in

10 ადგილი თბილისში, სადაც საახალწლო განათებას შეიძენთ

საახალწლო დეკორაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ელემენტი განათებაა, რომელიც სივრცეს ბევრად უფრო ჯადოსნურს, შთამბეჭდავსა და საზეიმოს ხდის. საახალწლო განათება ის მთავარი ატრიბუტია, რომელსაც საშობაო განწყობა შემოაქვს სივრცეში და თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულ ატმოსფეროს უქმნის. დღევანდელ სტატიაში იმ ადგილებს შემოგთავაზებთ, სადაც თქვენთვის სასურველ განათებას შეარჩევთ და სახლს სადღესასწაულოდ მორთავთ.

ახალი ნათება 

თქვენი ნაძვის ხისა თუ სახლის მოსართავად საახალწლო ფერად განათებას „ახალი ნათების“ შოურუმში შეიძენთ, სადაც პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. თითოეულ მოდელს იდეალურად შეუხამებთ საახალწლო დეკორაციას და მას მეტ ბრწყინვალებას შემატებთ.

სუპერი 

სუპერის“ შოურუმში საახალწლო აქსესუარებისა და დეკორის ფართო არჩევანია. კოლექცია მიმზიდველი, ორიგინალური პროდუქციით გამოირჩევა, რომელიც სადღესასწაულო განწყობას აუცილებლად აგიმაღლებთ და სივრცეს ლამაზად მოგირთავთ. თქვენთვის სასურველ განათებას კი მაღაზიაში მარტივად შეარჩევთ.

Extra.ge

Extra.ge“-ზე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეარჩიოთ საახალწლო განათებების მრავალფეროვანი მოდელები, რომლებიც ნაძვის ხესთან ერთად, თქვენს ექსტერიერსა თუ ინტერიერსაც გაგილამაზებთ და შობა- ახალ წელს უფრო ჯადოსნურსა და ამაღელვებელს გახდის.

JYSK

საახალწლო განათებებს, რომლებსაც  „JYSK“-ის შოურუმში შეხვდებით, ფანჯრების, სარკეების, ავეჯისა თუ სხვა დიზაინობიექტების მოსართავად გამოიყენებთ და თქვენს სახლს უფრო განსხვავებულად, ორიგინალურად გააფორმებთ. მრავალფეროვან პროდუქციაში კი სასურველი მოდელის შერჩევა არ გაგიჭირდებათ.

გორგია

კიდევ ერთი ადგილი, სადაც საახალწლო დეკორაციებსა თუ განათებებს შეიძენთ „გორგიაა“. შოურუმში უამრავ საინტერესო, მიმზიდველ ნივთს შეხვდებით, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და სახლის მომხიბვლელად გაფორმებაში.

დომინო

თქვენი ნაძვის ხისა და ინტერიერისთვის განათებების დიდი ასორტიმენტია „დომინოს“ შოურუმშიც. საახალწლო განათება სივრცეში სადღესასწაულო განწყობას შემოიტანს და ახალი წლის ღამეს უფრო დასამახსოვრებელსა და საზეიმოს გახდის.

მოდუსი

მოდუსშიც“ შეხვდებით საინტერესო და ორიგინალურ საახალწლო განათებებს, რომლებიც სახლს ბრწყინვალებას შემატებს და სადღესასწაულო დეკორაციას გაამდიდრებს.

VELI.store

მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად და წინასაახალწლოდ დროისა და ენერგიის დასაზოგად, „VELI.store“ იდეალური არჩევანია, რადგან თქვენთვის სასურველ მოდელს უმოკლეს ვადებში მისამართზე  მიიღებთ და საახალწლო სამზადისს გაიმარტივებთ.

Mihouse

Mihouse“ კიდევ ერთი ადგილია, სადაც სადღესასწაულო დეკორაციებს, აქსესუარებსა და განათებას  შეიძენთ. პროდუქცია მრავალფეროვნებითა და მიმზიდველობით გამოირჩევა. სასურველი მოდელი კი განსაკუთრებულ შტრიხებს შესძენს სივრცეს.

Citrus.ge 

საახალწლო განათებას, სათამაშოებსა და აქსესუარებს  „Citrus.ge“-ზეც შეიძენთ. თითოეული პროდუქტი სახლის გალამაზებასა და საახალწლო დეკორაციის გაფორმებაში დაგეხმარებათ და თქვენი ოჯახის წევრებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის.

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ შევღებოთ კედლები პროფესიონალის დახმარების გარეშე? — ზაზა და ზურაბ ხალაძეების პროფესიული რჩევები

როგორ უნდა მოვუაროთ კაქტუსს თუ მისი აყვავება გვსურს?