in

ჰანა ანონენი – ახალგაზრდა დიზაინერი ფინეთიდან, რომელიც მსოფლიო დონის ბრენდებთან თანამშრომლობს

ჰანა ანონენი 1987 წელს დაბადებული ფინელი დიზაინერია, რომელმაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამრეწველო სფეროში, Lahti Institute of Design and an MA-ს აკადემიაში. ჰანამ წარმატებით დაასრულა სწავლა Aalto-ს უნივერსიტეტშიც, რომელიც ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში მდებარეობს.

2017 წელს მონაწილეობა მიიღო ფინური დიზაინ სტუდიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში, სადაც მომხმარებელს საკუთარი დიზაინით შექმნილი ჭერის ესკიზი შესთავაზა. მოგვიანებით ანონენის ეს პროდუქტი ფინურმა ავეჯის ბრენდმა Hakola-მ შეიძინა.

Hakola-ს გარდა, ჰანა თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Made By Choice, Iittala და IVANA Helsinki.

დიზაინერის პორტფოლიო მოიცავს ფართო სპექტრს სივრცითი და გრაფიკული დიზაინიდან ინტერიერის პროდუქტებამდე, რომლებიც მზადდება ავეჯის, დეკორაციებისა და სხვადასხვა აქსესუარების სახით.

2021 წელს ფინელი დიზაინერების ფორუმმა ჰანას წლის დიზაინერის ჯილდო გადასცა. დიზაინერის მიერ შექმნილ ნივთებს ახასიათებს გამორჩეული ინდივიდუალიზმი, დახვეწილი ფორმები და ფერები.

როგორც თავად აღნიშნავს, ავეჯის დიზაინზე მუშაობა მისთვის ბევრად უფრო საინტერესოა, თუმცა ხშირად მუშაობს სხვადასხვა პროექტებსა და ინტერიერებზე.

ცნობილი ნამუშევრები:

Mifuko, candle holder;

Made by Choice, Beebee jar;

Made by Choice, Plize box;

დეკორატიული თაბაშირი თანამედროვე ინტერიერში – რა უნდა ვიცოდეთ?

რა უპირატესობები აქვს ახალაშენებულ კომპლექსს ძველ კორპუსთან შედარებით?