in

მდოგვისფერი ინტერიერში — შთამაგონებელი იდეები თქვენი სახლისთვის

მდოგვისფერს ბევრი ელფერი გააჩნია: პოზიტიური ღია ყვითლით დაწყებული, მდიდარი მოყავისფრო-ყვითლით დასრულებული. რაც უფრო თბილია ელფერი, მით უფრო კომფორტულად და გამომხატველად გამოიყურება სივრცე. თუ ოთახში დიდი მოცულობის ბუნებრივი სინათლე შემოდის, მდოგვისფერი სასიამოვნო თაფლისფრის ტონებს იძენს. ამ ფერს უყვარს დიდი სივრცეები, მაგრამ მისი საშუალებით აქცენტების გამოყოფა მცირე ფართის შემთხვევაშიც შეგიძლიათ. მდოგვისფერი ყურადღებას იპყრობს, ამიტომ სჯობს ის საბაზისო ელფერებს შეუხამოთ: თეთრი, ნაცრისფერი, გრაფიტი ან კრემისფერი. ეს კომბინაცია ნათელ მდოგვისფერს ანეიტრალებს, ინტერიერში ჰარმონია და ბალანსი შემოაქვს. თუმცა, უფრო თამამი გადაწყვეტილებებიც წარმატებულია. მდოგვისფერი მომგებიანად გამოიყურება მუქ ლურჯ, მეწამულ, ცისფერ და მწვანე ფერებთან. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საინტერესო იდეა, რომლებიც შეგიძლიათ რეალობად აქციოთ თქვენს მომავალ დიზაინ პროექტში.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი

ტიპური მალაიზიური სახლი — ZLG Design-ის პროექტი