ინტერიერის დიზაინის სფეროში მომხმარებლის გამოცდილება მხოლოდ პროდუქტის ხარისხზე არ არის დამოკიდებული – ის იმ ემოციით იწყება, რომელსაც მომხმარებელი შოურუმში პირველივე ნაბიჯის გადადგმისთანავე იღებს. სწორედ ამ ემოციის მართვასა და გაყიდვების პროცესის სრულყოფაში ხედავს საკუთარ მისიას თამარ ჯიბლაძე, რომელიც სულ რამდენიმე თვეა, რაც „ვერონა ჯგუფის“ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.
თუმცა, მიუხედავად ამ მცირე დროისა, მისი როლი კომპანიის ორი ძირითადი მიმართულების – ავეჯის სახლი „ვერონასა“ და სარემონტო მასალების შოურუმი „ვენეტო დიზაინის“ – გაყიდვების სისტემაში უკვე საკმაოდ მასშტაბურია. შიდა მენეჯმენტის მართვიდან არქიტექტორებთან კომუნიკაციამდე, გაყიდვების სტანდარტების გაუმჯობესებიდან გუნდის გადამზადებამდე – თამარ ჯიბლაძე კარგად ხვდება, რომ წარმატებული გაყიდვა მყარი ურთიერთობებით იწყება და ემოციურ კავშირზეა აგებული.
დღევანდელ ინტერვიუში ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს თუ რაში ხედავს იგი მომსახურების სფეროს მთავარ გამოწვევებს საქართველოში, როგორ რეაგირებს კომპანია ცვალებად ბაზარზე, რა ტიპის სტილს ანიჭებს უპირატესობას დღევანდელი მომხმარებელი და რა პოზიციას იკავებს “ვერონა ჯგუფი” ინტერიერის ინდუსტრიაში.
რა არის თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობები “ვერონასა“ და „ვენეტო დიზაინში“?
როგორც ორივე კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელს, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება, დაწყებული შიდა მენეჯმენტით, დასრულებული სრული გაყიდვების ციკლის კონტროლით, ასევე ჩემს პასუხისგებლობაში შედის დიზაინერ-არქიტექტორებთან საქმიანი ურთიერთობის მართვა და მათთან კომუნიკაცია, ასევე გაყიდვების ჯგუფის გადამზადება, მარკეტინგულ საკითხებში ჩართულობა და ასე შემდეგ.
როგორია ვერონა ჯგუფის კონცეფცია, მთავარი პრინციპები და ხედვა დღეს?
“ვერონა ჯგუფის” მთავარი კონცეფცია , როგორც ბრენდის არსის შეჯამება, არის შემდეგი: კომპანია უკვე მრავალი წელია არსებობს ბაზარზე და საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის მოცემული მიმართულების ბაზრის ჩამოყალიბებაში.
“ვერონა” ეს არის გარემო, სადაც ავეჯი შერჩეულია არა მხოლოდ თანამედროვე ტენდენციებით, არამედ იმ მიზნით, თუ როგორ უნდა გრძნობდე თავს საკუთარ სივრცეში. აქ ყოველი ნივთი დაფუძნებულია დიზაინის ტენდენციებზე : ფერი, ფაქტურა, ხარისხი, მრავალფეროვნება, ამ ყველაფრის ერთობლიობა შესაძლებლობას ქმნის, ნებისმიერმა მომხმარებელმა შეძლოს მისთვის საჭირო ინტერიერის მოწყობა.
რაც შეეხება მთავარ პრინციპებს, ეს არის სანდოობა და გრძელვადიანი ურთიერთობები, ინდივდუალური მიდგომა, თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება. ჩვენს შოურუმში ხარისხი ყველა დეტალშია, ეს იქნება პროდუქცია, მომსახურეობა თუ ნებისმიერი თანმდევბი პროცესი.
ვერონა ჯგუფი ისწრაფვის, რომ გახდეს პრემიუმ ინტერიერის დიზაინის სფეროში არა მხოლოდ ავეჯის შერჩევის ადგილი, არამედ სივრცე, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს ინდივიდუალურ მიდგომას, პერსონალური სტილის დაკმაყოფილებას, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურებას, ასევე სანდო, ტრენდული და ხარისხიანი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას.

როგორია მომხმარებელთან მუშაობის სტანდარტი “ვერონა ჯგუფში”? რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ გაყიდვების პროცესში?
ყოველი მომხმარებელი უნიკალურია, შესაბამისად, შერჩევის კონსულტაციის და დიზაინის შექმნის პროცესში პერსონალიზაცია არის პრიორიტეტი. ყოველი ჩვენი თანამშრომლის და მათ შორის, ჩემი მთავარი ინტერესი არის ის, რომ მომხმარებელს გავუწიოთ შესაფერისი კონსულტაცია. ვცდილობთ, გამოვიწვიოთ დამოკიდებულება, რომელიც დაფუძნებული იქნება ნდობაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს მივყიდოთ ემოცია, რომელსაც შეიგრძნობს ჩვენი ავეჯის, განათებისა და სხვა ინტერიერიერის მოწყობისთვის საჭირო ნივთების მოხმარების შედეგად. მოცემული პროცესი ცოცხალია. ამრიგად, ყოველდღიურად ვცდილობთ, დავხვეწოთ მომსახურების სტანდარტი და გაყიდვების პროცესი გავხადოთ მეტად კომფორტული როგორც მომხმარებლისთვის, ასევე გაყიდვების ჯგუფისთვის.
როგორია ავეჯის ბაზარზე მოთხოვნის ძირითადი ტენდენციები საქართველოში დღეს?
საქართველოს ბაზარზე დღესდღეობით საკმაოდ დიდი კონკურენციაა. სეგმენტურად თუ დავყოფთ, ამ კუთხითაც, თითოეულ სეგმენტში საკმაოდ გაჯერებულია ბაზარი. ძირითადი ტენდენციები მაინც ევროპული ქვეყნებიდან მოდის და საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა, როგოც ძალიან კარგი გემოვნების მქონე, არ ჩამორჩება ყოველწლიურად ცვალებად ტენდენციებს.
დღევანდელ რეალობაში ნაკლებად არის მოთხოვნა კლასიკური დიზაინის მქონე პროდუქციაზე. ძირითადი ტენდენციები არის თანამედროვე, სკანდინავიური, მინიმალისტური, ინდუსტრიული სტილი, ასევე ხშირად არის მოთხოვნა ჯაპანდის, შუა საუკუნის და ფრანგული სტილის ინტერიერის მოწყობაზეც. ჩვენს შოურუმში მაქსიმალურად ვცდილობთ, წარმოვადგინოთ ნებისმიერი ინტერიერის თუ ექსტერიერის სტილისთვის დამახასიათებელი პროდუქცია, რათა მომხმარებელმა თუ ინტერიერის დიზაინერმა შეძლოს ნებისმიერი მისი ფანტაზიის რეალიზება ადგილზე არსებული პროდუქციით, ასევე შეკვეთის საშუალებით.

როგორია გაყიდვების პროცესის მთავარი გამოწვევები საქართველოში ამ სფეროში?
სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მომსახურეობის სფეროს განვითარება საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ხშირად კომპანიის ხელმძღვანელობა მოცემულ პროცესს არ აქცევს ჯეროვან ყურადღებას, არ თვლის საჭიროდ გაყიდვების მენეჯერების გადამზადებას, გარკვეული ტრენინგების დაფინასენსებას და ასევე მათი საჭიროებების გათვალისწინებაც ხშირად არასათანადოდ ხდება. ეს პროცესი ჯაჭვურია, ამიტომ კარგი იქნება, ვაღიაროთ, რომ პრობლემის წინაშე ვართ და თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ მომსახურების პროცესის განვითარებაში.
ჩემი დაკვირვებით, ბაზარზე არსებული უდიდესი კონკურენციის პირობებში, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ემოცია, რომლის გადაცემასაც შევძლებთ მომხმარებლისთვის. გამოწვეული ემოციით შესრულებული გაყიდვების პროცესი, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის წარმატებული და მომგებიანი იქნება.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ფასების პოლიტიკის მიმართ – რამდენაად ერგებით სხვადასხვა ბიუჯეტის მქონე მომხმარებელს?
როგორც ზემოთ ავღნიშნე, მოცემულ პროდუქციაში საქართველოს ბაზარი ფაქტიურად გაჯერებულია. ფასების პოლიტიკაც საკმაოდ არასტაბილურია და ბევრი კომპანია მოქმედებს დემპინგის პრინციპით, რაც ქმნის არაჯანსაღ კონკურენციას.
“ვერონა ჯგუფი” ამ მხრივ ძალიან მოქნილია, რადგან კომპანიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ, სეგმენტურად თითქმის ყველა ტიპის ბიუჯეტს შეიძლება მოერგონ, დაწყებული საშუალო დაბალი სეგმენტით, დასრულებული პრემიუმ და უმაღლესი სეგმენტის პროდუქციით. ამრიგად, ჩვენთან შემოსულ მომხარებელს, თითქმის ყოველთვის შეუძლია მისთვის მისაღებ ბიუჯეტში შეიძინოს სასურველი პროდუქცია.
როგორია თქვენი გეგმები სამომავლოდ?
ჩემი სამომავლო გეგმი დაკავშირებულია “ვერონა” – “ვენეტო დიზანის” წარმატებასთან.
ორივე კომპანიაში გვაქვს უდიდესი გამოწვევები და შორს მიმავალ პერსპექტივაში ორივე კომპანიის სამომავლო გეგმაა, გახდეს ლიდერი მოცემულ ბაზარზე. თანმიმდევრული გეგმით და დასახული მიზნებით, იმედი მაქვს, დასახულ წარმატებას მივაღწევთ.