in

XIX საუკუნეში შექმნილი ინტერიერი, რომელიც თანამედროვე ტენდენციებს მოერგო

Banner M2
Banner M2

სახლი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ,  XIX საუკუნით არის დათარიღებული და მისი საერთო ფართობი 316 კვადრატული მეტრია. საცხოვრებელი ლონდონში მდებარეობს და ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის, რომლებმაც მეოთხე შვილის დაბადებასთან ერთად, ძველი ინტერიერის სრულად განახლება გადაწყვიტეს. პროექტზე სამუშაოდ ინტერიერის დიზაინერებს ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდათ.

დასაწყისისთვის, წყვილმა გეგმარების შეცვლა მოინდომა, პირველ სართულზე, სადაც ოდესღაც სამზარეულო იყო, ახლა მისაღები ოთახია განთავსებული. საბოლოო შედეგის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ოჯახი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ ამ სართულზე ატარებს. თუმცა წყვილი აღნიშნავს, რომ სახლის თითოეული კუთხე მიმზიდველია და ოთახები ფერის, ტექსტურისა და ელეგანტური დეკორაციების დახმარებითაა შევსებული.

დიზაინერებმა ერთიანობისა და ჰარმონიის შესაქმნელად ტექსტილის ნიმუშები გამოიყენეს და იდეალურად აითვისეს განათება, რომელიც დღის სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კუთხით ეცემა ოთახებს. პროექტი გამოირჩევა ავეჯისა და ფარდების მრავალფეროვნებითაც, რომელთა დახმარებით სახლში სიმშვიდისა და ინდივიდუალიზმის ხასიათები იქმნება.

შესასვლელი ნაწილი საკმაოდ ფერად ტონალობებშია გადაწყვეტილი.

აქვეა პატარა აბაზანა, რომელიც სტუმრებისთვის არის განკუთვნილი. კედლებზე Madame Ziggle-ს შპალერია გაკრული.

მისაღებ ოთახს აქვს ორმაგი კარი, რომელიც გარე სივრციდან მზის სხივების ოთახში მოხვედრას უზრუნველყოფს. აქ ვხვდებით Belgrave-ის კუთხის დივანს და Guy Goodfellow Collection-ის ავეჯს, ხოლო კედლებზე  Papers and Paints-ის მიერ შექმნილი მომწვანო ფერის საღებავია გამოყენებული.

პირველ სართულზე კიდევ ერთი მისაღები სივრცეა, რომელიც შედარებით ერთ ფერებშია გადაწყვეტილი.

მეპატრონეების სურვილის გათვალისწინებით, ამავე სართულზე Stride & Co-ს დიდი ხის მაგიდაა განთავსებული. ოთახს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს კირქვის ბუხარი, რომელსაც ჯონ გუდსონის დაკვეთით შექმნილი ნამუშევარი ამშვენებს.

სამზარეულო ნეიტრალურ ფერებშია დაპროექტებული. კარადები Edward Bulmer’s Azurite-ს კოლექციიდანაა, ხოლო განათება The Urban Electric Co-ს ეკუთვნის.

პროექტს აქვს მეორე სამზარეულოც, სადაც წითელი და მუქი ლურჯი ფერები დომინირებს.

ზედა სართულების შორის დატოვებულია პატარა სივრცე, რომელიც სახლის ყველაზე მყუდრო და კომფორტული ნაწილია. Gerald Weir-ის თაროები და 1950-იანი წლების დანიური დივანი ოთახს ფუნქციური სილამაზით ავსებს.

მთავარ საძინებელში კედლები ედვარდ ბულმერის Sea Green-ით არის შეღებილი, ხოლო ქსოვილები და ტექსტურა Kate Guinness Design-ის ვინტაჟური კოლექციებიდანაა.

ბავშვების ოთახში ვხვდებით Pierre Frey Le Manach-ის დახვეწილ დივანს და ხალიჩას, რომელიც ასევე ვინტაჟურია და  Caroline Attan’s-ის დიზაინით არის შექმნილი. სახლის ამ ნაწილში ყველაზე მეტად არის გამოყენებული ფერადი ტექსტილი და დეკორაციები.

აბაზანა ბუნებრივი ქვის მასალითაა შექმნილი და კედლები Edward Bulmer-ის საღებავებით არის შეღებილი.

კეთილდღეობის მომტანი 7 მცენარე თქვენი ინტერიერისთვის

როგორი იყო 2023 წელი ქართული არქიტექტურისთვის? — მარიამ მენაბდის შეჯამება