in

სამზარეულო, როგორც სახლის გული – Swan-ის ბრენდის ფილოსოფია

Swan არის ბრიტანული ბრენდი, რომელსაც სჯერა, რომ სამზარეულო სახლის გულია, სადაც მზადდება გემრიელი კერძები და იქმნება მოგონებები. კომპანიის მიზანია, მომხმარებლისთვის საოცნებო სამზარეულოები რეალობად აქციოს, ხელმისაწვდომი ჭურჭლისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის განსხვავებული კოლექციების შეთავაზებით, რომლებიც ელეგანტური დიზაინითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. Swan არის ბრენდი ყოველდღიური მომენტებისთვის.

ბრენდის ისტორია

ბრენდის ისტორია დაიწყო 1868 წელს, როდესაც თომას ბულპიტმა, სპილენძის მწარმოებელი ფირმა Bulpitt and Sons დააარსა, რომელიც შემდგომში სანათებისა და სპილენძის ჩაიდნების მწარმოებელ კომპანიად სპეციალიზდა. საბოლოოდ კი წარმოიშვა ბრენდი Swan.  ბულპიტს პროდუქციის დასამზადებლად საჭირო სპილენძი და თითბერი Swansea-ის ნავსადგურიდან მოჰქონდა, სწორედ აქედან მომდინარეობს ბრენდის სახელიც.

1920- იან წლებში კომპანიამ ისეთი ელექტრო მოწყობილობების წარმოება დაიწყო, როგორებიცაა: ჩაიდანი, უთო, გამათბობელი, ორთქლის მანქანები. ფირმამ შექმნა პირველი წყლის ელექტრო ელემენტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა 6 ლიტრი წყლის ადუღება 9 წუთში, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო.

ამ ფაქტმა განაპირობა მთელი რიგი ელექტრო მოწყობილობების წარმოება, რაც „გამაცხელებელ ელემენტს“ ეფუძნებოდა. მაგალითად, ჩაის დასაყენებელი ხელსაწყოები, ჩაიდნები, ყავის პერკოლატორები. მოგვიანებით კომპანიამ შეიმუშავა  და დააპატენტა უნიკალური, უსაფრთხო დამცავი მოწყობილობა ჩაიდნებისთვის, სადაც ელემენტის გადახურების შემთხვევაში დამაკავშირებელი (გადამყვანი) ავტომატურად ითიშებოდა.

1939 წელს, კომპანია Swan-ის ქრომირებული ფოლადისაგან შექმნილი ტოსტერი „8-30“,  იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ხელმისაწვდომი და ინოვაციური პროდუქტი იყო ბაზარზე. ეს წარმატება კი გაგრძელდა  მომდევნო ათწლეულების განმავლობაშიც და ბრენდი გახდა ბრიტანული წარმოების მაღალი ხარისხისა და ინოვაციების სინონიმი.

1933 წელს მოსახლეობის უმეტესობა, უთოსთვის გაზსა და ცხელ ნახშირს იყენებდა. Swan-ის უთო, ფაქტობრივად, გამაცხელებელი ელემენტი იყო სახელურით, პირდაპირ ნათურის ბუდეს უერთდებოდა და მისი ღირებულება 14 შილინგს შეადგენდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ არა ერთი ოჯახისთვის, იმ პერიოდში, კომფორტული და ხარისხიანი უთოს შეძენა ხელმისაწვდომი იყო.

Swan-ის კიდევ ერთი საინტერესო პროდუქტი საკვებისა და თეფშების შესანახი მოწყობილობა იყო, რომელსაც გამათბობლის ფუნქციაც ჰქონდა. უჯრები მყარი ალუმინისგან იყო დამზადებული. მისი ინოვაციურობა მდგომარეობდა იმაშიც, რომ ის აღჭურვილი იყო ჩამრთველებით, რაც სხვა მოწყობილობების მიერთებისა და დატენის საშუალებას იძლეოდა.

შუშის ჩაიდნები დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. კომპანია Swan კი შუშის ჩაიდნებს ჯერ კიდევ 1939 წელს ამზადებდა. იმ პერიოდში, როდესაც ბრიტანეთი ომში იყო ჩართული, მაღალი ტექნოლოგიებისა და ხარისხიანი პროდუქციის შექმნა უდიდესი წარმატება იყო ბრენდისთვის.

მე-20 საუკუნის ბოლოს ბრენდს პრობლემები შეექმნა, ბრიტანული და ევროპული წარმოება შორეული აღმოსავლეთის იმპორტით გამოწვეული ინტენსიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. განსაკუთრებით დაზიანდა ელექტრონიკის ინდუსტრია და ამ ყველაფერმა Swan ბრენდის გაკოტრება გამოიწვია. 1988 წელს კომპანია ფრანგულმა წარმოება  Moulinex-მა შეიძინა. სამწუხაროდ, Bulpitt and Sons (Swan Brand) 1989 წლის 21 მაისს დაიშალა, მათი დაარსებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ. Moulinex კომპანიაც აღმოსავლეთის იაფი იმპორტის ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და 2001 წელს გაკოტრდა, შემდეგში კი ის Group SEB-მა შეიძინა.

თუმცა, 2009 წლიდან 2017 წლამდე Swan Product-მა Littlewoods-თან თანამშრომლობით, კვლავ განავითარა Swan, მოგვიანებით კი ბრენდი კვლავ თავდაპირველ მეპატრონეებს დაუბრუნდა.

2013 წელს ბრენდმა შექნა 50-იანი, 60-იანი და 70 -იანი წლების სტილით შთაგონებული ჩაიდნების, ტოსტერების, ტაფებისა და ტექნიკის ყველაზე გაყიდვადი კოლექცია (Swan Retro).

2017 წელს კი სკანდინავიური სტილით შთაგონებული კოლექცია (Swan Nordic), სადაც გამოყენებული იყო ხის რბილი ტექსტურა და ნეიტრალური ფერები.

ამავე წელს Fearne Cotton-თან თანამშრომლობით შექმნა სამზარეულოსა და ჭურჭლის საინტერესო ასორტიმენტი (Fearne by Swan), რომელმაც Your Home Award-ის ჯილდო მოიპოვა.

სად შემიძლია Swan-ის პროდუქციის შეძენა საქართველოში?

Swan-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში Veli.Store-ია. Veli.Store ციფრული საყიდლების ველია, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს ყველა საჭირო ნივთი ერთ კომფორტულ სივრცეში, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროს. ამას გარდა, Veli.Store-ში შესაძლებელია შერჩეული პროდუქციის მიღება იმავე დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის ვებგვერდზე წარმოდგენილია Swan-ის ბრენდის ყველაზე ტრენდული სამზარეულოს აქსესუარები, რომლებიც გამოირჩევა განსხვავებული დიზაინთ, მაღალი ხარისხით, ხელმისაწვდომი ფასითა და ბრიტანული სტილისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობით. ამჟამად პროდუქციაზე მოქმედებს “შავი პარასკევის” ფასდაკლებები.

#რაშენდება: ბუტიკური ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ბაკურიანში “ალიზისგან”

კონტეინერისგან შექმნლი ხის კოტეჯი ავლაბარში – კატია აბსანძის პროექტი