in

10 მაღაზია თბილისში, სადაც გარე ავეჯის შეძენაა შესაძლებელი

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება ჩვენი სახლებისა თუ აგარაკების გარე ავეჯის განახლება-შეძენის საკითხი. homeis.ge გირჩევთ შვიდ მაღაზიას, სადაც შეძლებთ ისეთი ავეჯის შეძენას, რომელიც ტერასებსა თუ აივნებზე ზაფხულის დილა-საღამოებს ბევრად სასიამოვნოს გახდის.

ნატერიალი 

ნატერიალი ახალი ფრანგული ბრენდია საქართველოში. აღმაშენებლის ხეივანში მდებარე შოურუმში წარმოდგენილია ბაღისა და ეზოს ავეჯის უმშვენიერესი კოლექცია, რომელიც გამორჩეული სტილითა და დიზაინით ხასიათდება.

ფორუმი “ახალი ნათებისგან” / FORUM by New Light

ფორუმის” მრავალფეროვან კოლექციაში ექსტერიერის ავეჯთან ერთად ბევრ აქსესუარს და დეკორაციასაც შეხვდებით, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს, იქნება ეს ბაღი, ეზო თუ აივანი, შემატებს დახვეწილობას და ელეგანტურობას.

იუსკი / Jysk

იუსკის” ავეჯის ფუნქციურობისა და ხელმისაწვდომი ფასების შესახებ ყველასთვისაა ცნობილი. მათ კოლექციაში ინტერიერის ავეჯის, აქსესუარებისა და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობის გარდა, გარე ავეჯის ფართო, მომხიბვლელ ასორტიმენტსაც შეხვდებით.

კარე / Kare

მაღაზია “კარეში” თქვენი გარე სივრცისთვის საოცრად დახვეწილ და ელეგანტურ ავეჯს შეარჩევთ, რომელიც თქვენს გარე სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს შემატებს.

ლაბორატორია ჩემი სახლი / Laboratory My Home

ლაბორატორია ჩემი სახლი” ასევე საკმაოდ საინტერესო კოლექციას გვთავაზობს. აქ წარმოდგენილი მოდელები საშუალებას გაძლევთ, რომ მთელი ექსტერიერის სივრცის მოწყობა და დაგეგმარება სწორედ ამ ავეჯის გამოყენებით შეასრულოთ.

Castello

კასტელოში წარმოდგენილია ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი ცნობილი პრემიუმ ხარისხის ბრენდებისგან, მათ შორის გვხვდება გარე ავეჯის ძალიან დახვეწილი კოლექციები, რომლებიც ნებისმიერი გემოვნებისა და სტილის მქონე მომხმარებლებზეა გათვლილი.

ვერონა / Verona 

იტალიური ავეჯის სახლი “ვერონა” საკუთარ შოურუმში მრავალი ტიპის გარე ავეჯს წარმოგვიდგენს. აქ თქვენ შეხვდებით მოდელებს, რომლებიც მიმზიდველი ვიზუალური სახითა და ერგონომიული დიზაინით გამოირჩევა.

მისა / Mysa

მაღაზია “მისაში” სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ავეჯია წარმოდგენილი, ამიტომ მათი მრავალფეროვანი პროდუქციიდან თქვენი გემოვნების შესაფერისი ერთეულების არჩევა საკმაოდ გაგიმარტივდებათ.

დომინო

ჰიპერმარკეტი “დომინოს” გარე ავეჯი ბევრი სტილის სივრცეზეა მორგებული. თუ თქვენი აგარაკი ხალხმრავლობით გამოირჩევა და სტუმრების მისაღებად ფუნქციური ავეჯის შეძენა გსურთ, გირჩევთ “დომინოს” კატალოგს გადახედოთ. აქ თქვენ საჭირო ნივთებს საკმაოდ მისაღებ საფასო კატეგორიაში იპოვით.

ჰოუმმეიდი

ავეჯისა და განათების წარმოება „ჰოუმმეიდი“ მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ “ჰოუმმეიდი” საქართველოში პირველ კომპანიას წარმოადგენს, რომელმაც დანერგა მოწნული ავეჯის წარმოება.

150 თანამშრომელი და 2000-მდე სახეობის პროდუქცია – როგორია “საქკაბელის” წარმოების 60-წლიანი ისტორია

#Homeisინსპირაცია: ინტერიერში შემოჭრილი ექსტერიერი – რამდენიმე იდეა შთაგონებისთვის