in

ევროპროდუქტი – პრემიუმ ხარისხის პროდუქციის მთავარი იმპორტიორი საქართველოში

დღეს გაცილებით მეტი ინფორმაცია გვაქვს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე კვებას. ამიტომ, სულ უფრო ვცდილობთ მავნე დანამატებით გაჯერებულ პროდუქტებზე უარი ვთქვათ და არჩევანი ჯანსაღ საკვებზე შევაჩეროთ. მეორე მხრივ, მარკეტებში ამგვარი პროდუქტების დიდი არჩევანი არ გვაქვს და მათი სხვადასხვა ადგილას მოძიება გვიწევს. ამ რეალობის შეცვლა მაღაზიათა ქსელმა ევროპროდუქტმა დაისახა მიზნად და პრემიუმ ხარისხის ევროპულ პროდუქციას ერთ სივრცეში მოუყარა თავი. ამასთან ერთად, მან ქართველ მომხმარებლებს ორგანული, ულაქტოზო, უგლუტენო, ვეგანური და უშაქრო პროდუქციის ფართო ასორტიმენტიც შესთავაზა.

ევროპროდუქტი ქართულ ბაზარზე 17 წლის წინ გამოჩნდა. ის თავიდან მხოლოდ სადისტრიბუციო კომპანია იყო და ადგილობრივ მაღაზიებსა და ქსელებს ევროპული პროდუქციით ამარაგებდა. დროთა განმავლობაში მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების განსაკუთრებული ნდობა მოიპოვა და ბევრი მათგანისგან ექსკლუზიური იმპორტის უფლება მიიღო.

2014 წელს ევროპროდუქტმა თბილისში პირველი სუპერმარკეტი გახსნა. დღეს კი, ის თბილისსა და რეგიონებში 30 ფილიალითაა წარმოდგენილი. მის მაღაზიებში წამყვანი ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქტია ხელმისაწვდომი.

რა ბრენდები და რა ტიპის პროდუქციაა წარმოდგენილი ევროპროდუქტში

ევროპროდუქტს საქართველოში შემოაქვს ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორიცაა ესპანური ელპოზო და ნორვეგიული თევზი ლეროი. ორივე ბრენდი მსოფლიოში თავიანთი მაღალი ხარისხითაა ცნობილი, ელპოზოს სრული ხაზი უგლუტენოა, ხოლო ნამდვილი ნორვეგიული Leroy-ს თევზი, ოკეანიდანაა და არა ტბიდან, ცივ წყლებში, ველურადაა გაზრდილი და ეს ხდის მას განსაკუთრებულს.

ამასთან ერთად, მას საქართველოში ექსკლუზიურად შემოაქვს წამყვანი ევროპული ბრენდების რძის ნაწარმი. მათ შორისაა დანიური არლა, ჰოლანდიური ფრიკო და ფინური ვალიო. ევროპროდუქტში ისეთი პროდუქტების შეძენაცაა შესაძლებელი, რომლებიც მხოლოდ დუტი ფრიში იყიდება. მაგალითად, აქ Anthon Berg-ის, Ritter Sport-ის, Mozart Reber-ის, Walkers-ის, Cachet-ის და სხვა ცნობილი ბრენდების ტკბილეულია ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ევროპროდუქტის მიერ შემოტანილი პროდუქციის 40%-ზე მეტი მის მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად იყიდება. გარდა ამისა, რადგანაც ის თავად არის ამ ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორი და დისტრიბუტორი, აქ პროდუქტებზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებია.

რატომ ნიშნავს ევროპული ხარისხიანს

 ევროპაში პროდუქტები მაღალი სტანდარტების დაცვით იწარმოება. ისინი ევროკავშირის მიერაა დადგენილი. გარდა ამისა, თავიანთი რეგულაციები აქვთ ცალკეულ ქვეყნებსაც. პროდუქციის შემოწმების ევროპული ჯაჭვი რამდენიმე ციკლს მოიცავს და დამზადების, ჰიგიენის, შენახვის, შეფუთვისა და ლოჯისტიკის მკაცრ მონიტორინგს გულისხმობს. შესაბამისად, ევროკავშირის მიერ გაცემული სერტიფიკატები, რომლებიც პროდუქციის მაღალ ხარისხს ადასტურებს, მხოლოდ დადგენილი ნორმებისა და წესების სრული დაცვის შემთხვევაში გაიცემა.

შესაბამისი წესების დაცვის ვალდებულება აქვთ იმპორტიორ და დისტრიბუტორ კომპანიებსაც. მაღალი სტანდარტების მქონე ბრენდების მიზანია, მათმა პროდუქციამ მომხმარებლამდე ნებისმიერ ქვეყანაში იდეალურ მდგომარეობაში მიაღწიოს. ევროპროდუქტიც, როგორც ამგვარი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, ვალდებულია სტანდარტების სრული დაცვით წარმართოს პროდუქტების ტრანსპორტირება თუ მისი დასაწყობება.

ევროპროდუქტი ზრდას უწყვეტად განაგრძობს – გეგმავს არა მხოლოდ ქსელის გაფართოებას, არამედ ქართველი მომხმარებლისთვის პრემიუმ ხარისხისა და ჯანსაღი ევროპული პროდუქტების ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მისი საბოლოო მიზანი კი, საქართველოში კვების სტანდარტის შექმნაში თავისი წვლილის შეტანაა.

[R]

ორი ბინისა და რამდენიმე სტილის შერწყმით მიღებული ინტერიერი გამრეკელის ქუჩაზე

ჰუალინგ პლაზამ საახალწლოდ 10 000 მომხმარებელზე მეტი დაასაჩუქრა