in

Serax-ი – ბრენდი, რომელიც დროს უძლებს

ბელგიაში დაფუძნებული, მაგრამ გლობალური მასშტაბით მოქმედი და ფართო ხედვის მქონე კომპანია Serax-ი, წამყვან საერთაშორისო დიზაინერებთან და მწარმოებლებთან თანამშრომლობით ქმნის თანამედროვე ჭურჭელს. ეს ყველაფერი ეყრდნობა საერთო მისწრაფებას – ადამიანებისთვის განწყობის ამაღლებასa და გამორჩეულად მყუდრო გარემოს შექმნას.

Serax-ი მხოლოდ ბრენდი არაა. ის ცხოვრების სტილია.

Serax-ის შექმნილი ყოველი ნივთი ესთეტიკისა და ფუნქციურობის ბალანსს წარმოადგენს. თითოეული მათგანი იქცევა განძად, ხელოვნების ნიმუშად, რომელსაც თაობების განმავლობაში შეუძლია არსებობა.

კომპანია დამფუძნებლების გამოცდილებასა და ინტუიციაზე დაყრდნობით, სანდო და პროფესიონალ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ათწლეულების განმავლობაში ქმნის უნიკალურ ჭურჭელს, ავეჯს, განათებისა და სახლის აქსესუარების კოლექციებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით იწარმოება.

ძმებმა აქსელ და სერჟ ვან დენ ბოსეებმა Serax-ი 1986 წელს დააარსეს. კომპანიას დღემდე აქსელი ხელმძღვანელობს. „ჩვენთან მომუშავე ყველა ადამიანი – იქნება ეს ოსტატი, დიზაინერი, თუ ადმინისტრაციული პერსონალი – ჩვენი დიდი და მზარდი ოჯახის წევრია“,- ამბობს ის.

ადამიანებთან კავშირების შენარჩუნებამ და მდგრადი განვითარების პრიორიტეტად ქცევამ კომპანია სპეციალიზებული გამოცდილებისა და უმაღლესი წარმოების ცენტრად გადააქცია.

სწორედ ამ პრინციპით, Serax-ის ოჯახის წევრებად მოიაზრებიან ისეთი ცნობილი თანამედროვე დიზაინერები და შეფ-მზარეულები, როგორებიც არიან: ან დემულემესტერი, კელი უერსტლერი, მარი მიხიელსენი, მარნი, ოტოლენგი, პაოლა ნავონე, პიტ ბონი, სერხიო ჰერმანი და ვინსენტ ვან დუისენი.

Serax-ში მიღებული ცოდნით და მუდმივი მხარდაჭერის წყალობით, დიზაინერები თავისუფლად ახორციელებენ საკუთარ იდეებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი ხედვები განსხვავებულია, ყველას ერთი მიზანი აერთიანებს: ესთეტიკური სრულყოფილებისა და ფუნქციურობის შეხამება.

ცნობილ დიზაინერებთან თანამშრომლობის გარდა, Serax-ი ეძებს ახალგაზრდა ტალანტებსა და ხელოვანებს, რომლებიც დიზაინის ტრადიციული ჩარჩოებიდან გადიან. ასე ხდება კომპანიაში მრავალფეროვნების წახალისება.

Serax-ისთვის ხარისხი და ინოვაცია პრიორიტეტულია. ხელობა კი მისი მეთოდის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენ ვთანამშრომლობთ საქმის ისეთ ოსტატებთან, რომლებიც იყენებენ ქვას, ხეს, ლითონს, შუშას, თიხას და ცდილობენ, ამ მასალებში ახალი ხედვა, ესთეტიკა და შესაძლებლობები აღმოაჩინონ“.

Serax-ი თანამშრომლობს გამოცდილ ხელოსნებთან ინოვაციური მეთოდებისა და ტექნიკების შესაქმნელად. თითოეულ ნივთს, იქნება ეს დიდი დივანი თუ  წქრიალა ღვინის ელეგანტური ჭიქა, ემჩნევა იმ ხელებისა და ფიქრის ნაკვალევი, რომლებმაც ის შექმნეს.

საუკუნეების განმავლობაში, კვება ადამიანებისთვის იქცა არა მხოლოდ ფიზიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესად, არამედ ოჯახების, საზოგადოებებისა და კულტურების გაერთიანების რიტუალად. ამ პროცესმა მოიტანა ურთიერთობების დამყარება, გაღრმავება და საერთო ფასეულობების გაზიარება.

ჭურჭელი სუფრის კულტურაში ყოველთვის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა. Serax-ისთვის ჭურჭელი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფუნქციური ნივთი – ის ემოციების, ისტორიისა და ესთეტიკის გადმოცემის საშუალებაა. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კომპანიის განვითარებასა და მისი ფილოსოფიის ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით გახდა Serax-ი ინოვაციისა და ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენელი.

2009 წლიდან ბრენდი თანამშრომლობს რესტორნებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამყარებს მჭიდრო ურთიერთობებს მიშლენის ვარსკვლავის მქონე მზარეულებთან.  ამ პარტნიორობიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება Serax-ისთვის ხდება შთაგონების წყარო, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს, შექმნას ისეთი პროდუქტები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში, კერძო სახლებში ნამდვილ ხელოვნებად გარდაიქმნება.

ამჟამად Serax-ს რამდენიმე კატეგორიაში აქვს კოლექციები. ესენია მინის ჭურჭელი, ქვის ჭურჭელი, დანა-ჩანგალი, სამზარეულოს ჭურჭელი, შიდა და გარე ავეჯი, განათება და ინტერიერის აქსესუარები.

Serax-ის პროდუქტებში ირეკლება ერთიანობა და ის მხიარული მომენტები, რომლებიც ცხოვრებას განსაკუთრებულად სასიამოვნოს ხდის. ისინი გვახსენებს ოჯახურ ვახშამს სახლში, ლამაზად გაწყობილ სუფრას, ეზოში მეგობრებთან ერთად გატარებულ მშვიდ საღამოებს და გრანდიოზულ დღესასწაულებს, სადაც თითოეული ნივთი ჩვენი სუფრისა და ატმოსფეროს განუყოფელი ნაწილი ხდება.

Serax-ის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი წარმოადგენს ფორმისა და ფუნქციის უნიკალურ ჰარმონიას, რომელიც იდეალურად ერგება როგორც თანამედროვე ურბანულ ბინას ან რესტორანს, ასევე სოფლის მყუდრო სახლს. ყველაზე მცირე დეტალიდან ყველაზე მასშტაბურ ნივთამდე, თითოეული მათგანი იქცევა თაობებისთვის ღირებულ განძად და სილამაზის განუმეორებელ ნიმუშად.

ჰაეროვანი და სტატიკური ინტერიერი რუსთაველის გამზირზე  – ნინი ოგანის ნამუშევარი

5 ცნობილი ციტატა ინტერიერის დიზაინზე, რომელიც შთაგაგონებთ