in

კეთილდღეობის მომტანი 7 მცენარე თქვენი ინტერიერისთვის

ინტერიერში მწვანე მცენარეების დამატება, შესაძლოა, სწორედ ის გადამწყვეტი ფაქტორი იყოს, რომელიც სახლში იღბლის და ბედნიერების მოტანაში დაგეხმარებათ. კეთილდღეობასთან, სიმშვიდესთან და ჯანმრთელობასთან ერთად, მათ სახლში დადებითი განწყობაც მოაქვთ. უამრავმა კვლევამ აჩვენა, რომ მცენარეები ნამდვილად კარგად მოქმედებენ ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, აუმჯობესებენ განწყობას და თავს ბედნიერად გვაგრძნობინებენ.

ამ სტატიაში გიამბობთ რამდენიმე გამორჩეული მცენარის შესახებ, რომელიც თქვენს საცხოვრებელს იღბალს შემატებს.

ბამბუკი

არსებობს ე.წ დრაცენას სახეობა, რომელიც ბამბუკს ჰგავს, თუმცა ბევრად უფრო მცირე ზომის იზრდება. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია და იდეალურად ხარობს მზის საშუალო და არაპირდაპირ შუქზე. მცენარის გასახარებლად საჭიროა ქოთანში ტენიანი ნიადაგის შენარჩუნება.

შამროკი

შამროკის მცენარეს აქვს სამწახნაგოვანი მწვანე ან შინდისფერი ფოთლები და დელიკატური ყვავილები, რომლებიც მრავალი კვირის განმავლობაში ხარობს. გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარის ზოგიერთი სახეობა წელიწადში რამდენჯერმე მიძინებულია. როდესაც შეამჩნევთ, რომ ფოთლები ფერმკრთალდება და ცვივა, შეწყვიტეთ მორწყვა, განათავსეთ ბნელ ადგილას და დატოვეთ მის გამოღვიძებამდე.

ფულის ჩინური ხე

მცენარის პრიალა, მონეტის ფორმის ფოთლები სიმდიდრისა და იღბლის მომტანია. განათავსეთ ის ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები არაპირდაპირ ეცემა და დაუმატეთ წყალი, როდესაც შეამჩნევთ, რომ ნიადაგი საკმაოდ მშრალია.

შროშანა

გასაკვირი არ არის, რომ ამ ელეგანტურ მცენარეს სახლში ჰარმონია მოაქვს. შროშანებს აქვთ პრიალა მწვანე ფოთლები და თეთრი ყვავილები, რომლებიც სახლში სიმშვიდისა და სილამაზის ეფექტებს აღძრავენ. თუმცა მოერიდეთ ამ მცენარეს, თუ შინაური ცხოველის მფლობელი ხართ, ის განსაკუთრებით ტოქსიკურია კატებისთვის.

ქრიზანთემა

ქრიზანთემა დღეგრძელობისა და იღბლის სიმბოლოა, რომელსაც განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. თუ მას შემოდგომაზე დარგავთ, შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი დრო ფესვების დასამკვიდრებლად, ამიტომ სჯობს ამ პროცესზე გაზაფხულიდან იზრუნოთ. ამასთან, მცენარე უნდა მორწყოთ მაშინ, როდესაც შეამჩნევთ, რომ ნიადაგის ზედაპირი მშრალია.

ნეფრიტი

ამბობენ, რომ ნეფრიტის მცენარეებს სათანადო მოვლის შემთხვევაში, შეუძლიათ ათწლეულების განმავლობაში ცხოვრება. მათ ურჩევნიათ კაშკაშა, არაპირდაპირი შუქი, რადგან მზის პირდაპირი სხივების ქვეშ მარტივად იწვებიან. მორწყეთ ნეფრიტის მცენარეები მხოლოდ მაშინ, როდესაც ნიადაგის ზედაპირი კარგად გამოშრება.

ლიმონი

უძველესი დროიდან მოყოლებული, ციტრუსი და განსაკუთრებით ლიმონი, კეთილდღეობის სიმბოლოა. სხვა მცენარეების მსგავსად, მორწყვას საჭიროებს მაშინ, როდესაც ნიადაგის ზედაპირი შრება. ლიმონი საკმაოდ მარტივად მოსავლელი მცენარეა, რომელიც განსაკუთრებით უხდება ინტერიერსაც.

ნათელი ბინა თოიძის ქუჩაზე — სოფო ბოლქვაძის ინტერიერი

XIX საუკუნეში შექმნილი ინტერიერი, რომელიც თანამედროვე ტენდენციებს მოერგო