in

აითვისე სახლის ყველა კუთხე ევროპროდუქტთან ერთად საახალწლოდ

ახალი წელი ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და მის დასახვედრად საგულდაგულოდ ვემზადებით. ვარჩევთ ნაძვის ხისთვის ადგილს, ვაფორმებთ სახლს და განსაკუთრებით ვალამაზებთ იმ ოთახს, სადაც საახალწლო სუფრის გაშლასა და სტუმრების მიღებას ვგეგმავთ. ასე ვცდილობთ, სადღესასწაულო განწყობა სახლის ყველა კუთხეში იგრძნობოდეს.

მისაღები ოთახი

მისაღები ოთახისთვის, ალბათ, მოსართავებს ყველაზე დიდი გულისყურით ვარჩევთ, რადგან ხშირად სწორედ აქ ვიკრიბებით ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად. საახალწლო ფილმებისა თუ გადაცემების ყურებასაც ტელეეკრანებთან მოკალათებულები აქვე ვარჩევთ ხოლმე.

ამ დღეებში საყვარელი ფილმების კიდევ ერთხელ ნახვა ბევრისთვის ახალი წლის ერთ-ერთი გამორჩეული რიტუალია. არ აქვს მნიშვნელობა, ამ რიტუალს მარტო ვასრულებთ, ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთანერთად – ნებისმიერ შემთხვევაში სნექები ამ პროცესს განსაკუთრებით უხდება. მათ მოსამარაგებლად გირჩევთ, ევროპროდუქტის მაღაზიებს ეწვიოთ, სადაც სნექების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. აქ იპოვით ისეთი წამყვანი ევროპული ბრენდების ტკბილეულსაც, როგორებიცაა: Anthon Berg, Ritter Sport, Mozart Reber, Royal Dansk, Walkers და სხვა.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ევროპული ხარისხის პროდუქტების ამ ფართო ასორტიმენტში, შეგეძლებათ, სპეციალურ სექციებში უშაქრო, ულაქტოზო და უგლუტენო ნაწარმიც აღმოაჩინოთ.

აივანი

ახალი წლის დღეებში ფერადი ნათურებით განათებული ქუჩების გარდა, სადღესასწაულო განწყობას ლამაზად მორთული სახლის აივნებიც გვიქმნის. მისი დანახვა ერთნაირად სასიამოვნოა როგორც ქუჩაში მოსეირნე, ისე ამ სახლში მცხოვრები ადამიანებისთვის. სიცივის მიუხედავად, ასეთ აივანზე ცხელი ყავით ან ჩაით თბილად მოკალათებაც, ნაკლებად გვეზარება.

თუკი, ევროპული ხარისხის ცხელი სასმელებით, შოკოლადებით, ორცხობილებითა და სხვა სნექებით კიდევ უფრო მეტი სიამოვნების მიღება გსურთ, მაშინ ამ შემთხვევაშიც ევროპროდუქტის მაღაზიებს უნდა ეწვიოთ.

სამზარეულო

ახალი წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ადგილი ხდება. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვცდილობთ, ბოლომდე გამოვავლინოთ ჩვენი კულინარიული უნარები და საყვარელ ადამიანებს გემრიელი კერძებითა და ნამცხვრებით გავუმასპინძლდეთ.

თუმცა, რაც არ უნდა მოვინდომოთ და როგორ შემოქმედებითადაც არ უნდა მივუდგეთ ამ სამზადისს, საუკეთესო ინგრედიენტების გარეშე სრულყოფილების მიღწევა მაინც გაგვიჭირდება. ევროპროდუქტში კი მათ შეძენას მარტივად შეძლებთ. აქ იპოვით ევროპის წამყვანი ბრენდების პროდუქციას, მათ შორის, ესპანური ელპოზოს ხორცპროდუქტებს, ფინური ვალიოს, დანიური არლას და ჰოლანდიური ფრიკოს რძის ნაწარმს. ევროპროდუქტის მაღაზიებში ხელმისაწვდომ პრემიუმ ხარისხის პროდუქციაში დიდი წილი ორგანულ და გლუტენისგან თავისუფალ პროდუქტებს უკავიათ.

აბაზანა

ახალ წელს არცთუ ისე ცოტა დროს ვუთმობთ გარეგნობაზე ზრუნვასაც, რადგან გვინდა ამ დღეს განსაკუთრებულად გამოვიყურებოდეთ. ამიტომ, დიდ დროს ვატარებთ აბაზანაში და საგულდაგულოდ ვიწესრიგებთ თავს.

განტვირთვისა და სხვა სააბაზანო პროცედურების შესასრულებლად ჰიგიენური პროდუქტების მომარაგებასაც ევროპროდუქტის მაღაზიებში შეძლებთ. რაც მთავარია, სხვა ნებისმიერი პროდუქტის მსგავსად, ისინიც ევროპიდანაა იმპორტირებული და, შესაბამისად, განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა.

ევროპროდუქტის მაღაზიები საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. თუმცა, თუ სამზადისის გამო მათთან სტუმრობისთვის დროის გამონახვა გაგიჭირდათ, პროდუქტების ონლაინ შეძენასაც მარტივად შეძლებთ.

შექმენით სადღესასწაულო განწყობა სახლის ყველა კუთხეში და მოუწყეთ საკუთარ თავებსა და საყვარელ ადამიანებს კიდევ უფრო განსაკუთრებული საახალწლო დღეები ევროპროდუქტთან ერთად.

[R]

მოგვიყევი ისტორია და მოიგე რემონტი – „ციტადელი“ საიუბილეო კამპანიას იწყებს!

როგორ შექმნა დიზაინერმა სტეფანი დებრინკატმა საფარის უდაბნოს თემატიკის სათამაშო ოთახი