ ელექტრონიქსმა მოამზადა საახალწლო საჩუქრების სია, რომელიც გადაწყვეტილების მარტივად მიღებაში დაგეხმარებათ.

მუსიკის მოყვარულთათვის

ალბათ ყველას გვყავს მეგობარი, ვინც სულ უსმენს მუსიკას და მუდმივად ცდილობს თავისი მუსიკალური განწყობით გაგამხიარულოს. ასეთი ადამიანებისთვის საუკეთესო საჩუქარი კარგი ხარისხის აუდიო სისტემაა, რადგან კარგმა მელომანმა ყველაზე უკეთ იცის გემოვნებიანი მუსიკისა და კარგი ჟღერადობის მქონე აუდიო მოწყობილობის ფასი.

ყავის მოყვარულთათვის

ბევრი ჩვენგანისთვის დილა ყავის გარეშე წარმოუდგენელია. ზოგისთვის ის საუზმის ჩანაცვლების კარგ ალტერნატივასაც კი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ყავაზე დამოკიდებული ადამიანებისთვის ყავის აპარატი, რომელიც რამდენიმე სახეობის ხარისხიან ყავას ამზადებს, საუკეთესო საჩუქრად შეიძლება ჩაითვალოს.

ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის

ყველა სამეგობროში მოიძებნება ისეთი ადამიანი ვისთვისაც თითოეული მომენტისა და ემოციის კადრზე აღბეჭდვა სასიამოვნო პროცესია. მისი მოგონებების სკივრში კი ძალიან ბევრი ფოტოა შენთან ერთად გადაღებული. ასეთი მეგობრისთვის საუკეთესო საჩუქარი ფოტო პრინტერია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ დაბეჭდოთ ფოტოები და აქციოთ თითოეული მომენტი ხელშესახებ მოგონებად.

ვარჯიშის მოყვარულთათვის

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც სპორტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათთვის კი ნებისმიერ სიტუაციაში ყველაზე კომპაქტურ და გამოყენებად აქსესუარს ჭკვიანი საათი წარმოადგენს, რომელსაც 90-ზე მეტი ვარჯიშის რეჟიმი აქვს.

თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი ფიზიკური აქტივობასთან ერთად სწორად შერჩეული საკვებითაც განისაზღვრება. შესაბამისად ტექნიკა, რომელიც ამზადებს მარტივ და ჯანსაღ საუზმეს, დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა.

კულინარიის მოყვარულთათვის 

ახალი წელი გოზინაყის, ჩურჩხელისა და სხვა უამრავი ტკბილეულის გარეშე წარმოუდგენელია. ყველას გვყავს ისეთი ადამიანი ვინც გვანებივრებს და გვიმზადებს გემრიელ საჭმელს. მათთვის კი სამზარეულოს დამხმარე რობოტები საუკეთესო საჩუქარია.

ტექნოლოგიების მოყვარულთათვის

გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, ბევრ ჩვენგანს დრო არ რჩება საოჯახო საქმის გაკეთებისთვის. ამიტომ ასეთი ადამიანები თავიანთ საქმეს უახლეს ტექნოლოგიებს მიანდობენ. მათთვის კი ჭკვიანი სახლის აქსესუარები ყველაზე გამოსაყენებელი ნივთებია.

კომფორტის მოყვარულთათვის

კომფორტი საახალწლო გარემოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად სწორედ შერჩეული რბილი ავეჯის დახმარებით საახალწლო ფილმების ყურება უფრო სასიამოვნო პროცესი ხდება.

ექსტრემის მოყვარულები

მოგზაურობა, სერფინგი, თხილამურებით სრიალი თუ ლაშქრობა, ექსტრემალების საუკეთესო განტვირთვის საშუალებას წარმოადგენს. ასეთი ადამიანებისთვის კი არსებობს ტექნიკა, რომელიც მათი მოგზაურობის განუყოფელ ნაწილად შეიძლება იქცეს.

გეიმინგის მოყვარულთათვის

ყველას გვყავს სამეგობროში ადამიანი, ვისთვისაც გეიმინგი არა მხოლოდ გართობის საშუალება, არამედ ხელოვნებაა. მათთვის საჩუქრის შერჩევაზე ალბათ დიდი დროის დაკარგვა არ ღირს, რადგან გეიმერებისთვის საუკეთესო საჩუქარს, გეიმინგ აქსესუარები წარმოადგენს.

ტრენდების მოყვარულთათვის

ადამიანები, ვის ცხოვრებაშიც ტექნიკა დიდ როლს თამაშობს, მუდმივად აკვირდებიან ტექნოლოგიურ სიახლეებს. მათ მთავარ გამოწვევას უახლესი სმარტფონებისა და აქსესუარების ქონას წარმოადგენს. შესაბამისად ტექნიკის ლიდერი ბრენდები სასურველი საჩუქრების სიაში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას იკავებს.

ჩვენს მიერ განხილული ყველა ნივთის შეძენა ელიტ ელექტონიქსის მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე ონლაინ ee.ge-ზე.

[R]

ბინა თბილისში ბეტონის ელემენტებითა და მკვეთრი ფერის აქცენტებით – დეა მამაიაშვილის ნამუშევარი

მდოგვისფერი ინტერიერში — შთამაგონებელი იდეები თქვენი სახლისთვის