in

ტური მსახიობ პატინა მილერის ნიუ-იორკის სახლში

გლამურული სტილისა და ყოველდღიური ცხოვრების ფუნქციური შერწყმა – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ პატინა მილერის ნიუ-იორკის სახლი, რომლის ფერებმაც შეუძლებელია, თვალი არ მოგჭრათ. ეს ტონები ძირითადად, შერწყმულია თეთრ კედლებთან, რის გამოც ინტერიერი პრეტენზიულად არ გამოიყურება.

Tbc Insurance
Tbc Insurance

ყვითელი, წითელი, მწვანე, ნარინჯისფერი – აქ ავეჯიც და დეკორიც ზუსტად ამ ფერებში გვხვდება. ასევე, თეთრ ინტერიერთან ოსტატურადაა შერწყმული კედელში “შემალული” აგურები, რომლებიც სივრცეს უფრო უშუალოს ხდის.

სწორედ ამგვარი აგურებითაა გაფორმებული სასადილო სივრცე, სადაც სკამების ფერები სწორედ ამ აგურებთანაა შერწყმული.

პატინა მილერის მკვეთრი ფერები ნელ-ნელა უფრო სადა ხდება საძინებელსა და ბიბლიოთეკაში, სადაც ავეჯი, ძირითადად, იასამნისფერ და ვარდისფერ ფერებში გვხვდება. ესაა ტიპური, კლასიკური ამერიკული საძინებელი, რომლის მთავარი ფერი კრემისფერი და თეთრია.

რაც შეეხება ბავშვების ოთახს, ის ლოგიკურად ძალიან ფერადი და მხიარულია. ვარდისფერ ტონალობაში გადაწყვეტილ ოთახში, ერთი შეხედვით, ყველა ის საჭირო დეკორი თუ მოწყობილობაა, რაც ბავშვს გასართობად სჭირდება.

საბოლოო ჯამში, პატინა მილერის ეს მხიარული და, ამავდროულად, ძალიან პრაქტიკული სახლი სტილსა და ურბანულ ფუნქციებზე შექმნილი საცხოვრებელია გამორჩეული ინტერიერით.

ფოტოგრაფი: Tim Williams

რომელია საუკეთესო საფარი თბილი იატაკისთვის?

ერთადგილიანი საწოლის გაფორმების რამდენიმე მარტივი იდეა