in

როგორ გავიმარტივოთ საახალწლო საყიდლები VELI.store-სთან ერთად

ზამთრის დადგომასთან ერთად საახალწლო სამზადისი უფრო აქტიურ სახეს იღებს. ადამიანები დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და წინასწარ ცდილობენ ყველა საჭირო პროდუქტისა თუ საჩუქრების შეძენას. დეკემბერი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სეზონია ნებისმიერი მიმართულებით. შესაბამისად, მომხმარებლების უმეტესობას სასურველი ნივთების შესაძენად საკმარისი დრო და ენერგია არ აქვთ, ამიტომ ონლაინ შოპინგი საუკეთესო გამოსავალია. თუმცა ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სანდო, კომფორტული პლატფორმის  შერჩევა, რომელიც დაინტერესებულ პირს ერთ სივრცეში მრავალფეროვან პროდუქციასა და მაღალი სტანდარტის მომსახურებას შესთავაზებს. ამ მხრივ ქართულ ბაზარზე ციფრული საყიდლების ველი — VELI.store გამოირჩევა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს და საახალწლო სამზადისს მაქსიმალურად გვიმარტივებს. კომპანია თქვენთვის სასურველ დროს, უმოკლეს ვადებში, შერჩეულ ნივთს ადგილზე მოგიტანთ.

VELI.store-ზე საახალწლო დეკორაციების,  აქსესუარების, საჩუქრების, ჭურჭლის, ნაძვის ხეების, განათებებისა და სათამაშოების დიდი არჩევანია, რომელთა უმეტესობის შეძენა ამ ეტაპზე 50%-მდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. დღევანდელ სტატიაში VELI.store-დან რჩეულ პროდუქტებს გაგაცნობთ, რომლებიც ახალი წლის ღამეს უფრო საზეიმოსა და სადღესასწაულოს გახდის.

ნაძვის ხე 

ახალი წლის დღესასწაული ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია, ეს სწორედ ის ნივთია, რომელიც ამ თარიღს ბრწყინვალებასა და განსაკუთრებულ განწყობას სძენს. „Black Box Trees“-ის ნაძვის ხეები მსოფლიო ბაზარზე ხარისხითა და მიმზიდველობით გამოირჩევა. პროდუქტს გამძლე მასალისგან დამზადებული მყარი კონსტრუქცია აქვს და ტოტებში ჩამალული განათებებით არის გაფორმებული, რომელიც სხვადასხვა საახალწლო დეკორაციას იდეალურად ერგება და სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ფასდაკლებების გათვალისწინებით, მაღალბიუჯეტიანი ნაძვის ხეების შეძენა ყველაზე მომგებიანი სწორედ VELI.store-ზეა, რაც საგრძნობლად დაგიზოგავთ ფინანსებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ნაძვის ხის სათამაშო

საახალწლო დეკორის გასაახლებლად იდეალურია ახალი ნაძვის ხის სათამაშოების შეძენა, რომლებიც განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ და უფრო საინტერესო დიზაინს შესძენს სადღესასწაულო მორთულობას. VELI.store-ზე სათამაშოებისა და ნაძვის ხის აქსესუარების დიდი, მრავალფეროვანი არჩევანია. ფართო ასორტიმენტში შეხვდებით „Decoris“ ბრენდის საახალწლო და საშობაო დეკორაციებსა და ნივთებს, რომლებიც დახვეწილობით, მომხიბვლელი იერსახითა დ გამძლეობით გამოირჩევა.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

საახალწლო დეკორაცია

ნაძვის ხის სათამაშოებთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია საახალწლო დეკორაცია, რომელიც განსაკუთრებულ ელფერს სძენს სივრცეს და გარემოს უფრო ჯადოსნურსა და სადღესასწაულოს ხდის. სანტა კლაუსი ირმითა და  მარხილით იდეალური არჩევანია საახალწლო გაფორმებისთვის. ის პატარებსაც და დიდებსაც სასიამოვნო განწყობას შეუქმნის და ახალი წლის ღამეს კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

საახალწლო განათება

ახალი წლის ღამეს სადღესასწაულო დეკორაცია საახალწლო განათების გარეშე წარმოუდგენელია, ეს ის მთავარი ელემენტია, რომელიც ნებისმიერ სივრცეს ჯადოსნურ ადგილად აქცევს.  განათება თბილ და მყუდრო გარემოს შეგიქმნით და სახლს საახალწლო ელფერს შემატებს. ამასთანავე, თქვენ ირგვლივ მყოფებს ამაღლებულ განწყობას შეუქმნით და თითოეულ მომენტს უფრო გამორჩეულსა და დასამახსოვრებელს გახდით.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

საახალწლო ნამცხვრის დეკორატიული გასაფორმებელი

ახალი წელი საჩუქრებთან ერთად უგემრიელეს ტკბილეულთან ასოცირდება, ამიტომ ადამიანები ამ დღისთვის საგანგებოდ ამზადებენ ნამცხვრებსა თუ სასუსნავს, რადგან დღესასწაული კიდევ უფრო საზეიმო და სასიამოვნო გახადონ. ტკბილეულის გასაფორმებელი ნაკრები ის პროდუქტია, რომელიც საახალწლო სამზადისის დროს აუცილებლად დაგჭირდებათ, რათა თქვენს სუფრას განსაკუთრებული ელფერი შესძინოთ და მაგიდა დეკორატიულად გააფორმოთ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

საახალწლო  თეფში

ახალ წელს თან ახლავს განსაკუთრებული ვახშამი, რომელიც ოჯახის წევრებსა და საყვარელ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და აერთიანებს, ამიტომ საახალწლო სუფრა ყოველთვის გამორჩეული და სადღესასწაულოა. კიდევ ერთი აუცილებელი ელემენტი, რომელიც საახალწლო სამზადისის დროს უნდა გაითვალისწინოთ — ლამაზად გაფორმებული ჭურჭელია.  საახალწლო თემატიკის შესაბამისად  მოხატული თეფშები სუფრის თითოეულ წევრს განწყობას აუმაღლებს და ახალ წელსა თუ შობას უფრო ჯადოსნურს გახდის.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

VELI.store  საახალწლო პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანთან და უამრავ ფასდაკლებასთან ერთად, მომხმარებლებს უფასო შეფუთვისა და მისალოცი ბარათის დაწერის შესაძლებლობას აძლევს, რაც საოცრად ამარტივებს  საახალწლო სამზადის და უამრავ დროს, ენერგიასა და ფინანსებს ზოგავს. ამასთანავე, ერთ სივრცეში თავმოყრილი ფართო ასორტიმენტი ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნის ადამიანს აკმაყოფილებს და საჩუქრის შერჩევის პროცესს ბევრად სასიამოვნოს ხდის.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სიმსუბუქითა და ესთეტიკური მრავალფეროვნებით შექმნილი დიზაინი — ინტერვიუ „Hiro Interiors“-ის დამფუძნებლებთან

1913 წელს აშენებული სახლი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე — თათული ფარქოსაძის ინტერიერი