in

ვინტაჟური სახლი ლონდონში, რომელიც ინგლისელ ხელოვანს ეკუთვნის

Banner M2
Banner M2

ხელოვანი ფიბი დიკინსონის საცხოვრებელი სახლი, რომელიც ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რაც მას შთაგონების წყაროს აძლევს – ვინტაჟური ავეჯით დაწყებული, მდიდრული ქსოვილებით დამთავრებული.

თავად ფიბი დეკორატიული ჩარჩოების შექმნაზე მუშაობს და მისი სახლის დეკორაციებიც ასე მრავლდება. სახლი საკმაოდ დიდია და აქვს პატარა ბაღიც, სადაც მაგიდა და მწვანე მცენარეებია განთავსებული. ხელოვანს სურდა, რომ ბაღში განწყობა მცენარეების საშუალებით შეექმნა, რასაც ქოთნის ყვავილების დახმარებით მიაღწია. აქ ასევე ვხვდებით კერამიკული ფილებისგან შექმნილ იატაკსა და ქვის კედლებს, რომლებსაც ფანჯარა და სხვადასხვა კერამიკული დეკორაციები ამშვენებს.

მისაღები ოთახი ნახატებითაა მდიდარი. ავეჯი სიძველისა და ვინტაჟის ეფექტს ქმნის, რასაც ხელს უწყობს კედლებზე განთავსებული დეკორაციებიც, მათ შორის სანათები, და სხვადასხვა კერამიკული ნივთები. მაგიდაზე ვხვდებით ლარნაკებსა და ქოთნის ყვავილებს, ასევე თიხის ჭურჭელს, რაც ოთახის ესთეტიკას კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს.

აქვეა თავად ხელოვანის მიერ შექმნილი ხის ჩარჩოების კუთხეც, სადაც ფიბი საკუთარ ნამუშევრებს ინახავს.

მისაღები ოთახის მეორე ნაწილში ვხვდებით მოსასვენებელ სივრცეს, რომელიც შედარებით ღია ფერებშია გადაწყვეტილი. აქ თეთრი ფერის ავეჯი ბუხართან და ფანჯრების ფერთანაა შეხამებული და კონტრასტისთვის მუქი წითელი და ლურჯი დეტალებია გამოყენებული.

მისაღებთანაა გაერთიანებული პატარა სამზარეულოც, რომელიც თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი და მუქ ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი.

რაც შეეხება საძინებელს, ის ასევე ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. თეთრ და ცისფერ ფერებში გაწყობილ საწოლს ხის ავეჯი და ორნამენტებით მდიდარი ფარდები ეხამება, ხოლო პატარა მაგიდაზე ვხვდებით სანათებს, ყვავილებით სავსე ლარნაკსა და სარკეს, რომელიც ასევე თავად ფიბის დიზაინითაა შექმნილი.

აბაზანა საკმაოდ გამორჩეულია. ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, თუმცა ამავდროულად, ვინტაჟურ დიაინშია გადაწყვეტილი. საბოლოო ჯამში, სახლის ამ ნაწილს ანტიკური ხელოვნებისა და თანამედროვე ეფექტები ერთდროულად ახასიათებს.

JI&JI — ავეჯის მწარმოებელი ქართული კომპანია მრავალწლიანი გამოცდილებით

5 რჩევა ინდივიდუალური სახლის აშენების მსურველთათვის – სტუდია „Art Line Group“-ის გზამკვლევი