in

ერთადგილიანი საწოლის გაფორმების რამდენიმე მარტივი იდეა

მიუხედავად იმისა, რომ ორადგილიანი საწოლი ძალიან კომფორტული რამაა, ერთადგილია საწოლებსაც აქვთ თავიანთი ხიბლი. მით უფრო, თუკი მათი გაფორმება გიყვართ, ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია. ბავშვების ოთახში ტყუპებს, ძირითადად, სწორედ ასეთი ერთადგილიანი საწოლები აქვთ, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი შვილები ტყუპები არიან თუ არა, თქვენ შეგიძლიათ, შვილებს სწორედ ამგვარად მოუწყოთ ოთახი.

გადავწყვიტეთ, შთაგონებისთვის, რამდენიმე რჩევა შემოგთავაზოთ, თუ როგორ გააფორმოთ ან მოაწყოთ ერთადგილიანი საწოლი.

შეურიეთ პატერნები

თუკი გსურთ, საწოლები უფრო მრავალფეროვანი გახადოთ, კარგი იქნება, თუ სხვადასხვა ტიპის, მაგრამ ამავდროულად ერთი ფერის პატერნებს შეურევთ. ასევე კარგი იქნება, თუ საწოლს ფარდებს დაუმაგრებთ ისე, როგორც ეს ფოტოზეა მოცემული.

შექმენით სიმშვიდე

რაც მეტი მით უკეთესი, არა? ფოტოზე მოცემულ ოთახში კედლების ცისფერი ფონი ერთგვარად მშვიდ გარემოს ქმნის – მსგავსი ტონალობები კი რელევანტურია ბავშვისთვისაც და მოზარდისთვისაც.

შეურიეთ სტილი

ორი ერთნაირი ერთადგილიანი საწოლის შემთხვევაში არაა აუცილებელი, ისინი ერთნაირად იყოს გაფორმებული. შეგიძლიათ, ორი სტილი შეურიოთ ერთმანეთში, თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ ისინი უნდა შეეფერებოდეს ერთმანეთს.

შექმენით ისეთი გარემო, რომელიც დროს გაუძლებს

ძველებური სანათებით, ზამშის საწოლის ჩარჩოებითა და აბსტრაქტული ნამუშევრებით შეგიძლიათ შექმნათ ისეთი დიზაინი, რომელიც გაუძლებს დროს და ყოველთვის ახალგაზრდული იერი ექნება.

მიანიჭეთ მას სხვა ფუნქციაც

თუკი თქვენს ინტერესებში შედის, შეგიძლიათ, ისეთი საწოლები შეიძინოთ, რომლებიც დღის განმავლობაში კომფორტული, რბილი დივანის როლს ასრულებენ.

საწოლი, როგორც პირადი სივრცე

თქვენ შეგიძლიათ, თქვენი ერთადგილიანი საწოლები პირად სივრცედ აქციოთ, თუკი მას კედელში ჩააშენებთ. მათ ვისაც, განსაკუთრებული სიმყუდროვე ხიბლავთ, აუცილებლად მოეწონებათ ეს ვარიანტი.

ტური მსახიობ პატინა მილერის ნიუ-იორკის სახლში

მე-19 საუკუნეში აშენებული ფრანგული სახლის თანამედროვე რენოვაცია